Huawei P10 Lite

Huawei P10 Lite

Huawei P10 Lite: ერთ წლიანი Huawei-ს ოფიციალური გარანტიით!

ეს არის დახვეწილი, მძლავრი და პრემიუმ დიზაინის მქონე სმარტფონი, რომელიც შემოთავაზებულია ყველასთვის მისაღებ ფასში. ეს არის სმარტფონი გემოვნებიანი ხალხისთვის!

799.00 

გასუფთავება

ონლაინ განვადება



პირობები



Category:
  • აღწერა
  • დამატებითი ინფორმაცია
  • ტექნიკური მახასიათებლები
  • მოკლე მიმოხილვა

აღწერა

Huawei P10 Lite-ის დეტალური განხილვა: ის, რაც შენში აღტაცებას გამოიწვევს

დიზაინი

ფაქტობრივად Huawei-მ შემოგვთავაზა ფლაგმანური დიზაინი დაბალ ფასში, ნამდვილად დაიმსახურა ჩემგან ძალიან დიდი მოწონება.

კორპუსის მატერია შუშის და მეტალის შემადგენლობით არის წარმოდგენილი, რომელიც მას კიდევ უფრო დახვეწილს ხდის. სმარტფონის სისქე სულ რაღაც 7.2 მილიმეტრს შეადგენს, სიგანე 72 მილიმეტრს და სიგრძე 146.5 მილიმეტრს.

კორპუსის უკანა პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, კამერა, ნათება და ბრენდის ლოგო სტანდარტულად. ვფიქრობს თითის ანაბეჭდის სკანერის უკანა პანელზე დატოვება საუკეთესო გადაწყვეტილებაა და ძალიან პრაქტიკულია, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კარგ ადგილას აქვს განთავსებული, ასევე მინდა ავღნიშნო, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი არის ძალიან სწრაფი, შეიძლება ითქვას Huawei-ს ყველაზე სწრაფი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი აქვს.

წინა პანელზე განთავსებულია 5.2 დიუმიანი ეკრანი, რომელიც 71 პროცენტიან ადგილს იკავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სმარტფონს აქვს ვიწრო ჩარჩოები. წინა პანელზე ასევე განთავსებულია კამერა და ბრენდის ლოგო, რომლის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ეკრანი

საშუალო ზომის 5.2 დიუმიანი ეკრანი მის პრაქტიკულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ხოლო FHD რეზოლუცია და დაბალანსებული კონტრასტი პრემიუმ სმარტფონის კარგი ეკრანის ერთ-ერთი მთავარი წინა პირობაა, რომელიც ზუსტად ამართლებს მოლოდინს.

 კამერა

კამერად წარმოდგენილია 12 მეგაპიქსელიანი 1/2.8 დიუმის ზომის სენსორი, რომლის თითოელი პიქსელის ზომა არი 1.25 მიკრონი, ხოლო დიაფრაგმა F2.2 გახლავთ. კამერის შემადგენლბაში ასევე შედის 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, 1080p ვიდეოს გადაღება და ციფრული სტაბილიზაცია. წინა კამერად 8 მეგაპიქსელიანი სენსორია წარმოდგენილი F2.0 დიაფრაგმით.

ფოტო გადაღების ტესტი

Huawei P10 Lite-ი დღისით იღებს ისე, როგორც ფლაგმანური სმარტფონი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სმარტფონი არ გახლავთ ფლაგმანი, თუმცა საშუალო კლასის სმარტფონებში ნამდვილი ფლაგმანია.

ეს არ არის ჩვეულებრივ ამინდში გადაღებული ფოტო, ეს არის მოღრუბლულ და წვიმიან ამინდში გადაღებული ფოტო, რომელიც ზუსტად გადმოსცემს იმ მომენტში მოცემულ სურათს! ზუსტ ფერებში და დეტალებში.

 

ჩვეულებრივ მზიან ამინდში გადაღებული ფოტო, სადაც ზუსტად და დეტალებში არის გადმოცემული ღრუბლების ფონიც კი.

 

საღამოს გადაღებული ფოტო, სადაც დაფიქსირებულია მოძრავი მანქანა, რომელიც სწრაფ ავტოფოკუსზე მიანიშნებს.

 

ღამით გადაღებული ფოტო, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონისთვის იდეალური შედეგია. ვფიქრობ ფერების ასეთი აღქმა დიდი ზომის პიქსელების დამსახურებაა.

“მაკრო” რეეჟიმში გადაღებული შესანიშნავი ფოტო.

ვიდეო გადაღების ტესტი

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონს არ გააჩნია 4K ვიდეო გადაღება და ოპტიკური სტაბილიზაცია, შედეგი აკმაყოფილებს საშუალო კლასის სმარტფონის მოთხოვნებს.

  საღამოს გადაღებულ ვიდეოზეც ერთადერთი პრობლემა არის სტაბილიზაცია, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისე ცუდია. ფერები და დეტალიზაცია საღამოს გადაღებულ ვიდეოზეც კი შესანიშნავია.

ბატარეა

სმარტფონში 3000 მილიამპერიანი ბატარეა არის წარმოდგენილი, რაც კარგი ოპტიმიზაციის, FHD რეზოლუციის და 16 ნანომეტრიანი ჩიფსეტის დამსახურებით იდეალურ შედეგს იძლევა.

მაშინ, როდესაც ბატარიის ენერგიიდან დარჩენილია 80 პროცენტი, Huawei გვპირდება, რომ სმარტფონი საშუალო მოხმარების რეჟიმში(ისე, როგორც მე ვიყენებდი) გაძლებს 22 საათს და 35 წუთს. იმ შემთხვევაში, თუ ბატარიის ენერგიის დაზოგვა მინდა, შემიძლია სმარტფონის “სმარტ” ფუქციები შევზღუდო “ულტრა” დამზოგავის საშუალებით და 22 საათიდან ბატარიის გამძლეობა 103 სააათამდე გაიზრდება. კარგი შემოთავაზებაა და ძალიან პრაქტიკულიც.

სამომხმარებლო ინტერფეისი

ოპერაციულ სისტემად Android 7.0 არის წარმოდგენილი, სადაც Huawei გვთავაზომს EMUI5.0 სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც მრავალფუნქციური და მრავალთემატურია. ახლა უკვე აპლიკაციების მენიუც გვხდება.

ჩიფსეტი

სმარტფონების ჩიფსეტად წარმოდგენილია Huawei Kirin 658, რომლის ცენტრალური პროცესორის შემადგენლობაშიც შედის 4 მძლავრი Cortex A53-ის ბირთვი 2.1 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 1.1 გიგაჰერც სიხშირით, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-T830.

ძალიან სწრაფად იხსნება პროგრამები და თამაშები, საერთოდ ძალიან სწრაფი სამომხმარებლო ინტერფეისია წარმოდგენილი, რომელიც ფლაგმანური სმარტფონების შედეგს უტოლდება.

სხვა ტექნიკური მახასიათებლები

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე არის 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტამდე, Android 7.0 ოპერაციული სისტემა EMUI5.1 სამომხმარებლო ინტერფეისით, 3000 მილიამპერიანი ბატარეა, ბატარიის სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია და ჰიბრიდული ორი სიმ ბარათის სლოტი.

შეჯამება

ეს არის სმარტფონი, რომლის ყიდვას არასდროს ინანებთ და დარჩებით ძალიან კმაყოფილი. სმარტფონი არის ძალიან პრაქტიკული, სწრაფი, დახვეწილი და თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ფაქტს, რაც ამ სმარტფონს კარგად წარმოაჩენს, Huawei P10 Lite-ი არის საკმარისად იაფი.

იხილეთ კომერციული ვიდეო:

დამატებითი ინფორმაცია

ბატარეა

3000

ფერი

თეთრი, ლურჯი, ოქრო, შავი

მთავარი კამერა

12

ოპერატიული მეხსიერება

3

მეხსიერება

32

ეკრანის ზომა

5.2

ზომა

საშუალო

პროცესორი

Huawei Kirin

წინა კამერა

8

  • ტექნოლოგია: GSM / HSPA / LTE
  • 2G: GSM 850 / 900 / 1800 / 1900 - SIM 1 & SIM 2
  • 3G: HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100
  • 4G: LTE band 1(2100), 3(1800), 5(850), 7(2600), 8(900), 20(800)
  • სიჩქარე: HSPA 42.2/5.76 Mbps, LTE-A (2CA) Cat6 300/50 Mbps
  • GPRS: დიახ
  • EDGE: დიახ
  • დაანონსების თარიღი: 2017, თებერვალი
  • გამოშვების თარიღი: 2017, 31 მარტი
  • ზომა: 146.5 x 72 x 7.2 მმ
  • წონა: 146 გრ
  • Dual SIM: დიახ (Nano-SIM, dual stand-by)
  • ეკრანის ტიპი: LTPS IPS LCD capacitive touchscreen, 16M colors
  • ეკრანის ზომა: 5.2''(~70.7% screen-to-body ratio)
  • რეზოლუცია: 1080 x 1920 pixels (~424 ppi pixel density)
  • Multitouch: დიახ
  • Protection: To be confirmed
  • Emotion 5.1 UI
  • ოპერაციული სისტემა: Android OS, v7.0 (Nougat)
  • ჩიფსეტი: HiSilicon Kirin 658
  • პროცესორი: Octa-core (4x2.1 GHz Cortex-A53 & 4x1.7 GHz Cortex-A53)
  • GPU: Mali-T830MP2
  • მეხსიერების ბარათის სლოტი: microSD, up to 256 GB
  • შიდა მეხსიერების მოცულობა: 32 GB
  • ოპერატიული მეხსიერების მოცულობა: 3 GB
  • ძირითადი კამერა: 12 MP, f/2.2, autofocus, dual-LED (dual tone) flash
  • მახასიათებლები: Geo-tagging, touch focus, face/smile detection, panorama, HDR
  • ვიდეო: 1080p@60fps
  • ფრონტალური კამერა: 8 MP, autofocus, f/2.0, 1080p
  • ზარის ტიპი: ვიბრაცია, MP3, WAV ringtones
  • Loudspeaker: დიახ
  • 3.5mm jack: დიახ
  • Active noise cancellation with dedicated mic
  • Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac, dual-band, WiFi Direct, hotspot
  • Bluetooth: v4.1, A2DP, EDR, LE
  • GPS: დიახ (with A-GPS, GLONASS)
  • NFC: დიახ
  • FM radio: დიახ
  • USB: microUSB v2.0
  • სენსორები: Fingerprint (rear-mounted), accelerometer, proximity, compass
  • შეტყობინება: SMS(threaded view), MMS, Email, Push Mail, IM
  • Browser: HTML5
  • Java: არა
  • XviD/MP4/H.264/WMV player
  • MP3/eAAC+/WMA/WAV/Flac player
  • Document viewer
  • Photo/video editor
  • ელემენტი: Non-removable Li-Po 3000 mAh battery

დიზაინი

Huawei P10 Lite-ი წარმდგენილია შუშისა და მეტალის დიზაინით, თითის ანაბეჭდის სენსორი მოთავსებულია კორპუსის უკანა პანელზე, რომელიც ტრადიციული ფუნქციებით არის წარმოდგენილი.

ეკრანი

P10 Lite-ი წარმოდგენილია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანით. Huawei გვპირდება, რომ სმარტფონების ეკრანები აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს და გვთავაზობს საუკეთესო ვარიანტს.

კამერა

კამერად წარმოდგენილია 12 მეგაპიქსელიანი Sony-ს წარმოებული RGB სენსორი, რომელიც წარმოდგენილია F2.2 დიაფრაგმიანი ლინზებით. კამერის შემადგენლობაში ასევე არის 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი და სიღრმის ფოკუსი. წინა კამერად წარმოდგენილია Sony-ს 8 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმით.

ჩიფსეტი

სმარტფონების ჩიფსეტად წარმოდგენილია Huawei Kirin 658, რომლის ცენტრალური პროცესორის შემადგენლობაშიც შედის 4 მძლავრი Cortex A53-ის ბირთვი 2.1 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 1.1 გიგაჰერც სიხშირით, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-T830.

სხვა ტექნიკური მახასიათებლები

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე არის 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტამდე, Android 7.0 ოპერაციული სისტემა EMUI5.1 სამომხმარებლო ინტერფეისით, 3000 მილიამპერიანი ბატარეა, წარმოდგენილია Huawei-ს სწრაფი დატენვის ტექნოლოგია და ჰიბრიდულიორი სიმ ბარათის სლოტი.