ფასდაკლება

Huawei P10

მძლავრი და დახვეწილი სმარტფონი ორმაგი Leica-ს ლინზების მქონე კამერით, რომელიც საოცარ ფოტოებს და ვიდეოებს იღებს. სმარტფონის წინა კამერაც ასევე Leica-ს ლინზებით არის წარმოდგენილი და ის შთამბეჭდავ შედეგს იძლევა.

1,599.00  1,400.00 

გასუფთავება

ონლაინ განვადების ინსტრუქცია



მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გთხოვთ ნივთის შეძენამდე მარაგი გადაამოწმოთ ჩვენს ოპერატორთან ჩათის ან ტელეფონის მეშვეობით.

პირობები



Categories: , Brand:
  • აღწერა
  • დამატებითი ინფორმაცია

აღწერა


Huawei P10: ერთ წლიანი Huawei-ს ოფიციალური გარანტიით!

დიზაინი

ნანო ტექნოლოგიის დამსახურებით Huawei P10 წყალგამძლეა, თითის ანაბეჭდის სენსორი გადმოტანილია კორპუსის წინა პანელზე, რომელიც ღილაკის ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ტრადიციული ღილაკისგან განსხვავებით მისი დიზაინი წარმოდგენილია შუშის მასალით და ნავიგაციის ღილაკების ფუნქციასაც ითავსებს.

ეკრანი

P10 წარმოდგენილია 5.1 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანით და P10 Plus-ი 5.5 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანით. Huawei გვპირდება, რომ სმარტფონების ეკრანები აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს და გვთავაზობს საუკეთესო ვარიანტს.

კამერა

კამერად წარმოდგენილია 20 მეგაპიქსელიანი Sony-ს წარმოებული მონოქრომული სენსორი და 12 მეგაპიქსელიანი ისევ Sony-ს წარმოებული RGB სენსორი, რომელიც წარმოდგენილია F2.2 დიაფრაგმიანი LEICA-ს ბრენდის ლინზებით. კამერის შემადგენლობაში ასევე არის ლაზერული ავტოფოკუსი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, სიღრმის ფოკუსი, გადაღების შემდეგ მონიშვნადი ფოკუსი, 3D გამოსახულების ფოკუსი, 2x ჰიბრიდულ-ოპტიკური ზუმი, ოპტიკური სტაბილიზაცია და 4K ვიდეო გადაღება. წინა კამერად წარმოდგენილია Sony-ს 8 მეგაპიქსელიანი სენსორი F1.9 დიაფრაგმით.

ჩიფსეტი

სმარტფონების ჩიფსეტად წარმოდგენილია Huawei Kirin 960, რომლის ცენტრალური პროცესორის შემადგენლობაშიც შედის 4 მძლავრი Cortex A73-ის ბირთვი 2.4 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 1.8 გიგაჰერც სიხშირით, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-G71. ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე გვხდება i6-ის ქვე-პროცესორი, კამერის და აუდიო პროცესორები.

სხვა ტექნიკური მახასიათებლები

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე არის 4 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტამდე, USB Type C, Android 7.0 ოპერაციული სისტემა EMUI5.1 სამომხმარებლო ინტერფეისით, Hi-Res აუდიო სისტემა, 3200 მილიამპერიანი ბატარეა, წარმოდგენილია Huawei-ს სწრაფი დატენვის ტექნოლოგია და ჰიბრიდულიორი სიმ ბარათის სლოტი.


დამატებითი ინფორმაცია

ბატარეა

3200

ფერი

თეთრი, ლურჯი, მწვანე, ოქროსფერი, შავი

მთავარი კამერა

Dual 12 / 20

ოპერატიული მეხსიერება

4

მეხსიერება

64

ეკრანის ზომა

5.1

ზომა

საშუალო

პროცესორი

Huawei Kirin

წინა კამერა

8