Find the latest bookmaker offers available across all uk gambling sites Read the reviews and compare sites to quickly discover the perfect account for you.
Saturday , 29 October 2016
მთავარი გვერდი » სიახლეები

სიახლეები

messengers-insecurity-fb

ყველაზე დაცული “მესენჯერები”

დღესდღეობით ციფრული უსაფრთხოების თემა ერთ-ერთი აქტუალურია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევიან ნებისმიერ სისტემაში შეღწევისა და პირადი ინფორმაციის  მოპარვის საშუალებას (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცოდნა სჭირდება).  სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე სამყაროში გამოშვებულ ყველა აპლიკაციას აღწეღაში თითებენ თუ რამდენადაა იგი დაცული “არაკეთილმოსურნე” ხელისგან. საერთაშორისო კომპანია  Amnesty International – მა ჩაატარა კვლევა და გამოაქვეყნა ყველაზე დაცული “მესენჯერების” სია. პირველი ადგილი დაიკავეს Facebook – ის პროდუქტებმა: ...

მეტის წაკითხვა »
lenovo-vibe-x3

Lenovo Vibe X3: განხილვა

Lenovo Georgia-მ განსახილველად მოგვაწოდა შესანიშნავი ფლაგმანური დონის სმარტფონი Vibe X3,  ამ პოსტში ვისაუბრებ აღნიშნული სმარტფონის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე შემოგთავაზებთ კამერის, პროცესორის, ბატარიის და ბენჩმარკების ტესტებს. სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი IPS LCD ეკრანით, რომლის გარჩევადობაა 1080×1920 პიქსელი, ინჩზე პიქსელების რაოდენობაა 403, ეკრანი დაცულია Gorila Glass 3-ით. დიზაინი წარმოდგენილია მეტალის კანტებით და მაღალი ხარისხის პოლიკარბონატის უკანა პანელით, რაც სმარტფონს კომფორტულს ...

მეტის წაკითხვა »
nexusae0_googletv

Chromecast – ის საუკეთესო აპლიკაციები

ახალი დევაისის შეძენისას ყველა ცდილობს რაც შეიძლება თავისზე მორგებული გახადოს იგი და ამისთვის საჭირო აპლიკაციების დიდხანს ძებნა უწევს. ამასთან უნდა გავითავლისწინოთ, რომ Chromecast ჯერ ისევ ახალი პროდუქტია და არ აქვს ბევრი აპლიკაციის მხარდაჭერა, აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ მისი App Store მაინც და მაინც მომხმარებელზე აკრგად მორგებული არ არის. სწორედ ამ მიზეზით შემოგთავაზებთ იმ აპლიკაციებს, რომლებიც საშუალებას მოგცემენ თავი მაქსიმალურად კომფორტულად ...

მეტის წაკითხვა »
razer_design_labs-1920x1080

Razer – მა შეიერთა THX, ჯორჯ ლუკასის მიერ 1983 წელს დაარსებული აუდიო კომპანია

THX, კომპანია, რომელიც ავტორია იმ  “Deep Note” – ისა, რომლებიც კინოთეატრებში ზოგიერთი ფილმის დაწყების წინ ისმის, კომპიუტერებისთვის პერიფერიული მოწყობილობებისა და ლეპტოპების მწარმოებელმა კომპანიამ, Razer – მა, იყიდა. Razer – მა ამ სიახელზე ინფორმაცია 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ იგი აპირებს THX – ის მენეჯმენტისა და თანამშრომლების “გადამზადებას”, რათა გახადონ დამოუკიდებლები საკუთარ ოპერაციებში და მისცენ საშუალება რაც შეიძლება თავისუფლად მიიღონ ბიზნეს გადაწყვეტილებები. Razer ...

მეტის წაკითხვა »
1111

iPhone 7-მა უეცრად ცეცხლი წაიკიდა და მანქანა დაწვა

სმარტფონთა სამყაროში ამჟამად ძალზედ სახალისო დროა. რა თქმა უნდა ის სულაც არაა სახალისო ინციდენტების მსხვერპლებისათვის, თუმცა ფაქტია, რომ 2016-ში მწარმოებლებს ეკემენტარულად ბატარეის პრობლემები აქვთ, ისინი გადახურდებიან და ფეთქდებიან. შეგახსენებთ, დრამა ჯერ Galaxy Note7-ით დაიწყო და მასობრივ რიცხვებში გადაიზარდა, ისე რომ Samsung-მა მისი წარმოება სულაც შეწყვიტა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა მას iPhone 7-იც უერთდება. Apple-ის ფლაგმანის აფეთქება პირველად არ ხდება, არც ...

მეტის წაკითხვა »
gsmarena_003

Oppo-ს ახალი სმარტფონები: R9s და R9s Plus

ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დაცურავდა ინტერნეტში Oppo-ს ახალი სმარტფონების შესახებ და როგორც იქნა კომპანიმ ოფიციალურად წარადგინა თავისი ორი ახალი ფლაგმანი – Oppo R9s და Oppo R9s Plus. როგორც უკვე მოსალოდნელი იყო, Oppo R9s-ს გააჩნია 5.5 ინჩიანი AMOLED ეკრანი 1920 x 1080 რეზოლუციით, მუშაობს Snapdragon 625 რვა ბირთვიან პროცესორზე და Adreno 506 ვიდეო ამაჩქარებელზე. ამ ყველაფერს დამატებული 4GB ...

მეტის წაკითხვა »
galaxys8-tl

Samsung შემდეგ წელს მხოლოდ ერთ სმარტფონს წარადგენს

ერთ-ერთი კორეული ტექნოლოგიური სიახლეების წყაროს თანახმად, Samsung თავის სმარტფონების მარკეტინგულ ბაზარს კარდინალურად უპირებს შეცვლას, რომლის ახალი მიზანი იქნება ხარისხის დაყენება პრიორიტეტზე სიმრავლის სანაცვლოდ. უკვე ტრადიციაა, რომ Samsung ყოველ წელს თავის ორ ფლაგმანურ სმარტფონს წარმოადგენს, ესაა Galaxy S სერია, რომელიც წლის პირველ ნახევარში დებიუტირებს და Galaxy Note სერია, რომელიც წლის მესამე ნაწილში, შემოდგომის პერიოდში გამოდის, თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად Samsung აწი ...

მეტის წაკითხვა »
nexus2cee_samsung-chromebook-pro-728x320

Samsung-ის ახალი, პრემიუმ კლასის Chromebook

Google-ის Chrome OS-ზე მომუშავე მოწყობილობები არასოდეს გამოირჩეოდა ძალიან ლამაზი, გამორჩეული დიზაინით, ფუნქციონალით ან სიმძლავრით (გარდა Google-ის კუთვნილი, პრემიუმ Chromebook Pixel სერიისა), რადგან Chrome OS და მასზე მომუშავე მოწყობილობები ძირითადად მორგებულია ბიუჯეტურ სეგმენტს და მომხმარებელს სთავაზობს ლეპტოპს/ჰიბრიდს Google-ის სერვისებით და Android აპლიკაციებით ძალიან დაბალ ფასად. Samsung-საც ჰქონდა Chromebook-ები, თანაც ხარისხიანი და ლამაზი, თუმცა ისინი არასოდეს იყვნენ პრემიალურები, იყვნენ ყოველთვის დამზადებული პლასტიკისგან ...

მეტის წაკითხვა »
screenshot-206

სხვა Motorola: ფარული მხარე, რომელსაც არ იცნობთ

ჩიკაგოში დაფუძნებულმა ტექნოლოგიის ვებსაიტმა და ჟურნალ-ბლოგმა Built in Chicago-მ გამოუშვა ტოპ 100 კომპანიის ჩამონათვალი, რომელიც წარმოიშვა ჩიკაგოში, აქედან კი Motorola Mobility-ს მეათე ადგილი უკავია. ჩვენ ძალიან მიჯაჭვულნი ვართ Motorola-ს სმარტფონებს და გვგონია, რომ სმარტფონთა დივიზია კომპანიის მთავარი გეზია, თუმცა ეს ასე საერთოდაც არ არის. იცოდით თუ არა, რომ Motorola დაყოფილია სხვადასხვა ქვეკომპანიებად? ალბათ ძნელი დასაჯერებელია, თუმცა არსებობს Motorola, რომელიც სმარტფონებს ...

მეტის წაკითხვა »
wfzjvzm

კუთხეში მიმწყვდეული Samsung – ის პრეზიდენტი მომხმარებლის ნდობის აღდგენისთვის იბრძვის

2014 წლიადან Koh Dong-jin Samsung – ის პრეზიდენტია. 13 ოქტომბერს მან თქვა, რომ იგი იპოვის მიზეზს თუ, რატომ განიცადა Note 7 – მა უდიდესი კრახი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიბრუნოს მომხმარებლის ნდობა და მათ არ გაუჩნდეთ საფრთხის შიში Samsung – ის პროდუქტის გამოყენებისას. მან თქვა, რომ იგი ძალიან აღელვებული და იმედგაცრუებულია იმ ცუდი შემთხვევების გამო, რაც Note 7 – ის ...

მეტის წაკითხვა »
hp_20spectre_2013-3_lifestyle_202_20-0

HP Spectre x360 – ის განახლებული ვერსია edge-to-edge ეკრანით და მოცულობითი ბატარიით

HP – მ რამდენიმე დღის წინ დაანონსა მისი პრემიუმ მომხმარების ლეპტოპების განახლება, რომელიც ასევე მოიცავს პოპულარულ Spectre x360 – სა და ძლიერ Envy 13 – ს. ამასთან x360 – ს ექნება უფრო მოცულობითი ბატარია და edge-to-edge ეკრანი, ხოლო Envy განახლებულ დიზაინთან ერთად აღიჭურვება Intel – ის ბოლო თაობის პროცესორებით.

მეტის წაკითხვა »
pixel-ad-campaign-header

Google-მა 2 დღეში $3.2 მილიონი დახარჯა Pixel-ის მარკეტინგზე და ეს რიცხვი სულ უფრო იზრდება

Google ძალიან დიდ იმედებს ამყარებს, ასევე შეიძლება ითქვას არც კი ხუმრობს თავისი ახალი გამოშვებული სმარტფონებით – Pixel და Pixel XL-ით. როგორც ირკვევა, კომპანიამ სულ რაღაც 2 დღეში 3.2 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ჯერ მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებზე. nexus სმარტფონთა ხაზის შემდეგ ეს კომპანიის პირველი და საკმაოდ დიდი ნაბიჯია საკუთარი პროდუქციის მარკეტინგში. დახარჯული თანხის ოფიციალური რიცხვი ჯერაც დადასტურებული არ არის Mountain View-ზე ...

მეტის წაკითხვა »
11269-35b008f0c29ca68905e48f5c25f017dd

ჭორები Samsung Galaxy S8-ის გარშემო

სამსუნგი დილემის წინაშე დგას, ან ყველაფერი, ან არაფერი. მისმა უკანასკნელმა ფლაგმანმა სრული კრახი განიცადა და რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე მყოფ სამსუნგს სახელი გაუტეხა. Note 7 გაყიდვიდან ამოღებულია. სამსუნგმა ბრძოლა წააგო ეფლთან, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა. იგი ძალების მობილიზებას და ეფლს Galaxy სერიით შებრძოლებას უპირებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინტერესი ძალიან დიდია. რა იქნება მომავალში, დასრულდება თუ არა გიგანტის დომინირება ბაზარზე და ...

მეტის წაკითხვა »
screenshot-189

Google WiFi და Chromecast Ultra – დანარჩენი სიახლე 4 ოქტომბრის პრეზენტაციიდან

  Google WiFi ეს სიახლე განსაკუთრებით მათ გაუხარდებათ, ვისაც დიდი სახლი აქვს, WiFi სიგნალი კი ნახევარ სახლზეც არ ჰყოფნის და სურს ძალზედ ხარისხიანი WiFi სისწრაფე სახლის ყოველ კუთხეში. აღსანიშნავია, Google-ს აქამდეც ჰქონდა WiFi როუტერი – OnHub, თუმცა მის კონცეპციაში არ შედიოდა დიდი სახლი. მეორე მხრივ, Google WiFi-ს იდეა არის რამოდენიმე მოწყობილობის შეძენა. 1-ზე მეტ Google WiFi-ს შეუძლია ერთმანეთთან დაკავშირება, შედეგად ...

მეტის წაკითხვა »
note-7-black-4

[R.I.P] დროა სამუდამოდ დავემშვიდობოთ Galaxy Note 7-ს

ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა თავისი Note სერიის ფლაგმანის მეორე, “შეკეთებული” ბატარეის მქონე Note 7 გამოუშვა, არაერთი მომხმარებელი დაუკავშირდა Samsung-ის დახმარებას, რომ მისი ახალი პარტიის ტელეფონი მაინც აფეთქდა. ამჟამად, მეორე პარტიიდან მხოლოდ 6 მოწყობილობაზე შემოვიდა პრობლემური შეტყობინება, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე მაჟორული გამოდგა თვითმფრინავზე. დაუჯერებელია ალბათ, მაგრამ ასეთმა პატარა მოწყობილობამ ...

მეტის წაკითხვა »