Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
მთავარი გვერდი » განხილვა » რატომ არის iTunes საუკეთესო მუსიკალური სერვისი
giftcards_hero

რატომ არის iTunes საუკეთესო მუსიკალური სერვისი

ჩვენ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა მუსიკის “მეკობრეობას” აზრი არ აქვს. სთრიმინგ სერვისებმა და კონტენტის გამოწერის ფუნქციებმა ბაზარი სრულიად შეცვალეს.

 e6f391fd54b0c3c473c6da1139064d51

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ბაზრის შესახებ, სადაც ადამიანებს ესმით, რომ მუსიკა – ეს არის პროდუქტი, რომელიც ფული ღირს, სადაც ჩადებულია ადამიანის შრომა, რომელშიც ფული უნდა ვიხადოთ. ეს ერთგვარი კრიტიკა არ ეხებათ იმათ, ვისი მედია-ფაილებიც სოც. ქსელის აპლიკაციითა და მისი ფლეილისთით შემოიფარგლება. ამ ადამიანებმა არ იციან, თუ რას ნიშნავს სიმღერის მოსმენა და სიამოვნების მიღება, როგორ შევარჩიოთ ის და ა.შ. ისინი ვერ გაიგებენ, თუ რას ნიშნავს და რა შეგრძნებაა, როცა ფირმულ ძველ CD-ებს ინახავთ, არა იმიტომ რომ მათში ფული გადაიხადეთ, არამედ იმიტომ, რომ შენ სიამოვნებასა და სიმშვიდეს იღებ, როცა საყვარელ დისკებს წმინდავ მტვრისგან.

მოდი ვაღიაროთ. კი მეც ვიწერდი პირატულ სიმღერებს. ძალიან ბევრ სიმღერას ვიწერდი ხოლმე თან, შემდეგ ის სადღაც ვინჩესტერზე იკარგებოდა, ზოგს ვშლიდი და ა.შ.

რატომ ჯობია მუსიკის შეძენა, ვიდრე შეუზღუდავი წვდომის მიღება მასზე თითქმის უფასოდ?

მარტივ ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან კომპიუტერულ თამაშებზე. ერთი ადამიანი თამაშებს ტორენტიდან იწერს, მეორე საკუთარ სახსრებს ხარჯავს რათა დისკი ან ციფრული ვერსია შეიძინოს. როგორ ფიქრობთ, რომელი მათგანი უფრო “გულით” და ყურადღებით შეარჩევს თამაშს? ვინ უფრო გულიანად ითამაშებს? პასუხი მგონი ყველასთვის ნათელია.

როცა თქვენ ნებისმიერ კონტენტს უფასოდ იწერთ, ის თქვენთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. თქვენ არ გაქვთ არც მოტივაცია და არც სწრაფვა მისი სრულად შესწავლისაკენ. ასე და ამგვარად, თამაში თამაშზე, სიმღერა სიმღერაზე იქცევა ინფორმაციულ ნაგავად.

2000-იან წლებში, ჯერ კიდევ როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, საკმაოდ ფული დავხარჯე ლიცენზირებულ თამაშებზე. ყოფილა შემთხვევები თამაში არ მომწონებია, მაგრამ ფული რაშიც გადავიხადე ხომ არ გადავაგდებდი, პირველი 30 წუთი კი გამიჭირდა, მაგრამ მაინც ბოლომდე გავედი. საკმარისი აღმოჩნდა სიუჟეტში ცოტა ღრმად შერწყმა და… რა მოხდებოდა ეს თამაში ტორენტიდან რომ მქონოდა ჩაწერილი? რა თქმა უნდა წავშლიდი დაუფიქრებლად.

2

თქვენ რითი ხელმძღვანელობთ ახალი ალბომებისა და შემსრულებლების ძიებისას?

ალბათ იმ სერვისის რეკომენდაციებით, რომელშიც თქვენ კონტენტს ათვალიერებთ. თქვენ ამ შემთხვევაში ენდობით ვიღაც ადამიანების გემოვნებას, რომლებმაც გააკეთეს შემსრულებელის ესა თუ ის არჩევანი, ისევე როგორც თქვენ. ახლა მითხარით, რამდენ სიმღერას უსმენთ ალბომში, სანამ სმარტფონსა ან კომპიუტერში გადმოწერთ? დიდი ალბათობით არც ერთს. თქვენ ინსტიქტურად აჭერთ ღილაკს “Download all”. ჯამში იღებთ ბევრ ალბომს უფრო მეტი სიმღერით, აქედან ნახევარს შეიძლება არც კი მოუსმინოთ და მოგვიანებით წაშლით.

რას ნიშნავს “შერჩევითი მოსმენა”? ეს არის პასუხისმგებლობის სრული არ არსებობა კონტენტზე, რომელსაც მოიხმართ, და რომლის მიმართაც ინტერესი არ გაქვთ. თქვენი ტვინი მუშაობს შემდეგ რეჟიმში: “ნუ, აი ახლა ჩავრთავ სიმღერას, თუ პირველი არ მომეწონება, შემდეგზე გადავალ”. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კარგი კომპოზიციების დიდი რაოდენობა, რომელთა შეცნობაც არ გვიწერია პირველ ცდაზე. ჩემს ფლეილისტში არის ისეთი სიმღერებიც, რომლებიც მე-5 ან მე-6 მოსმენისას შემიყვარდა. თქვენ შეძლებთ თავს ძალა დაატანოთ და იმ სიმღერას 5-ჯერ მოუსმინოთ, რომელშიც ფული არ გადაგიხდიათ? სწორედ ამიტომ, კონტენტთან შეუზღუდავი წვდომა არის საშიში და იწვევს სამომხმარებლო დეგრადაციას.

3

ახლა შევხედოთ, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი, რომელიც მუსიკას iTunes-ში ყიდულობს.

სანამ შეიძენთ შემსრულებლის ალბომს, თქვენს თავს ეკითხებით: “რატომ უნდა გადავიხადო ფული მთლიან ალბომში, როცა შეიძლება გარკვეული სიმღერები არ მომეწონოს?”. iTunes-ში სწორედაც რომ გვაქვს ცალკეული სიმღერების შეძენის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, შეძენამდე შეგვიძლია წინასწარ მოვუსმინოთ მუსიკას. მაგარია, არა? და “სიმაგრეში” ვგულისხმობთ არა ამის შესაძლებლობას, არამედ მიდგომას. სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც ღილაკის მარტივი დაჭერით “ტონობით” სიმღერას იწერენ. ეს ხომ ბუნებრივია – პროდუქტის შეძენამდე ის ჯერ უნდა შევისწავლოთ, გავარკვიოთ მოგვწონს თუ არა.

ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანის ფლეილისტი, რომელიც მუსიკას ყიდულობს ხოლმე. ის არის ბედნიერი ადამიანი, რადგანაც ის მოიხმარს იმას, რაც მას მართლა უხდება. მან ამისთვის ფული გადაიხადა და დეტალურად შეისწავლა მასალა. ის უსმენს ყველა სიმღერას, რომელშიც ფული გადაიხადა, ის ფრთხილად არჩევს სიმღერებს, ალბომიდან იწერს მხოლოდ იმ კონტენტს, რომელიც მოწონს. ეს ადამიანი რაღაც ახალს შეიცნობს და მისი სმარტფონი არ იქცევა რაღაც სმარტფონ/ფლეიერ/კომპიუტერად, რომელიც გადაჭედილი იქნება უაზრო კონტენტით.

4

და რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ არის iTunes საუკეთესო და ერთადერთი ადგილი მუსიკის შესაძენად

iTunes-ში ჩვენ გვაქვს მუსიკალური კომპოზიციებისა და შემსრულებლების ყველაზე

დიდი ასორტიმენტი. სტატიის დასაწყისში დავწერეთ, რომ მეკობრეობას დღევანდელ რეალობაში აზრი აქვს მოაზროვნე ადამიანისთვის. ხომ იყო დრო, როცა ადამიანი მზად იყო ფული დაეხარჯა მუსიკაზე, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ქონია – უბრალოდ ვისთვის უნდა გადაგვეხადა? ეძებ იშვიათ ალბომს და ის უბრალოდ მიუწვდომელია თქვენს ქვეყანაში, და მივდივართ ტორენტში. ახლა iTunes-ში გვაქვს ყველაფერი. ახლა კიდე არის ისეთი სიტუაციები, როცა იშვიათ და საყვარელ ალბომს ეძებ და ვერსად პოულობ iTunes-ის გარდა 😀

P.S. ჩვენ არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებთ, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი განსხვავებული აზრი და მრავალფეროვანი დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა საკითხების მიმართ. გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და გამოცდილება :)

iTunes music torrent სიმღერა
Previous როგორ აწვდიან ბომბდამშენის პილოტები ერთმანეთს სნიკერსს (ვიდეო)
Next Kingston MobileLite Wireless G2-ის მიმოხილვა: IT-ფორმატის სამზარეულოს კომბაინი
snikers plane
როგორ აწვდიან ბომბდამშენის პილოტები ერთმანეთს სნიკერსს (ვიდეო)

ბომბდამშენის პილოტები ხშირად ხვდებიან უწონადობის მდგომარეობაში, შესაბამისად სნიკერსის კოლეგისთვის გადაწოდება უფრო გამარტივებულია ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში:

Close