ყველა პოსტი

21 წლის შემდეგ Google.com დრამატული ცვლილებებისთვის ემზადება

Google მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი და უმძლავრესი საძიებო სისტემაა, იგი ყოველდღე მილიარდობით კითხვას სცემს პასუხს, პასუხების სიზუზტე ყოველდღიურად იხვეწება ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავვლების დახმარებით, მაგრამ რაც უცვლელი რჩება ეს მოსაწყენი საწყისი გვერდის დიზაინია, რომელიც მხოლოდ Google-ის ლოგოსა და საძიებო ველს მოიცავს. ეს იყო აქამდე, მაგრამ ახლა Google-ში სერიოზული რედიზაინისთვის ემზადებიან, [...]

მეტის ნახვა...

Android O-ს ტექნიკური ჯგუფის Reddit-ის AMA-ს შეჯამება

ალბათ გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ ჩემს მიერ დაწერილი OnePlus-ის AMA-ს შეჯამება. აღნიშნულ “ინტერვიუში” კომპანიამ ძალიან ბევრ შეკითხვას აარიდა თავი და შესაბამისად მომხმარებლებიც გაანაწყენა. ახლა კი დადგა Google-ის ჯერი აჩვენოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ნამდვილი AMA. Android-ის ტექნიკურმა ჯგუფმა კითხვებს პასუხი r/androiddev-ში გასცა. რა თქმა უნდა, არსებობს თემები, რომლებზე ლაპარაკიც [...]

მეტის ნახვა...

Google Feed კიდევ უფრო დაჭკვიანდა

Machine learning ალბათ 2017 წლის ყველაზე ტენდენციური ტექნოლოგიური მიმდინაორებაა. ალბათ ყველამ იცით, რომ მის განვითარებაში Google-ს დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ, აღნიშნული კომპანია მას საკმაოდ თამამად იყენებს საკუთარ აპლიკაციებშიც. ახლა კი Feed-ის ჯერი დადგა. ალბათ უკვე იცით, რომ Feed-ში ისედაც პერსონალიზებული, ანუ თქვენს ინტერესებზე მორგებული სიახლეები გხვდებათ. დღევანდელი განახლების შემდეგ კი [...]

მეტის ნახვა...

Google Duo 14.0 მეტი ვიდრე ვიდეოზარები

Google Duo არის Google-ის მიერ შემოთვაზებული FaceTime-ის ალტერნატივა, რომელიც გასული წლის Google I/O-ზე დაანონსდა, ხოლო მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იმავე წლის შემოდგომაზე გახდა. აღნიშნული აპლიკაცია დიდი მოწონებით სარგებლობს და დეველოპერებიც მის მუდივ განვითარებაზე ზრუნავენ. ბოლო განახლებით Duo ბევრად ფუნქციონალური გახდა, კერძოდ მას ახლა ჩვენი სატელეფონო ზარების მიყოლა შეუძლია, გარდა ამისა ჩვენ [...]

მეტის ნახვა...

რას უნდა ველოდოთ IFA 2017-ზე სმარტფონების სამყაროდან?

როგორც ვიცით, ყოველწლიურად ტარდება IFA ღონისძიება, რომელიც 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე გრძელდება. წელსაც არაა გამონაკლისი და ტრადიციულად ჩატარდება IFA 2017-ი, რომლამდეც სულ ცოტა დრო გვაშორებს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო მობილურების ბრენდები წარადგენენ თავიანთ ახალ პროდუქტებს, რომლებიც ფლაგმანურ სეგმენტში მოიაზრება. Samsung უკვე ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ კომპანია თავის უახლეს Note 8-ს IFA [...]

მეტის ნახვა...

Meizu-ს ახალი ფლაგმანი “Pro 7” 26 ივლისს გამოვა

ჩინური სმარტფონების მსხვილი მწარმოებელი Meizu 26 ივლისს ახალი ფლაგმანის, Pro 7-ის გამოშვებას გეგმავს. გავრცელდა აგრეთვე ის სურათები, რომლებიც კომპანიამ ბლოგებს გაუგზავნა. სულ ცოტა ხნის წინ OnLeaks-მა და Compareraja-მ გაავრცელეს სმარტფონის რენდერები. წინიდან ტელეფონი ძალიან გავდა გასული წლის Pro 6 Plus მოდელს, თუმცა უკანა მხარეს სურპრიზი დაგვხვდა. უკვე არც თუ ისე [...]

მეტის ნახვა...

2019 წელს შესაძლოა 5G მობილური ინტერნეტი ვიხილოთ!

Qualcomm-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Steve Mollenkopf-მა განაცხადა, რომ 2019 წელს მობილური ინტერნეტი საოცარ სისწრაფეს მიაღწევს. დაახლოებით სამ წელიწადში 5G სერვისი დაგვეხმარება მივიღოთ მობილური ინტერნეტის საოცარი სისწრაფე. აშშ-ში მისი ფართო მასშტაბით გაშვება კი 2020 წლისთვის მოხდება. 5G ინტერნეტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მონაცემთა 100-ჯერ სწრაფად გადაცემას. ვიდეო ფაილების ასატვირთად კი, ნაცვლად წუთებისა, დაგჭირდებათ მხოლოდ [...]

მეტის ნახვა...

iPhone 8-ის უახლესი დეტალები და სამწუხარო ინფორმაცია Apple-ის მოყვარულებს

როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომაზე Apple-ი შემოგვთავაზებს ყველაზე ძვირადღირებულ iPhone-ს თავის ისტორიის მანძილზე. ყოველივე გამომდინარეობს იქიდან, რომ კომპანია აღნიშნავს 10 წლის იუბილეს, რადგან ჩვენ პირველი, რევოლუციური iPhone-ი სწორედ 2007 წელს ვიხილეთ. კუპერტინოელები გეგმავენ iPhone 7-სა და 7 Plus-ის გაუმჯობესებული ვარიანტების წარდგენასაც. შესაბამისად – 7s-ი და 7S Plus-ი, რომელთა დიზაინიც მოსალოდნელია იყოს შუშისგან [...]

მეტის ნახვა...

10 უფასო სასარგებლო აპლიკაცია

მოგესალმებით. ჩემმა წინა სტატიამ იმის შესახებ, თუ რომელ აპლიკაციებს უნდა აარიდოთ თავი, საკმაოდ დიდი პოპულარობა ჰპოვა. ამიტომ, გადავწყვიტე ახლა დავწერო იმ აპლიკაციების შესახებ, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებენ და გამოგადგებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ტელეფონს. 1. Firefox დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა თავიანთ Android სმარტფონებზე Chrome ბრაუზერს იყენებთ, რომელიც ყველა ტელეფონს მოყვება. თუმცა, [...]

მეტის ნახვა...

dbrand-ის თვალით დანახული Galaxy Note 8: კიდევ ერთი უახლესი რენდერი

ნელ-ნელა ახლოვდება Samsung Galaxy Note 8-ის გამოსვლის თარიღი. მოგეხსენებათ, რომ შემდეგი სერიის Note-ი გაიმეორებს S8-ის დიზაინერულ გადაწყვეტილებას. ის წარსდგება უსასრულო და მინიმალური ჩარჩოების მქონე ეკრანით. თუმცა Edge კუთხეები მომრგვალებული აღარ იქნება, რაც უფრო დიდი ეკრანის შთაბეჭდილებას დაგვიტოვებს. ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების სკინების ცნობილმა ამერიკულმა მწარმოებელმა კომპანიამ, dbrand-მა უკვე დაიწყო Note 8-ის [...]

მეტის ნახვა...

Nokia 8-ს Snapdragon 835 და 4GB ოპერატიული მეხსიერება ექნება

ალბათ გასაკვირი არაა, რომ HMD Global-ი Nokia-ზე დიდ იმედებს ამყარებს. კომპანია აღნიშნული სავაჭრო ნიშნით ახალი ფლაგმანის გამოშვებას აპირებს. მის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება და დღეს კიდევ ერთს შემოგთავაზებთ. Winfuture.de-ს მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციის თანახმად, HMD Global-ის ახალი ფლაგმანი Nokia 8 იქნება, მოდელით TA-1004. ასევე, ჭორებზე დაყრდნობით, [...]

მეტის ნახვა...

Bixby შეერთებულ შტატებში 18 ივლისს გამოვა

მოგეხსენებათ, Samsung Galaxy S8 და S8+ წლის ყველაზე წარმატებული და მძლავრი ფლაგმანები გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის პროგრამული უზრუნველყოფა [ჩემი სუბიექტური აზრით] ჯერ კიდევ ერთი დიდი ნაგვის გროვაა, მათი აპარატურა დღესდღეობით ბაზარზე არსებული მოწყობილობების უმრავლესობას ჯობია. ისიც გეცოდინებათ, რომ კომპანიის ახალი პერსონალური ასისტენტი, Bixby, აღნიშნული ფლაგმანების მთავარი ფუნქციაა. გასაკვირია, რომ [...]

მეტის ნახვა...

5 რამ რაც OnePlus-ის ყველა მფლობელმა უნდა გააკეთოს.

OnePlus ანდროიდ სამყაროს ნამდვილი რობინჰუდია, ვინაიდან იგი “ღარიბების სმარტფონია” რომელსაც ფლაგმანებისათვის დამახასიათებელი ტექნიკური მონაცემები და ბიუჯეტური სმარტფონის ფასი აქვს. გარდა ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებისა, ეს სმარტფონები თავისი უნიკალური ოპერაციული სისტემისთაც გამოირჩევიან, რომელსაც OxygenOS ქვია, ეს უკანასკნელი მომხმარებელს დარუთვის გარეშე ყველანაირი ცვლილების საშუალებას აძლევს. ნება მომეცით ამ საშუალებებიდან 5 რჩეული წარმოგიდგინოთ, [...]

მეტის ნახვა...

10 აპლიკაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენოთ

დღესდღეობით, მობილური აპლიკაციები თითქმის ყველაფრისთვისაა. გართობისთვის, შემეცნებითი მიზნებისთვის, დროის გასაყვანად და ა.შ. სამწუხაროდ, აპლიკაციების ამ ორომტრიალში მომხმარებლები ხშირად ცდებიან და აყენებენ ისეთ აპლიკაციებს, რომლებიც ტელეფონს ვნებს. ამ სტატიაში ჩამოგითვლით ათ აპლიკაციას, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარია, სინამდვილეში კი თქვენს უსაფრთხოებას სერიოზულ ზიანს აყენებს. მაშ ასე, დავიწყოთ.   1. QuickPic დახასიათება: ერთ დროს, QuickPic საკმაოდ ცნობილი გალერეის [...]

მეტის ნახვა...

Nokia 8 ფლამანური მახასიათებლებით ივლისის ბოლოს გამოვა

Nokia-ს დაბრუნების შემდეგ სმარტფონების სამყაროში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მის ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე და როგორც აღმოჩნდა პირველ ფლაგმანურ სმარტფონს Nokia 8-ს ივლისის ბოლოს წარმოგვიდგენს. მის შემადგენლობაში იქნება 5.5 დიუმიანი QHD რეზოლუციის ერკანი, Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბატიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი კამერა ZEISS-ის ლინზებით და სხვა ფლაგმანური [...]

მეტის ნახვა...