ლიბერთი ბანკის განვადება

გმადლობთ, რომ აირჩიეთ ლიბერთი ბანკის განვადება!

ბანკში განვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია, უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას

განვადების პირობები:

  • თანამონაწილეობა – 0%-დან
  • შესაძენი ნივთის ღირებულება – 80-დან 5,000 ლარის ჩათვლით
  • განვადების ვადა – 3-დან 24 თვემდე
  • მსესხებლის ასაკი – 20-დან 70 წლამდე (სახელფასო, პენსიონერი)
  • მსესხებლის ასაკი – 25-დან 70 წლამდე (გარე კლიენტი)
  • მინიმალური ანაზღაურება – 200 ლარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განვადებისას მოქმედებს რიგი საკომისიოები!

მინიმალური მოთხოვნები:

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ლიბერთი ბანკის განვადებით, იმ შემთხვევაში თუ:

  • აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი
  • ხელფასი
  • იჯარა
  • სახელმწიფო პენსია
  • შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან
  • ერიცხება გზავნილები ლიბერთი ბანკში

*პენსიის მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს 40 ლარს
**სხვა შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 200 ლარს”

განვადების გაფორმების პროცესი:

  • ჩვენ ონლაინ მაღაზიაში შეარჩიეთ პროდუქტი და გაიარეთ რეგისტრაცია
  • რეგისტრაციის დროს მიუთითეთ თქვენი მისამართი, თუ სად გსურთ მიიღოთ პროდუქტი, ასევე ელ.ფოსტა, მობილური და სხვა რეკვიზიტები
  • განვადების გასაფორმებლად აუცილებელი წინა პირობაა „ანგარიშსწორების“ გვერდზე მონიშნოთ განვადებით ყიდვის მოსანიშნი და დააჭიროთ ღილაკს „განათავსე შეკვეთა“.

  • საიტი ავტომატურად გამოიტანს ოპერაციის დასრულების ფორმას და ასევე გიჩვენებთ იმ ბანკების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია განვადებით სარგებლობა.
  • თქვენთვის სასურველი ბანკის ღილაკზე დაჭერისას გადამისამართებით განვადების ვებ აპლიკაციაზე.

ბანკის არჩევა:

შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა აირჩიოთ ბანკი, ამ შემთხვევაში ლიბერთი ბანკი:

განვადების ველის შევსების პირველი ნაბიჯი:

აუცილებელია დაეთანხმოთ პირადი ინფორმაციის გადამოწმების ველს და შეიყვანოთ დამცავი კოდი.

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “გაგრძელება”.

ნაბიჯი 2:

მეორე ეტაპზე გადასვლის შემდგომ გამოჩნდება ველი სხვა ბანკში ან იმავე ბანკში ვალდებულებების შესახებ, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეთანხმოთ, თუ გაქვთ ვალდებულება და თუ არ გაქვთ უბრალოდ მონიშნეთ “არა” და ველი გაქრება.

აუცილებელია მიუთითოთ თქვენი შემოსავლის წყარო.

იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე წყაროდან იღებთ შემოსავალს მაშინ უნდა მონიშნოთ რამდენიმე წყარო ფოტოზე ნაჩვენები ვერსიების შესაბამისად.

დამსაქმებლის ველის შევსება აუცილებელია სრულყოფილად!

ნაბიჯი 3:

შემდეგ ეტაპზე გადასვლისას თქვენ უნდა შეავსოთ რამდენ თვეზე გნებავთ თანხის გადანაწილება, რომელ რიცხვში გნებავთ გადახდა და აკეთებთ თუ არა წინასწარ შენატანს, რის შემდეგაც აჭერთ თანხმობის ღილაკს.

თუ ყველა ველი სწორად გექნებათ შევსებული, ბოლო ეტაპზე გამოიტანს შემდეგ შეტყობინებას!

* გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რევიუ-ს არ აქვს არანაირი უფლება და ბერკეტი ბანკის გადაწყვეტილების შესაცვლელად და ეს უკანასკნელი მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის პრეროგატივაა.

შერჩეული ნივთის მიღება:

თქვენს განაცხადზე ბანკის დადებითი პასუხის შემდეგ მაღაზიის მენეჯერი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებათ და შეგითანხმებთ ნივთის გამოგზავნის პირობებს.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით!

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე