XIAOMI-მ სუპერ მძლავრი 6.95 მილიმეტრის ორი ახალი ფლაგმანური სმარტფონი Mi Note და Mi Note Pro, მსოფლიოში ყველაზე პატარა კომპიუტერი Mi Box Mini და პრემიუმ ხარისხის Mi ყურსასმენები წარმოგვიდგინა. ყველა აღნიშნული ტექნიკა ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას. პროდუქტი წარმოდგენილია დახვეწილი დიზაინით, პრემიუმ მატერიალით, მძლავრი ტექნიკური მონაცემებით და დაბალი ფასით.
XIAOMI მობილურების სამყაროში ერთერთი მოწინავე ბრენდია, კომპანია სმარტფონების გაყიდვებით ისეთ ბრენდებს თანაბრდება,როგორებიცაა SAMSUNG და APPLE.
Xiaomi Mi Note Pro პირველი სმარტფონია, რომელსაც 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი პროცესორი აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და პირველი სმარტფონია, რომელსაც LTE ქსელის მეცზრე კატეგორიის მობილური ქსელების მხარდაჭერა გააჩნია , რომლის გადმოსაწერი სიჩქარე 450 მეგაბიტია წამში.
Mi Note Pro-ს ტექნიკური მახასიათებლებია:
ეკრანი: 5.7 ინჩიანი IPS LCD 1440p რეზოლუციით
პროცესორი: 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი Qualcomm MSM8994 Snapdragon 810 , 4 ბირთვიანი 1.5 გიგაჰერც სიხშირით დაბალი წარმადობის Cortex-A53 ბირთვები და 4 ბირთვიანი 2 გიგაჰერც სიხშირით , მაღალი წარმადობის Cortex-A57 ბირთვები
გრაფიკული პროცესორი: Adreno 430
ოპერატიული მეხსიერება: 4GB LPDDR4
შესანახი მეხსიერება: 64GB eMMC 5.0
კამერა: მთავარი 13 მეგაპიქსელიანი SONY IMX214-ის მეორე თაობის სენსორით,ფილიფსის ორმაგი LED განათება, OIS (ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია),6 ლინზიანი F2.0 დიაფრაგმა. წინა კამერა 4 ულტრაპიქსელიანი/მეგაპიქსელიანი, პიქსელების ზომაა 2 მიკრონპიქსელი.
დიზაინის შემდეგენელი ნაწილები: მეტალის კანტები, Corning Gorilla Glass 3-ის დამცავი შუშა წინა და უკანა პანელზე, 2.5D წინა და 3D უკანა შუშა, 6.95 მილიმეტრის სმარტფონის სისქე, 155.1 მილიმეტრი სიგრძეში და 77.6 მილმეტრი სიგანეში.
ბატარეა: 3090 მილიამპერიანი, სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით.
LTE Cat 9 ქსელების მხარდაჭერა, 450 მეგაბიტი წამში .
ორი სიმ ბარათი, ორივეზე 4G.
HI-FI 24 ბიტიანი აუდიო სისტემა 192 კილოჰერც სიხშირით, ESS ES9018K2M აუდიო პროცესორი.
Android 5.0 Lollipop
მისი ფასია 520-530 ამერიკული დოლარი ფარგლებში 64 გიგაბაიტიანი ვერსია.
Mi Note-ის ტექნიკური მახასიათებლებია:
ეკრანი: 5.7 ინჩიანი IPS LCD 1080p რეზოლუციით
პროცესორი: 4 ბირთვიანი 32 ბიტიანი Qualcomm Snapdragon 801 ,2.5 გიგაჰერც სიხშირით.
გრაფიკული პროცესორი: Adreno 330
ოპერატიული მეხსიერება: 3GB LPDDR3
შესანახი მეხსიერება: 16/64GB
კამერა: მთავარი 13 მეგაპიქსელიანი SONY IMX214-ის მეორე თაობის სენსორით,ფილიფსის ორმაგი LED განათება, OIS (ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია),6 ლინზიანი F2.0 დიაფრაგმა. წინა კამერა 4 ულტრაპიქსელიანი/მეგაპიქსელიანი, პიქსელების ზომაა 2 მიკრონპიქსელი.
დიზაინის შემდეგენელი ნაწილები: მეტალის კანტები,Corning Gorilla Glass 3-ის დამცავი შუშა წინა და უკანა პანელზე, 2.5D წინა და 3D უკანა შუშა, 6.95 მილიმეტრის სმარტფონის სისქე, 155.1 მილიმეტრი სიგრძეში და 77.6 მილმეტრი სიგანეში.
ბატარეა: 3000 მილიამპერიანი, სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით.
ორი სიმ ბარათი, ორივეზე 4G.
HI-FI 24 ბიტიანი აუდიო სისტემა 192 კილოჰერც სიხშირით, ESS ES9018K2M აუდიო პროცესორით.
Android 5.0 Lollipop
მისი ფასებია 16 გიგაბაიტიანი ვერსია 370 და 64 გიგაბაიტიანი ვერსია 450 ამერიკული დოლარი.
Mi Box Mini-ის ტექნიკური მახასიათებლებია:
პროცესორი: Cortex A7-ის 4 ბირთვიანი 1.3 გიგაჰერც სიხშირით
გრაფიკული პროცესორი: 6 ბირთვიანი Mali450
ეკრანი: შესაძლებელია 1080P FHD რეზოლუციის ვიდეოს გაშვება, H.265 კოდი
აუდიო სისტემა: Dolby, DTS
ოპერატიული მეხსიერება: 1 გიგაბაიტია
შესანახი მეხსიერება: 4 გიგაბაიტი
WiFi
Bluetooth
ფასი: 32 ამერიკული დოლარი
HDMI 1.5 მეტრიანი კაბელი
ANDORID ოპერაციული სისტემა
Mi ყურსასმენის ტექნიკური მონაცემებია:
- ნახევრად ღია 50 მილიმეტრიანი ბერილიუმის დიაფრაგმის სპიკერი, რომელიც ყურის ზომის მიხედვით შეგიძლიათ გამოცვალოთ.
- სუპერ დაბალი 32ohm წინაღობა.
- მაღალი, სუფთა და უდანაკარგო ხმა.
- მისი ფასია 80 ამერიკული დოლარი
სტატია მოამზადა: ნოდარ სიხარულიძემ