Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
მთავარი გვერდი » განხილვა » LG G4:გამოსვლის თარიღი და ტექნიკური მონაცემები
35147608-2

LG G4:გამოსვლის თარიღი და ტექნიკური მონაცემები

LG აპრილში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებაზე ახალ ფლაგმანურ სმარტფონს წარმოგვიდგენს, სახელწოდებით “G4”-ს, მისი რელიზის თარიღი და ფასი ჯერჯერობით უცნობია.

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ახლინშნული ფლაგმანური სმარტფონი დაანონსდებოდა 2-5 მარტის ფარგლებში “მობილურების საერთაშორისო კონფერენციაზე”, თუმცა კომპანიამ აღნიშნული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა დაეცადა და ოდნავ გვიან გამოეშვა სმარტფონი, რადგან სმარტფონი გამოვიდეს სხვა ბრენდის ფლაგმანებთან შედარებით ბევრად უკეთესი ტექნიკური მონაცემებით, რაც კომპანიის მხრიდან ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა (მოგეხსენებათ, რომ კომპანია თავის მთავარ კონკურენტად სამსუნგის ფლაგმანურ სმარტფონს “Galaxy S6”-ს მიიჩნევს).

აღნიშნულ ფლაგმანურ სმარტფონზე უკანასკნელი ინფორმაციებით ეკრანის რეზოლუცია წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად, 2K QHD და 3K რეზოლუციებით, ასევე არის ინფორმაცია ეკრანის ორ განსხვავებულ 5.3 ინჩიან და 5.5 ინჩიან ვერსიებზე, რომლებიც შესაძლოა იყოს ეკრანის რეზოლუციის მიხედვით წარმოდგენილი.

კამერის შესახებ არის ორი განსხვავებული ინფორმაცია, 16 მეგაპიქსელიანი და 20 მეგაპიქსელიანი სენსორებით, თუმცა კომპანიამ შარშან 20.7 მეგაპიქსელის სენსორის მქონე ფლაგმანური სმარტფონისთვის განკუთვნილი კამერა წარმოგვიდგინა ოპტიკური სტაბილიზაციით და დიდი ზომის სენსორით. უკანასკნელი ინფორმაციით აღნიშნულ სმარტფონს ორმაგი კამერა ექნება HTC One M8-ის Huawei Honor 6 Plus-ის მსგავსად. სმარტფონს აგრეთვე ექნება 4K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა, ორმაგი LED განათება, ლაზერული ავტოფოკუსი. ფრონტალური კამერა წარმოდგენილი იქნება 5 მეგაპიქსელიანი სენსორით.

სმარტფონში გამოყენებული იქნება ქუალქომის 8 ბირთვიანი ფლაგმანური პროცესორი, რომლის ტექნიკურ მონაცემები გამოიყურება შემდეგნაირად:

8 ბირთვიანი Snapdragon 810-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

  • 4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით(100 პროცენტით სწრაფი წინა მორბედთან შედარებით)
  • გრაფიკული პროცესორი Adreno 430 650 მეგაჰერც სიხშირით (30 პროცენტით სწრაფი წინა მორბედთან შედარები)
  • DSP პროცესორი-Hexagon V56 800 მეგაჰერც სიხშირით
  • მეხისერების ტექნოლოგია-4 გიგაბაიტიანი ოპერატიული LPDDR4 1600 მეგაჰერც სიხშირით, ორ არხიანი 64-ბიტიანი (გამტარობა 25.6 გიგაბაიტი წამში).
  • 4K ვიდეოს ყურება და გაშვება სხვა მოწყობილობაზე, HDMI1.4
  • Qualcomm Quick Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია

ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად, 3 და 4 გიგაბაიტიანი.

სმარტფონს განახლებული დიზაინი ექნება, რამდენად შენარჩუნდება წინა ფლაგმანებთან შედარებით კომპაქტური კორპუსი საკამათო საკითხია, რადგან gsmarenas-ს ინფორმაციით ეკრანს კორპუსის 71 პროცენტი ექნება დაკავებული, რაც Sony Xperia Z3-ის ანალოგია და ახალ სონის ფლაგმანსაც იგივე ექნება,  Samsung Galaxy S5-ს ეკრანს კი 69.6 პროცენტი უკავია სმარტფონის კორპუსის, ხოლო სამსუნგის ახალ ფლაგმანურ მოწყობილობაში ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებად კომპაქტურია და 67.9 პროცენტს შედგენს, HTC-ის ახალ ფლაგმანში კი ეს მაჩვენებელი 68.8  პროცენტი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია მეტად სამწუხაროა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც LG-ის ფლაგმანურ სმარტფონებს მისი კომპაქტური დიზაინის მიზეზით ყიდულობდნენ.

სმარტფონს ექნება 3500 მილიამპერიანი ბატარეა, რაც საკმაოდ მძლავრად გამოიყურება, თუმცა მისი სიმძლავრე მაინც ოპტიმიზაციაზეა დამოკიდებული.

LG-ის ახალ ფლაგმანურ სმარტფონს აგრეთვე “სტილუსის” მხარდჭერაც ექნება “LG G Pen” სახელწოდებით, ამით კომპანია აპირებს კონკურენცია გაუწიოს სამსუნგის “ნოუთის” სერიის ფაბლეტებს, რამდენად გაამართლეს ეს სიახლე ამას რელიზის დროს შევიტყობთ (კომპანიამ სტილუსის მქონე სმარტფონის წინა წელსაც წარმოადგინა, თუმცა ნაკლებათ ფუნქციური შესაძლებლობებით და ბიუჯეტური სმარტფონისთვის იყო განკუთვნილი).

ინფორმაციისთვის სონიმაც გადაწყვიტა თავისი ფლაგმანური სმარტფონიც გამოუშვას მოგვიანებით, როცა სხვა კომპანიებს უკვე დაანონსებული ექნებათ თავიანთი ფლაგმანური სმარტფონები.

აღნიშნული ფლაგმანის რამდენიმე ნაკლებად მძლავრი მონაცემების მქონე ვერსიებიც გამოვა.

 

Smartphones
Previous Plantronics Voyager Legend ვიდეო მიმოხილვა
Next Sony Action Cam ვიდეო მიმოხილვა
Plantronics Voyager Legend ვიდეო მიმოხილვა

Plantronics Voyager Legend UC - ის ვიდეო მიმოხილვა. ჭკვიანი მოწყობილობა რომელიც თქვენი მარჯვენა ხელი გახდება....

Close