დღეისათვის ყველანი მივეჩვიეთ კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებს, რომლებიც ორიენტირებულია მაყურებელთა ისეთ მასებზე, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, დღეს ისინი ითვლებიან ბლოქბასტერებად, თუმცა ამ სახელს ნამდვილად არ იმსახურებენ, იმის გამო რომ პროდუსერებს არ სურთ დაჰკარგონ 18 წლამდე აუდიტორია, ხშირად უარს ამბობენ ისეთი სცენებზე რომელიც ხელს შეუშლის ფილმს ჩვენებაზე ასაკის შეუზღუდავად დასწრებას (თუმცა დედპულის გამოჩენამ სიტუაცია ცოტათი შეცვალა).
იყო დრო როცა ფილმებს იღებდნენ არა ბავშვებისათვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისათვის, სადაც იყო სისხლი, სექსი და ნარკოტიკებიც. ასეთი ფილმების ავტორები არ ფიქრობდნენ რომ მათ ნამუშევარს ბავშვებიც უყურებდნენ, მათი აუდიტორია იყო ზრდასრული ადამიანები. ჩვენ გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ეს ოქროს ხანა და გთავაზობთ 80-იანების ყველაზე ცნობილ ბლოქბასტერებს, რომელიც პატარა ბავშვებისათვის არ არის განკუთვნილი.
ტერმინატორი/The Terminator / 1984წ
ამ ფილმმა შექმნა მთელი ეპოქა, დაწყებული სპეცეფექტებით და დასრულებული სიუჟეტით, ფილმი ადამიანში აღვიძებს გონიერი მანქანისაგან გამოწვეულ შიშს, რომელსაც არ გააჩნია თანაგრძნობის, ტკივილის ან კი რაიმე სხვა გრძნობა, თუ ტერმინატორმა მიიღო ბრძანება ის ამას უემოციოდ შეასრულებს. ტერმინატორის რამოდენიმე სცენა და ფრაზა საკულტოდ იქცა კინოინდუსტრიაში და ყოველდღიურ ფრაზეოლოგიაშიც დაიმკვიდრა ადგილი.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/5931
ინდიანა ჯონსი დაკარგულ კიდობნის ძიებაში / Raiders of the Lost Ark/ 1981წ
გიყვართ თავგადასავლები? მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა! რა შეიძლება იყოს ინდიანა ჯონსზე უფრო საინტერესო იმ ადამიანებისათვის ვისაც იზიდავს მისტიკა, შეჯახებები, ეფექტური აფეთქებები და ორთაბრძოლები, თანაც კონკრეტულად ამ ნაწილში უხვადაა ძალიან დასამახსოვრებელი და სისხლიანი სცენები, რომელიც სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა არ უნდა ნახოს.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/1127
რობოტი პოლიციელი/ RoboCop / 1987წ
მანქანა და ადამიანის სიმბიოზი ყოველთვის მიმზიდველი იყო ადამიანისათვის: მექანიზმი რომელსაც ადამიანის ტვინი მართავს. რობოტი პოლიციელი რომელიც კანონის სადარაჯოზე დგას, ეს მართლაც რომ საინტერესო იდეა გამოდგა, თანაც ამ ფილმში არის ძალიან დასამახსოვრებელი მკვლელობის სცენა, როდესაც მთავარ პერსონაჟს ბანდიტები ნაფლეთებად აქცევენ, ამის შემხედვარეს აუცილებლად შეგექმნებათ ისეთი შურისძიების სურვილი, რომ რობოტ პოლიციელს აუცილებლად უგულშემატკივრებთ. ეს სცენა და ბევრი კარგი რამ ფილმმა დაკარგა რემეიქში, ისევ და ისევ იმის გამო რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შესძლებოდათ მისი ნახვა, გირჩევთ მის სანახავად დრო არ დაკარგოთ და ორიგინალ ნაწილს უყუროთ.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/3071
რემბო: პირველის სისხლი / rambo first blood / 1982წ
ვიეტნამის ომით დაღლილი საზოგადოება, რომელმაც მისი ვეტერანი ასე გულცივად მიიღო, დაუფასებელი გმირი, რომელიც არათუ პატივით მიიღეს, არამედ დამნაშავესავით დააპატიმრა ბიუროკრატმა პატარა არარაობებმა, მაგრამ იგი ასე ადვილად არ დანებდება და აჩვენებს რას ნიშნავს იყო ნამდვილი კარისკაცი. ნამდვილად საკულტო ფილმი, ნამდვილი მამაკაცებისათვის! სირცხვილიც კი იქნება მისი არ ნახვა.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/7533
კერკეტი კაკალი / Die Dard / 1988წ
რატომღაც ამ ფილმის სათაური სულ სხვანაირად თარგმნეს ქართულად, თუმცა ამას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს… მაკკლეინი პოლიციელის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა, ხოლო მისი ფრაზები ფართოდ გავრცელდა კინომოყვარულებში, სამწუხაროდ ყოველი შემდგომი ნაწილი გაცილებით უარესი გამოდის ვიდრე ორიგინალური ფილმი.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/601
დანის პირზე მორბენალი / Blade Bunner /1982წ
ისევ ადამიანისა და კიბორგების დაპირისპირება. გადამდგარი და ისევ აღდგენილი დეტექტივი მზადაა დაუპირისპირდეს გაქცეულ კიბორგებს და ხელი შეუშალოს მათ ბოროტი ზრახვების შესრულებაში, ძალიან საინტერესო ისტორია და პერსონაჟები, ჰარისონ ფორდი აქაც მოწოდების სიმაღლეზეა.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/567
კომანდოსი/ Commandos / 1985წ
რა მოხდება თუ კი კომანდოსს შვილს მოსტაცებ და შანტაჟს დაუწყებ? საბოლოოდ ამ საქციელს აუცილებლად ინანებ, მანამდე კი სასტიკად დაისჯები. თუ კი შვარცნენგერის ქარიზმას დავუმატებთ, არც ისე ცუდ იუმორს, რამოდნიმე დასამახსოვრებელ სცენას და ბევრ აფეთქებას საკულტო ბლოქბასტერს მივიღებთ.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/3717
კობრა / Cobra / 1986წ
თუ კი კობრა გამოდის კანონის სადარაჯოზე, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. მკვლელები, მანიაკები და სხვა მსგავსი არამზადები ფიქრობდნენ, რომ მათი სისხლიანი საქმეების თვითმხილველ გოგონას გააქრობდნენ, მაგრამ მათ არ გაუმართლათ, იგი კობრას დაცვის ქვეშ მოჰყვა. ამ ფილმის პოსტერზე გამოსახულ სტალონეს საქართველოში ძალიან ბევრი მიმბაძველი ჰყავდა, შავი „რეიბანების“ პოპულარობა ნაწილობრივ მისი დამსახურებაც არის.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/8805
პროფესიონალი/ Le professionne 1981წ
ფილმი ღალატსა და ერთგულებაზე, ამასთან ერთად გენიალური ენიო მორიკონეს სულის სიღრმემდე შემაძრწუნებელი მუსიკა… ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ, მსგავსი სურათი დიდი ხანია უკვე არ გადაუღიათ. ფილმში ნახავთ თავისი ქვეყნის ერთგულ აგენტს, რომელიც ჯერ საკუთარმა ხელისუფლებამ გაწირა, შემდგომ კი მეგობრებმა უღალატა, თუმცა რამოდენიმე ერთგული ადამიანი მას ჯერ კიდევ დარჩა. ძალიან საინტერესო ისტორია და გენიალური ჟან პოლ ბელმონდო.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/8040
სასიკვდილო იარაღი/ Lethal Weapon /1987წ
მელ გიბსონის გარეშე წარმოუდგენელია 80-იანი წლების კინოინდუსტრია, აქ მის მხოლოდ ერთ ფილმს ავღნიშნავთ, სადაც დეტექტივის როლში დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებს კრიმინალების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში კომპრომისს ნუ ელოდებით.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
http://www.imovies.ge/movies/7510
სამწუხაროდ ჩვენ ვერ ჩამოვთვლით ყველა ღირსეულ ბლოქბასტერს, რომელიც 80-იან წლებში გადაიღეს, ვინაიდან მათი რაოდენობა მართლაც რომ დიდია, სწორედ ამიტომაც ყურადღების გარეშე დაგვრჩა შეშლილი მაქსი 2 და სხვა უამრავი კარგი ფილმი, გთხოვთ კომენტარებში დატოვეთ თქვენის საყვარელი ბლოქბასტერი, რომელიც თქვენი აზრით ნამდვილად იმსახურებს ამ სახელს.