LG-იმ დააანონსა ახალი ფლაგმანური სმარტფონი LG G5, აღნიშნული სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს ამ სტატიაში განვიხილავ და გაგაცნობთ რამდენად გაამართლა მოლოდინები.
სმარტფონი წარმოდგენილია 5.3 დიუმიანი IPS LCD QHD რეზოლუციის ეკრანით (წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონი გახლდათ 5.5 დიუმიანი), მიუხედავად ეკრანის დაპატარავებისა არ შემცირებულა კორპუსის ზომები! სმარტფონი სიგრძეში 149.4 მილიმეტრია, სიგანეში 73.9 მილიმეტრი და სისქეში 7.7 მილიმეტრი (წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონის ზომებია 148.9 x 76.1 x 6.3 – 9.8 მილიმეტრი). ეკრანს კორპუსის წინა პანელზე მიმართებაში 70.15 პროცენტი უკავია (წინა თაობის ფლაგმანის ეს მაჩვენებელი 72.5 პროცენტი გახლდათ), როგორც ხედავთ LG-ის დიზაინი კომპაქტური აღარ გახლავთ, თუმცა ეს ტელეფონის ფუნქიცონალის ახალი თვისებებით აიხსნება. LG G5-ს მოხსნადი ბატარეა აქვს და აღნიშული ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია ტელეფონზე დამატებითი მოწყობილობების მიერთება, მაგალითად კამერის მოდულის ჩაშენება:
სმარტფონის ჩიფსეტად წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 820, რომელშიც განთავსებულია 4 ცენტრალური ბირთვით 2.2 გიგაჰერც სიხშირით და Adreno 530-ის გრაფიკული პროცესორი.
Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტი წარმოებულია 14 ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით, რომლის ცენტრალური პროცესორიც წარმოდგენილია 4 Qualcomm-ის შექმნილი Kryo 64 ბიტიანი არქიტექტურის ბირთვით (2 მაღალი წარმადობის ბირთვი მუშაობს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე და 2 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.7 გიგაჰერც სიხშირეზე), რომელიც ოპტიმიზირებულია ბატარიის ეკონომიაზე და ტემპერატურაზე.
Snapdragon 820-ის ცენტრალური Kryo ბირთვები მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას და ორჯერ უფრო ძლიერია ვიდრე Snapdragon 810-ის ცენტრალური ბირთვები.
სმარტფონში ოპერატიულ მეხსიერებად გამოყენებულია ორ არხიანი LPDDR4 ტექნოლოგია 1866 მეგაჰერც სიხშირით. შესანახ მეხსიერებად წარმოდგენილია UFS2.0, eMMC5.1 და SD3.0. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4 გიგაბაიტს, შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 32 გიგაბაიტით და მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 2000 გიგაბაიტით.
Snapdragon 820-ის შემადგენლობაში შედის გრაფიკული პროცესორი “Adreno 530”, რომელიც 40 პროცენტით ძლიერია და 40 პროცენტით ზოგავს ენერგო მოხმარება “Adreno 430”-თან შედარებით.
სიახლე კამერასაც შეეხო, სმარტფონში განთავსდა ორმაგი 25/28 მეგაპიქსელიანი სიგნალის მიმღები 14 ბიტიანი პროცესორი “Spectra”, რომელსაც აქვს ჰიბრიდული ავტოფოკუსის და მულტი სენსორის მხარდაჭერა. ციფრული სიგნალის მიმღებ პროცესორად წარმოდგენილია “Hexagon 680”, რომელიც გამოიყენება ბატარიის დაზოგვისთვის, ამოცანების სწრაფად შესრულებაში და კამერას ეხმარება დაბალი განათების პირობებში გამოსახულება იყოს ნათელი და ხარისხიანი.
LTE (LTE-U)-ს კატეგორიები 12 და 13, Cat 12 საშუალებას მოგცემთ გადმოწეროთ ფაილი 600 მეგაბიტი წამში სისწრაფით და Cat 13 საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ფაილი 150 მეგაბიტი წამში სისწრაფით. WiFi 802.11ac 2×2 MU-MIMO ტექნოლოგია, 4×4 MIMO და WiFi 802.11ad, რომელიც საშუალებას მოგცემთ 4K ვიდეოებს უყუროთ ონლაინში შეუფერხებლად.
Quick Charge 3.0 ტექნოლოგია, რომელიც 4-ჯერ სწრაფად დატენის მოწყობილობებს და მხარდაჭერილია USB C კონექტორზეც.
მთავარ კამერებად გამოყენებულია Sony-ს წარმოებული 16 და 8 მეგაპისელიანი სენსორებით, რომელსაც გააჩნია ლაზერული ავტოფოკუსი და სხვა ის ტექნიკური მახასიათებლები, რაც წარმოდგენილი იყო G4-ში.
16 მეგაპიქსელიანი კამერა წარმოდგენილია F1.8 დიაფრაგმით და 75 გრადუსიანი ხედვის კუთხით, 8 მეგაპიქსელიანი კამერა წარმოდგენილია F2.4 დიაფრაგმით და 135 გრადუსიანი ხედვის კუთხით. წინა კამერას კი იდენტური მახასიათებლებით რაც აქვს LG G4-ს.
რაც შეეხება ბატარეას, ის წინა ფლაგმანისგან განსხვავებით 3000 მილიამპერიდან შემცირდა 2800 მილიამპერამდე, როგორც უკვე ავღნიშნეთ, აღნიშნილი ბატარეა არის მოხსნადი.
სმარტფონში გამოიყენება USB Type C პორტი, მაღალი წარმადობის აუდიო სისტემა და მრავალფეროვანი აქსესუარები.
ქვემოდ მოცემულ ფოტოზე წარმოდგენილია კამერა, რომელიც იღებს 360 გრადუსიან ვიდეოებს.
ქვემოდ ფოტოზე წარმოდგენილია ვირტუალური სამყაროს მოწყობილობა აღნიშნული სმარტფონისთვის.
საბოლოო ჯამში წარმოდგენილია საკმაოდ ინოვაციური სმარტფონი საშუალო დონის დიზაინში.