Sony-მ MWC-ს კონფერენციაზე ახალი “X” სერიის სმარტფონები წარმოადგინა Xperia X, Xperia X Performance და Xperia XA, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს დეტალურად გაგაცნობთ ამ სტატიაში.
Xperia X Performance (ფლაგმანი)
აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5 დიუმიანი IPS LCD FHD რეზოლუციის 2.5D TRILUMINOS Curved ეკრანით და მისი კორპუსი ზომა სიგრძეში 143.7 მილიმეტრი, სიგანეში 70.4 მილიმეტრი და სისქეში 8.7მილიმეტრი. კორპუსი დამზადებულია მთლიანად მეტალის დიზაინში.
სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება “nozzle” ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას.
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4), ხოლო შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200გიგაბაიტით.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია “ანდროიდის” ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.
თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ.სმარტფონი ამჯერად წინა თაობის ფლაგმანებთან განსხვავებით წარმოდგენილია ღია წყალ და მტვერ გამძლეო USB პორტით და მაგნიტური დამტენის ტექნოლოგია ამოიღეს.
რაც შეეხება აუდიო სისტემას, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მას აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება.
დაემატა სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, სადაც თქვენ შეგეძლებათ 45 წუთის დატენვის შემდგომ სმარტფონის გამოყენება 1 დღის განმავლობაში და 30 წუთში დატენოთ 85 პროცენტამდე.
წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი 1/3 ინჩის ზომის სენსორი F2.0 დიაფრაგმით, 22 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, SteadyShot სტაბილიზაციით და 0.03 წამიანი ავტოფოკუსით.
სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 (25 მეგაპიქსელიანი) მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემნტიანი, BIONZ პროცესორი 4K ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია (ჰიბრიდული ელექტორნულ-ოპტიკური სტაბილიზაცია), 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
მთავარ კამერას Xperia Z5-ისგან განსხვავებით დამატებული აქვს Predictive Hybrid AF ტექნოლოგია.
სმარტფონის ჩიფსეტად წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 820, რომელიც წარმოდგენილია 4 ცენტრალური ბირთვით 2.2 გიგაჰერც სიხშირით და Adreno 530-ის გრაფიკული პროცესორით.
Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტი წარმოებულია 14 ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით, რომლის ცენტრალური პროცესორიც წარმოდგენილია 4 Qualcomm-ის შექმნილი Kryo 64 ბიტიანი არქიტექტურის ბირთვით (2 მაღალი წარმადობის ბირთვი მუშაობს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე და 2 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.7 გიგაჰერც სიხშირეზე), რომელიც ოპტიმიზირებულია ბატარიის ეკონომიაზე და ტემპერატურაზე.
Snapdragon 820-ის ცენტრალური Kryo ბირთვები მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას და ორჯერ უფრო ძლიერია ვიდრე Snapdragon 810-ის ცენტრალური ბირთვები.
ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია ორ არხიანი LPDDR4 ტექნოლოგია 1866 მეგაჰერც სიხშირით.
შესანახ მეხსიერებად წარმოდგენილია UFS2.0, eMMC5.1 და SD3.0.
Snapdragon 820-ის შემადგენლობაში შედის გრაფიკული პროცესორი “Adreno 530”, რომელიც 40 პროცენტით ძლიერია და 40 პროცენტით ზოგავს ენერგო მოხმარება “Adreno 430”-თან შედარებით.
სიახლე კამერასაც შეეხო და წარმოდგენილია ორმაგი 25/28 მეგაპიქსელიანი სიგნალის მიმღები 14 ბიტიანი პროცესორი “Spectra”, რომელსაც აქვს ჰიბრიდული ავტოფოკუსის და მულტი სენსორის მხარდაჭერა.
ციფრული სიგნალის მიმღებ პროცესორად წარმოდგენილია “Hexagon 680”, რომელიც გამოიყენება ბატარიის დაზოგვისთვის, ამოცანების სწრაფად შესრულებაში და კამერას ეხმარება დაბალი განათების პირობებში გამოსახულება იყოს ნათელი და ხარისხიანი.
LTE (LTE-U)-ს კატეგორიები 12 და 13, Cat 12 საშუალებას მოგცემთ გადმოწეროთ ფაილი 600 მეგაბიტი წამში სისწრაფით და Cat 13 საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ფაილი 150 მეგაბიტი წამში სისწრაფით.
წარმოდგენილია WiFi 802.11ac 2×2 MU-MIMO ტექნოლოგია, 4×4 MIMO და WiFi 802.11ad, რომელიც საშუალებას მოგცემთ 4K ვიდეოებს უყუროთ ონლაინში შეუფერხებლად.
Quick Charge 3.0 ტექნოლოგია, რომელიც 4-ჯერ სწრაფად დატენის მოწყობილობებს და მხარდაჭერილია USB C კონექტორზეც.
სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის თითის ანაბეჭდის სკანერი, 2700 მილიამპერიანი ბატარეა, Android M ოპერაციული სისტემა, რადიო და ორი სიმ ბარათის სლოტი.
Xperia X (საშუალო კლასი)
აღნიშუნ მოდელზე დავწერ მხოლოდ განსხვავებულ ტექნიკურ მახასიათებლებს Xperia X Performance-isgan.
აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 650-ის ჩიფსეტით, 3 გიგაბაიტიანი LPDDR3 ოპერატიული მეხსიერებით, 2620 მილიამპერიანი ბატარიით და ორ სიმიანი ვარიანტი 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით.
მისი კორპუსი ზომა სიგრძეში 142.7 მილიმეტრი, სიგანეში 69.4 მილიმეტრი და სისქეში 7.9 მილიმეტრი. კორპუსი დამზადებულია მთლიანად მეტალის დიზაინში.
Xperia XA (ბიუჯეტური)
აღნიშნული მოედლი წარმოდგენილია 5 დიუმიანი HD ეკრანით, Mediatek Helio P10-ის ჩიფსეტით, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით და 2300 მილიამპერიანი ბატარიით.
მისი კორპუსი ზომა სიგრძეში 143.6 მილიმეტრი, სიგანეში 66.8 მილიმეტრი და სისქეში 7.9 მილიმეტრი.