DXOmark.com არის საიტი, სადაც განიხილავენ კამერებს პროფესიონალები და ანიჭებენ ქულას, ამ სტატიით კი მინდა გაგაცნოთ ამ რეიტინგების ყველაზე მაღალ ქულიანი მოწყობილობები.
პირველ რიგში გაგაცნობთ DSLR დონის მოწყობილობების რეიტინგს.
1. Sony A7R II
აღნიშნული აპარატი უკვე მოძველებულია და გამოსულია ახალი თაობა, რომელიც ჯერ არ განუხილავს აღნიშნულ საიტს, თუმცა რადგან რეიტინგი ამით იწყება, შესაბამისად რეიტინგის მიხედვით დავდებ.
აღნიშნული აპარატი წარმოდგენილია 42.56 მეგაპიქსელიანი RGB სენსორით, ISO102400-ით, 1080 მილიამპერიანი ბატარიით, BIONZ-X პროცესორით, 3 ინჩიანი LCD ეკრანით, USB პორტით და WiFi-ით.
აღნიშნული მოწყობილობის ფასი შეადგენს 3198ამერიკულ დოლარს.
შეფასება 98 ქულა
2. Nikon D810
აღნიშნული აპარატი წარმოდგენილია 36.37 მეგაპიქსელიანი RGW სენსორით, ISO51200-ით, 1900 მილიამპერიანი ბატარიით, 3.2 ინჩიანი LCD ეკრანით და USB პორტით და მისი ფასი შეადგენს 3300 ამერიკულ დოლარს.
შეფასება 97 ქულა.
3. Nikon D800E
აღნიშნული აპარატი წარმოდგენილია 36.37 მეგაპიქსელიანი RGW სენსორით, ISO25600-ით, 1900 მილიამპერიანი ბატარიით, 3.2 ინჩიანი LCD ეკრანით და USB პორტით და მისი ფასი შეადგენს 3300 ამერიკულ დოლარს.
შეფასება 96 ქულა.
შემდეგი მოწყობილობები რეიტინგის მიხედვით არის Sony A7R 2300 ამერიკულ დოლარად 95 ქულით და Nikon D800 2999 ამერიკულ დოლარად 95 ქულით.
რაც შეეხებათ სმარტფონების კამერებს, მათი რეიტინგი ასე გადანაწილდა:
1. Sony Xperia Z5/Z5 Premium/Z5 Compact
სმარტფონების ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი, BIONZ პროცესორი, 4K ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
წინა კამერად წარმოდგენილია 5.1 მეგაპიქსელიანი კამერა, 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და SteadyShot სტაბილიზაციით.
შეფასება 87 ქულა.
2. Samsung Galaxy S6/S6 Edge/S6 Edge Plus/Note 5
სმარტფონების კამერად წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელიანი 1/2.6 ინჩის ზომისSony IMX240-ის სენსორით, იგივე რაც Note 4-ზე არის წარმოდგენილია, თუმცა ამჯერად გაუმჯობესებულია და გაზრდილია დიაფრაგმის ზომა F1.9-მდე, კამერას გააჩნია განათება ოპტიკური სტაბილიზაცია და HDR ფოტო/ვიდეო გადაღება. სმარტფონის წინა კამერა წარმოდგენილი 5 მეგაპიქსელიანი სენსორით, ფართო ხედვის კუთხით და F1.9 დიაფრაგმით.
შეფასება 86 ქულა.
3. Huawei Nexus 6P
სმარტფონის კამერად წარმოდგენილია SONY-ს IMX377 12.3 მეგაპიქსელიანი 1/2.3 ინჩის ზომის სენსორი, რომლის პიქსელების ზომაცაა 1.55 მიკრონპიქსელი, 6 ლინზიანი, დიაფრაგმა F2.0, 4K ვიდეო გადაღება, Slow-mo ვიდეო გადაღება 240 კადრით წამში, ლაზერული ავტოფოკუსი, HDR+ გადაღება, ფართო სპექტრის CRI-90 ორმაგი ფლეშ განათება.
შეფასება 84 ქულა.
რეიტინგის მიხედვით შემდეგი სმარტფონების კამერები შეფასებულია 83 ქულით LG G4, Samsung Galaxy Note 4, Motorola Moto Style. შემდეგ მოდის სმარტფონები, რომლებიც შეფასებულია 82 ქულით Sony Xperia Z3+, Apple iPhone 6 Plus, Apple iPhone 6, Apple iPhone 6S და სწორე ამ ბოლოს აღნიშნული სმარტფონით სრულდება ტოპ10 სმარტფონების კამერების რეიტინგი.
რაც შეეხება HTC ONE M9-ს, ის 69 ქულით 28-ე ადგილს იკავებს, ხოლო Nokia Lumia 1020 74 ქულით 19-ე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Nokia Lumia 1020 არის ძველი მოდელი, რომელიც 2015 წლის ფლაგმანურ სმარტფონებს ვეღარ უწევს კონკურენციას, თუმცა თავის დროზე ლიდერების სათავეში იყო.
მეორე ფაქტი სამწუხაროა, რადგან HTC One M9-ს როგორც ჩანს აქვს ცუდი ოპტიმიზაცია.
რას შეეხება Sony-ს, ის რეიტინგის სათავეში წელს პირველად მოხვდა.