კომპანია HP-იმ სპეციალურად ვარსკვლავური ომების ფანატებისათვის ახალი ლეპტოპი წარმოადგინა, რომელიც Pavilion-ის ხაზის ნოუთბუქების ბაზაზე შეიქნა, მისი უნიკალურობა მდგომარეობს როგორც გარეგან, ისევე პროგრამული ინტერფეისის სტილისტიკურ გაფომებაში, თანაც HP მომხმარებელს ჰპირდება, რომ ლეპტოპის მყიდველებს ბონუსის სახით ფილმის გადაღებების უნიკალურ მასალაზე ექნებათ წვდომა. რაც შეეხება გაფორმებას, გარეთა მხარეზე დატანილია დარტ ვეიდერის გამოსახულება
(ისევე როგორც ოპციონალურ მაუსზე) შიდა მხარეს კი შეგიძლიათ იხილოთ იმპერიის მოიერიშე, ხოლო შარნირზე წარწერა “Galactic Empire”. ხმოვანი გაფორმება და იკონაცია რათქმაუნდა შეესაბამება გარეგნულ სტილისტიკას, მაგალითად USB ფლეშ ბარათის შეერთებისას ლეპტოპი გამოსცემს R2D2 ხმას, Recycle Bin კი სიკვდილის ვარსკვლავის ფორმისაა, როდესაც Recycle Bin სავსეა იგი დანგრეულ იერს იღებს, ხოლო თუ კი მას გავანთავისუფლებთ მაშინ ნორმალურ იერს იბრუნებს.
რაც შეეხება მონაცემებს: Intel Core i5 და i7 Skylake, 12 გბ ოპერატიული მეხსიერება, ვიდეოდაფა NVIDIA GeForce 940M და 2 ტერაბაიტი მყარი დისკი, ლეპტოპს ასევე გააჩნია Bang&Olufsen სტერეო სისტემა, წინასწარი შეკვეთით მისი ფასი 700$ შეადგენს, სტილიზებული ქეისი და მაუსი კი დამატებით 40$ დაგიჯდებათ.