Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » ტეგები: მობილური

ტეგები: მობილური

galaxys8-tl

Samsung შემდეგ წელს მხოლოდ ერთ სმარტფონს წარადგენს

ერთ-ერთი კორეული ტექნოლოგიური სიახლეების წყაროს თანახმად, Samsung თავის სმარტფონების მარკეტინგულ ბაზარს კარდინალურად უპირებს შეცვლას, რომლის ახალი მიზანი იქნება ხარისხის დაყენება პრიორიტეტზე სიმრავლის სანაცვლოდ. უკვე ტრადიციაა, რომ Samsung ყოველ წელს თავის ორ ფლაგმანურ სმარტფონს წარმოადგენს, ესაა Galaxy S სერია, რომელიც წლის პირველ ნახევარში დებიუტირებს და Galaxy Note სერია, რომელიც წლის მესამე ნაწილში, შემოდგომის პერიოდში გამოდის, თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად Samsung აწი ...

მეტის წაკითხვა »
screenshot-183

Daydream View – ვირტუალური რეალობა Google-სგან

Google-მა თავისი ვირტუალური რეალობის პლატფორმა – Daydream ჯერ კიდევ I/O-ზე წარადგინა მაისში, თუმცა ახლა, 4 ოქტომბრის პრეზენტაციაზე მან ოფიციალურად გამოუშვა თავისი პირველი VR სათვალე – Daydream View. ჩვენ ბევრი პორტატული ვირტუალური რეალობის პრეტენდენტი გვინახავს, როგორიცაა Gear VR. არც Google-ია ამ სფეროში ახალი, რადგანაც არსებობდა მუყაოსგან დამზადებული Google Cardboard, თუმცა ამ უკანასკნელის პრობლემაც ზუსტად ეს იყო. ის ხშირ შემთხვევაში იხეოდა, ფუჭდებოდა და ...

მეტის წაკითხვა »
youtubego-copy

YouTube ახლა უკვე 2G ქსელებზეც! – YouTube GO

YouTube-ის ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდ შრომას დებდა იმაში, რომ უფრო მეტ ხალხს მიაწოდოს თავისი სერვისები. ეს ეხება ხალხს სწრაფი მოწყობილობებით, ინტერნეტით და ასევე ხალხის იმ ნაწილს, რომელსაც ნელი მოწყობილობები და შესაბამისად ძალიან მცირე ინტერნეტ-პაკეტი აქვს ნელი სიჩქარით, როგორიც თუნდაც Edge (2G) არის. რა საკვირველია ასეთ შეზღუდვებზე YouTube ვიდეო დამკვრელს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ძირითადად Buffering, რომელიც დამეთანხმებით ყველას ...

მეტის წაკითხვა »
nexus2cee_andromeda_galaxy_with_h-alpha_thumb

Android + Chrome OS = Andromeda: ჰიბრიდული ოპერაციული სისტემა Google-ისგან

უკვე ვიცით, რომ 4 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე Google თავის ახალ სმარტფონებს ანახებს: Pixel, Pixel XL, მათთან ერთად კი Google Home და Google Cast Ultra, თუმცა არის კიდევ ერთი რაღაც, რის შესახებაც ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. Google-ის ვიცე-პრეზიდენტის Tweet-ის თანახმად, 4 ოქტომბერს წარადგენენ იმას, რაც ძალზედ პოპულარული და გამოყენებადი გახდება, რაც ყველას აღაშფოთებს. ანდროიდის პირველი ვერსია ჩვენ 8 წლის წინ წარვადგინეთ დღევანდელ ...

მეტის წაკითხვა »
le-pro-3-1-800x420

LeEco-ს ახალი სმარტფონი Le Pro 3

ძალიან ბევრი ჭორის შემდეგ, ჩინურმა კომპანია LeEco-მ თავისი ახალი სმარტფონი – Le Pro 3 წარადგინა. ეს არის Snapdragon 821-ზე მომუშავე მოწყობილობა მასიური, 4070mAh ბატარეით. როგორც უკვე იცით, ამ ჩინურ ბრენდს სილიკონის ველზეც კი უკავია საკმაოდ დიდი ადგილი, უშვებს ძალინ ძლიერ და ხარისხიან პროდუქციას, თუმცა ბრენდს ძალიან უჭირს პოპულარიზაციაში სხვა კონკურენტი ტექ-გიგანტების გამო. Le Pro 3 ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება ფურცელზე, Asus ...

მეტის წაკითხვა »
babab

Google Pixel XL: ყველაფერი რაც ვიცით ჯერ-ჯერობით

Google ძალიან მალე თავის ახალ nexus Pixel სმარტფონებს წარადგენს Android 7.1-თან ერთად. ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ორი ახახლი Pixel მოწყობილობის გაჟონილი ინფორმაცია და სურათები. შეგახსენებთ, რომ Evleaks ინფორმაციის დაყრდნობით Google ორ მოწყობილობას გამოუშვებს HTC-სთან პარტნიორობით, ეს იქნება: HTC S1 და HTC M1, AndroidPolice-ის დაყრდნობით კი ამ ორი მოწყობილობის კოდური სახელებია Sailfish (Pixel – HTC S1) და Marlin (Pixel XL – ...

მეტის წაკითხვა »
2016-04-04

5 ანდროიდ აპლიკაცია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ ამ კვირაში!

Review.ge წარმოგიდგენთ კვირის 5 საინტერესო აპლიკაციას/თამაშს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუაროთ გვერდი! Orbit [უფასო, შეიცავს შიდა ყიდვებს] ამ თამაშში, მოთამაშემ შავი ხვრელების გარშემო უნდა დადოს წერტილები, რის შედეგადაც იქმნება ორბიტები. ყოველ ახალ საფეხურს სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს, სადაც ჩნდება უფრო მეტი შავი ხვრელი და თამაში შედეგად უფრო და უფრო ძნელდება. Orbit იყენებს გრავიტაციის სიმულაციას, რათა დაადგინოს თუ სად წავა მოთამაშის ...

მეტის წაკითხვა »
iphone7plus-lineup-800x628

8 რამ რაც Apple-მა android სმარტფონებიდან და საათებიდან მოიპარა

Apple-ის ახალი, “რევოლუციური” iPhone 7 უკვე აქ არის! ის გადატენილია მრავალი “ინოვაციური” ფუნქციით, თუმცა ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის, რომ კომპანიამ დიდი ხნის წინ შეწყვიტა ნამდვილი ინოვაციის შექმნა. იმ ფუნქციებით, რაც Apple-სთვის დებიუტი იყო iPhone 7-სა და Apple Watch Series 2-ში, ანდროიდ სამყარო უკვე დიდი ხანია სარგებლობს. გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, თუ რა გადმოიღო Apple-მა Android სამყაროდან: ორმაგი კამერა iPhone 7 Plus-ზე ...

მეტის წაკითხვა »
Screenshot (52)

Android 7.0 Nougat: უფრო ძლიერი ოპერაციული სისტემა შექმნილი თქვენთვის

Google-მა დღეს Android 7.0 Nougat-ის განახლება დაიწყო nexus მოწყობილობებისთვის. დეველოპერებს ჯერ კიდევ მარტიდან შეეძლოთ დაეგემოვნებინათ Android N-ის Beta ვერსია. მარტიდან დაწყებული, Google-ი ყოველ თვე ანახლებდა მას დეველოპერებისთვის, სულ უფრო მეტ ფუნქციას ამატებდა და სისტემას სტაბილურს ხდიდა. აი დადგა ეს დღეც, როდესაც ახალი ვერსია ოფიციალურად წარსდგა ჩვენ წინაშე და უკვე დღეიდან შეუძლიათ nexus მომხმარებლებს დააგემოვნონ ახალი, უტკბესი დესერტი გუგლისგან. Android 7.0 ...

მეტის წაკითხვა »
Cover Photo

Lenovo Vibe P1-სმარტფონი რომელიც გაგაკვირვებთ

ტექნოლოგიების ბაზარი დღესდღეობით საკმაოდ გაჯერებულია სხვადასხვა ხარისხის და ბრენდის სმარტფონებით, შეგვიძლია ვიპოვოთ როგორც ძალიან ძვირადღირებული ფლაგმანები ასევე ძალზედ ბიუჯეტური სმარტფონებიც, მაგრამ ოქროს შუალედის დაჭერა საკმაოდ რთულია. ერთის მხრივ დღევანდელ პირობებში მომხმარებელმა პრემიალური ფლაგმანების ყიდვისგან შეიძლება ფასის გამო თავი შეიკავოს, მაგრამ ძალზედ ბიუჯეტური სმარტფონის ყიდვაც ხშირად ფულის ტყუილად გადაყრა იქნება, ვინაიდან მათ არ ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ხშირად მოძველებულ პლატფორმაზე ...

მეტის წაკითხვა »
oneplus-x-first-48-hours-aa-8-of-33-840x473

OnePlus X – სმარტფონი მათთვის ვინც იცის რა სურს

ტექნიკური მახასიათებლები: კორპუსის მასალა: მინა, მეტალი, პლასტმასი, კერამიკა ოპერაციული სისტემა Android 5.1.1, OxygenOS (საერთაშორისო ვერსია), H2 OS (ჩინური ვერსია) ქსელი: 2G/3G/4G, Dual SIM (ორი nanoSIM ბარათის სლოტი) ელემენტი: Li-Pol 2525 მილიამპერ საათი ჩიპსეტი: Qualcomm Snapdragon 801, 4 ბირთვი, 2.3 გიგაჰერცი გრაფიკა: Adreno 330 ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ შიდა მეხსიერება: 16 გბ + microSD ბარათის სლოტი ეკრანი: AMOLED, დიაგონალი 5”, გაფართოება 1920×1080, ...

მეტის წაკითხვა »
DSC01945

QUBE – სმარტფონი პროექტორით

ძალიან საინტერესო და არასტანდარტული სმარტფონები კომპანია Qube-საგან, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს ტექნომანებს.

მეტის წაკითხვა »
Daijesti Samushao

კვირის სიახლეების დაიჯესტი

MWC 2015 როგორც უკვე იცით ბარსელონაში 2-5 მარტს მიმდინარეობდა მობილურ ტექნოლოგიებისადმი (და არა მხოლოდ) მიძღვნილი კონგრესი MWC 2015, სადაც წარმოდგენილი იქნა ისეთი სმარტფონები როგორიცაა Samsung Galaxy S6  დახრილ ეკრანის მქონე თანამოძმესთან S6 Edge ერთად და HTC One m9, სმარტფონები საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, დეტალური განხილვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე, სადაც ასევე ნახავთ კონგრესის სხვა სიახლეებსაც. სონის ახალი ინტერფეისი კომპანია სონის სმარტფონებს ძალიან ბევრი ...

მეტის წაკითხვა »
new_education-sector_flipped2-copy1

ანდროიდ აპლიკაციების დაიჯესტი-სტუდენტებისათვის საჭირო აპლიკაციები

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი მოიცვა, მათ შორის რათქმაუნდა განათლების სფეროც, რომელიც სიახლეების მიმართ ძალზედ მგრძნობიარეა. დღეს უკვე აღარავის უკვირს ონლაინ ელექტრონული კურსების გავლა და დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვა, რომლებიც საქართველოშიც ძალიან კარგად არის ინტეგრირებული უნივერსიტეტებში. ინტერნეტის გარეშე სწავლა თანამედროვე სტუდენტისათვის თითქმის წარმოუდგენელია, მითუმეტეს რომ უმეტეს უნივერსიტეტებში სწავლის პროცესის დაგეგმარება მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. დღეს ვისაუბრებთ რამოდენიმე აპლიკაციაზე, ...

მეტის წაკითხვა »
Untitled-1

Sony Xperia Z3 Compact ვიდეო მიმოხილვა

Sony Xperia Z3-ის, კომპანიის ახალი ფლაგმანის ვიდეო მომოხილვა.

მეტის წაკითხვა »