ყველას უყვარს ტესტები. რამდენად ახალგაზრდა სული გაქვთ, რომელი ქვეყნიდან ხართ, რომელი რაიონიდან, რომელი ცხოველი იყავით წინა ცხოვრებაში, როგორ ცეკვავ სიმთვრალეში და სხვა. ამჯერად ახალგაზრდებმა დისნეის საიტიდან Fusion ჩანაფიქრს უფრო ორიგინალურად მიუდგნენ, გააკეთეს ძალიან კარგი გასართობი სათამაშო ტესტი “რამდენად მოხუცი ხარ”.
თამაშის იდეა: თქვენს წინ დევს რამდენიმე ძველი გაჯეტი/მოწყობილობა, თქვენ ისინი ხმით უნდა ამოიცნოთ. ადვილი ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ არც ისე მარტივია, როგორც ჟღერს. ძველი ვიდეომაგნიტოფონისა და ოსცილოგრაფის ხმების გარჩევა არც თუ ისეთი ადვილი საქმეა.
მე მე-2 ცდაზე გავედი. ცადეთ და კომენტარებში გაგვიზიარეთ თვენი შედეგი, მერამდენე ცდაზე გახვალთ, რამდენად გაგიჭირდათ და ა.შ. თან ძველ მოწყობილობებსაც გაიხსენებთ, დარწმულებული ვარ ნოსტალგიის გრძნობა ცოტა მაინც გაწუხებთ 😀
თამაშში შესასველად მიყევით ბმულს