Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
მთავარი გვერდი » სიახლეები

სიახლეები

iPhone-SE-gallery (2)

Apple-მა ორი ახალი მოწყობილობა iPhone SE და iPad Pro 9.7 წარმოგვიდგინა

Apple-მა ორი ახალი მოწყობილობა iPhone SE და iPad Pro 9.7 წარმოგვიდგინა, აღნიშნული მოწყობილობების შესახებ დაწვირლებით გაგაცნებთ მოცემულ სტატიაში. iPhone Special Edition პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ განახლება არ შეხებია ეკრანებს და სმარტფონებში დარჩა ის ზომები და რეზოლუციები, რაც ჰქონდათ წინამორბედს (აქ ნაგულისხმევია iPhone 5S). სმარტფონში წარმოდგენილია Apple-ის ახალი ჩიფსეტი A9, რომლის ცენტრალურს პროცესორს აქვს 2 მაღალი წარმადობის ბირთვი 1.85 გიგაჰერც ...

მეტის წაკითხვა »
vivo-xplay5s

Vivo Xplay 5 იქნება პირველი სმარტფონი 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით

Vivo Xplay 5 იქნება პირველი სმარტფონი 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით, რომელსაც აგრეთვე ექნება 31 მეგაპიქსელიანი კამერა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა მზეზე დატენვის ფუნქციით, სმარტფონი იქნება წყალგამძლე და მისი ეკრანის რეზოლუცია QHD. აღნისნული სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები და დიზაინი ჯერჯერობით უცნობია, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ დაწვრილებით ინვორმაციას.

მეტის წაკითხვა »
lg_g5_always_on_screen_thumb

LG G5-ის ფოტო და ტექნიკური მახასიათებლები

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად LG G5 გამოვა 5.6 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანით, მას ექნება ორი კამერა 16/8 მეგაპიქსელიანი ოპტიკური სტაბილიზაციით და ლაზერული ავტოფოკუსით, წინა კამერა ექნება 8 მეგაპიქსელიანი. მას აგრეთვე ექნება Snapdragon 820-ის ჩიფსეტი , USB Type-C-ს პორტი, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა და 2800 მილიამპერიანი ბატარეა. LG G5-ს ვიხილავთ 21 თებერვალს MWC-ს კონფერენციაზე.

მეტის წაკითხვა »
oscars-best-film-8_3549431k

2016 წლის ოსკარზე წარდგენილი 11 საუკეთესო ფილმი

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ 2016 წელს ოსკარზე წარდგენილი 10 საუკეთესო ფილმი, იმედი მაქვს სიაში თქვენს საყვარელ ფილმებს იპოვით. 1. გადარჩენილი – THE REVENANT ფილმის მოქმედება 1823 წელს ვითარდება და მოგვითხრობს მონადირის ჰიუ გლასის ისტორიას, ამჟამინდელ დაკოტას ტერიტორიაზე ნადირობისას მას თავს დათვი დაესხმება, თანამგზავრები კი ჰიუს გაქურდავენ და სასიკვდილოდ დაჭრილს დატოვებენ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჰიუ გლასი გადარჩება და დაიწყებს იმ ადამიანების ...

მეტის წაკითხვა »
Huawei-P9

Huawei P9-ის ტექნიკური მახასიათებლები და 3D ვიდეო რენდერი

Huawei P9-ს ექნება 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის 2.5D ეკრანი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, 32/64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება (მეხისერების გაზრდის შესაძლებლობით), 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 2900 მილიამპერიანი ბატარეა და 16 ნანომეტრიანი Kirin 955-ის ჩიფსეტი . რაც შეეხება კამერას, მას ექნება ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX2X6-ის 1/2.3 ინჩის ზომის სენსორით, მეგაპიქსელის ზომა 1.55 (ან შესაძლოა 1.98, როგორც Huawei Honor 6 Plus-ზეა) მიკრონ ...

მეტის წაკითხვა »
journal-wp-instagram-widget-650x363

სუპერ სიახლე Instagram-ის მოყვარულებისათვის

როგორც ცნობილი გახდა ყველასათვის ცნობილი სოციალური ქსელი Instagram-ი მალე ძალიან სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს, სიახლე კი მდგომარეობს ერთ აპლიკაციაში 2 ექაუნთის დაყენების შესაძლებლობაში, ასეთი ფუნქციონალით სარგებლობა უკვე შეუძლიათ ანდროიდის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს, მაგრამ მხოლოდ ბეტა-ტესტირების ფარგლებში და თუ კი ტესტირება წარმატებით ჩაივლის ახალი ფუნქცია ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს მართლაც ძალიან საინტერესო ფუნქციონალია და ბევრი მომხმარებელი მას მართლაც დიდი ხანია ელოდება, ასე ...

მეტის წაკითხვა »
Cam-930x407

Huawei P9-ს ორმაგი კამერა

Huawei P9-ს ფოტოებმა ქსელში გაჟონა. როგორც ფოტოდან ჩანს მოწყობილობას ორმაგი კამერა აქვს. მონაცემებს რაც შეეხება: ეკრანის ზომა – 5,2 ინჩი ორმაგი კამერა – 12 მეგაპიქსელი Kirin 955, 4GB გბ მეხსიერებით, ან Kirin 950, 3GB გბ მეხსიერებით Android 6.0.1 Marshmallow ქვემოთ მოცემულია მოწყობილობის სურათი:

მეტის წაკითხვა »
nexus-5x-review-hero-970-80

Android N პირველი ფოტოები

მოსალოდნელია, რომ Android N მაისის თვეში დაანონსდება და 2016 ის ბოლოს გახდება ხლემისაწვდომი. მანმდე კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ახალი ანდროიდის მახასიათებლების შესახებ. როგორც ფოტოზე ჩანს იცვლება Drop Down Notification Area სადაც იკონკები უკვე 3 რიგად არის განთავსებული.   ასევე იკონკები დაპატარავებულია და შემოტანილია ახალი ფერები. აღსანშნავია Quick Settings-ის ცვლილება, როგორც სურათზე ჩანს მათი გამოყენება ჩამოსაშლელი მენიუს სრულად გახსნის გარეშეც არის ...

მეტის წაკითხვა »
711_1700251006863379_902322303994358500_n

Sony Xperia Z6-ის გამოსვლის თარიღი და ტექნიკური მახასიათებლები

Sony მაისში გამოუშვებს ახალ ფლაგმანურ სმარტფონის Xperia Z6-, მას ექნება 5.2 დიუმიანი Organic EL 2.5D QHD რეზოლუციის ეკრანი, ულტრა სენსიტიური 3D სენსორი, 25 მეგაპიქსელიანი კამერა F1.8 დიაფრაგმით, OSS სტაბილიზაციით და 192 ფაზიანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსით, 4GB ოპერატიული მეხსიერება, 32GB შესანახი მეხსიერება, 512GB-ით მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, IP69 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, Snapdragon 820-ის ჩიფსეტი, 3200 მილიამპერიანი ბატარეა, USB Type C, QC 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია.  

მეტის წაკითხვა »
corpus

Google Maps ადამიანის ორგანიზმისთვის

მეცნიერებმა სამხრეთ უელსის (ავსტრალია) უნივერსიტეტიდან შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ცალკეულ უჯრედებამდე გამოიკვლევს. ინსტრუმენტი ორგანიზმის ვიზუალიზაციისთვის Google Map-ის ალგორითმებს იყენებს. კვლევის ახალ სისტემას შეუძლია ასევე კარი გაუღოს აქამდე უცნობ მკურნალობის მეთოდებს. მაგალითად, ტექნოლოგია სულ რამოდენიმე კვირის განმავლობაში იძლევა იმ პაციენტის სხეულის გამოკვლევის საშუალებას, რომელიც ოსტეოართრიტით არის დაავადებული, როდესაც ტრადიციული მეთოდებით მსგავს დეტალურ გამოკვლევაზე 25 წელი დაიხარჯებოდა. “რუკებზე” თავისუფლად შეიძლება თვალის დევნება ...

მეტის წაკითხვა »
Sony_Xperia_Z5_review_05

Sony-მ გამოუშვა ინოვაციური კამერა სმარტფონებისთვის

Sony-მ დააანონსა სმარტფონებისთვის განკუთვნილი 22.5 მეგაპიქსელიანი IMX318-ის კამერა, რომლებსაც ვიხილავთ სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონებზე და Sony-ს საშუალო კლასის სმარტფონებზე, მათ შორის Xperia M6-ზე. აღნიშნული კამერის ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ გააჩნია ინტეგრირებული სამ არხიანი ელექტრონული სტაბილიზაცია, 192 ფაზიანი 0.017 წამიანი ავტოფოკსუი და კონტრასტზე დაფუძნებული ავტოფოკუსი (ორივე ერთად ჰბრიდული ავტოფოკუსითაა ცნობილი), 1 მიკრონპიქსელის ზომის პიქსელებით და 1/2.6 ინჩის სენსორის ზომით

მეტის წაკითხვა »
SEQ2_screen_00049

Huawei MateBook: Huawei-ს პირველი და ინოვაციური ნაბიჯები კომპიუტერულ სამყაროში

Huawei-მ წარმოადგინა ჰიბრიდული მოწყობილობა, რომელიც ტაბლეტის და ლეპტობის ნაზავია. აღნიშნული ტაბლეტ-ლეპტოპი წარმოდგენილია 12 დიუმიანი IPS LCD QHD რეზოლუციის ეკრანით კომპაქტურ მეტალის დიზაინში, მეექსვე თაობის Intel Core M7-ის ორ ბირთვიანი პროცესორით 3.1 გიგაჰერც სიხშირით,  4 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება LPDDR3 ტექნოლოგიით, 128/256/512 SSD მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ორმაგი სპიკერი, ორმაგი მიკროფონი, 4430 მილიამპერიანი ბატარეა და USB Type C პორტი. ლეპტოპის აქსესუარად ...

მეტის წაკითხვა »
gs7-front-back

Samsung Galaxy S7 & Galaxy S7 Edge: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა

Samsung-მა MWC-ს კონფერენციაზე ორი ახალი ფლაგმანური სმარტფონი დააანონსა, ამ სტატიაში განვიხილავ ორივე სმარტფონს დეტალურად! Samsung Galaxy S7 აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5.1 დიუმიანი QHD რეზოლუციის Super AMOLED  2.5D ეკრანით, უკანა პანელი წარმოდგენილია 3D შუშით. სმარტფონი სიმაღლეში 142.4 მილიმეტრია, სიგანეში 69.6 მილიმეტრი და სისქეში 7.9 მილიმეტრი, კორპუსი დაცულია წყლისგან IP68 სერთიფიკატით. კამერად წარმოდგენილია 1/2.5 ინჩის ზომის Dual Pixel ტექნოლოგიის 12 მეგაპიქსელიანი სენსორი ...

მეტის წაკითხვა »
DSC05778

Huawei GR5 – ბიუჯეტური პრემიუმ სმარტფონი

კომპანია ჰუავეიმ 2015 წლის ბოლოს წარადგინა ახალი საშუალო რგოლის სმარტფონი, რომელიც თავისი მონაცემებისა და ფასის შეფარდებიდან გამომდინარე, მართლაც რომ ფართო მასებზეა ორიენტირებული. ჰუავეი საქართველოს წარმომადგენლების დახმარებით, review.ge-ის ჯგუფს საშუალება მიეცა რამდენიმე დღის განმავლობაში გამოეცადა ეს სმარტფონი. გთავაზობთ სიღრმისეულ მიმოხილვას: ტექნიკური მახასიათებლები ოპერაციული სისტემა: Android 5.1, EMUI 3.1 ინტერფეისით ქსელი: GSM, WCDMA, LTE (FDD-LTE) (nanoSIM და microSIM), ჩიპსეტი: Qualcomm Snapdragon 615 ...

მეტის წაკითხვა »
s_984394f1418445e49bfdfa336f1419cd

Xiaomi Mi5-ის ტექნიკური მახასიათებლები და ფოტოები

Xiaomi Mi5-ს ექნება 5.2 დიუმიანი ეკრანი, 26 მეგაპიქსელიანი კამერა F1.6 დიაფრაგმით და 192 ფაზიანი ავტოფოკუსით, 3000 მილიამპერიანი ბატარიია, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, Snapdragon 820-ის ციფსეტი, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, USB Tupe C, NFC, Qualcomm 3.0-ის სწრაფი დატენვის ტექნოლოგია დან64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება. სმარტფონი სიგრძეში იქნება 144.3 მილიმეტრი, სიგანეში 70.2 მილიმეტრი და სისქეში 6.35 მილიმეტრი.

მეტის წაკითხვა »