Huawei-მ წარმოადგინა ჰიბრიდული მოწყობილობა, რომელიც ტაბლეტის და ლეპტობის ნაზავია.
აღნიშნული ტაბლეტ-ლეპტოპი წარმოდგენილია 12 დიუმიანი IPS LCD QHD რეზოლუციის ეკრანით კომპაქტურ მეტალის დიზაინში, მეექსვე თაობის Intel Core M7-ის ორ ბირთვიანი პროცესორით 3.1 გიგაჰერც სიხშირით, 4 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება LPDDR3 ტექნოლოგიით, 128/256/512 SSD მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ორმაგი სპიკერი, ორმაგი მიკროფონი, 4430 მილიამპერიანი ბატარეა და USB Type C პორტი.
ლეპტოპის აქსესუარად წარმოდგენილია 2048 მგრძნობელობის და ასევე ლაზერულ სენსორიანი MatePen (სტილუსი), რომელიც გაგიადვილებთ მოწყობილობაზე მუშაობის პროცესს.
ლეპტოპი წარმოდგენილია Windows 10 Home/Windows 10 Pro ოპერაციული სისტემით, კლავიატურა შეგიძლიათ სურვილისამებრ მიამაგროთ და მოხსნათ.
ლეპტოპს აქსესუარად მოყვება USB Type C კაბელი, MicroUSB კაბელი, USB Type A-ს გადამყვანი და დამტენი.
იხილეთ პრომო ვიდეოები: