სიახლეები

[ვიდეო] რომელია 2018 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონი?!

მობილური ტელეფონების ტოპ მწარმოებლებისგან 2017-ის მიწურულსა და 2018 წლის პირველ ნახევარში უკვე ვიხილეთ ცხელ-ცხელი ფლაგმანური სმარტფონები, რომლებიც ძალიან მჭიდრო კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ რომელია საუკეთესოთა შორის საუკეთესო?! წარმოგიდგენთ ახალ ვიდეოს!

მეტის ნახვა...

OnLeaks-მა Google Pixel 3-ის დიზაინი გაავრცელა!

Google-ის 2017 წლის ფლაგმანური სმარტფონების Android ბაზარზე უპირატესობა თითქმის მთელმა მსოფლიომ აღიარა. შეგახსენებთ, რომ ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული კამერის ალგორითმებით, სწრაფი განახლებებითა და სუფთა, უსწრაფესი სისტემით. თითქმის 1 წელი გავიდა Pixel 2-ისა და 2 XL-ის გამოსვლის შემდეგ და უკვე ახლოვდება დღე, როდესაც კომპანია 2018 წლის ახალ ფლაგმანებს წარადგენს. შესაბამისად ვრცელდება სხვადასხვა [...]

მეტის ნახვა...

Samsung Galaxy S10-ს ეკრანში ჩაშენებული თითის ბიომეტრიული სკანერი ექნება!

როგორც კორეული ბლოგი The Bell იუწყება Samsung-ი Galaxy S სერიის შემდეგ მოდელში 3D სახის ამომცნობი ტექნოლოგიასა და ეკრანში ჩაშენებულ თითის ბიომეტრიულ სკანერს გამოიყენებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კომპანია ჯერჯერობით აღარ აპირებს თვალის ბადურის სკანერის დამზადებასა და გამოყენებას. Samsung Galaxy S10-ში შევხვდებით სახის ამოცნობის ახალ ტექნოლოგიას და ამავდროულად ვიხილავთ ახალ, დახვეწილ ეკრანში [...]

მეტის ნახვა...

IGTV – Youtube-ის პოტენციური კონკურენტი Instagram-ისგან

Youtube-ი, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია ნახო უამრავი სახის გასართობ-შემეცნებითი ვიდეო და ამასთანავე შექმნა შენი კონტენტიც,განავითარო საკუთარი არხი და მონეტიზაციის საშუალებით სოლიდური თანხაც გამოიმუშავო. სწორედ ამის საშუალებით Youtube გახდა გლობალურად ყველაზე ფართო ვიდეო სერვისი. რა არის საჭირო ისეთი სერვისის შესაქმნელად, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებს? რა თქმა უნდა პირადი ინფორმაციის [...]

მეტის ნახვა...

Samsung-ის ახალი 8 პოლუსიანი S-Inverter ტექნოლოგიის კონდიციონერი სწრაფად გააგრილებს თქვენს სახლს და დაზოგავს ელექტროენერგიას!

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა პიკს აღწევს, სულ უფრო ცხელა, გვეკარგება ყველაფრის მოტივაცია და საერთოდ აღარ ვართ პროდუქტიულები. ამ დროს ვრთავთ კონდიციონერს, მაგრამ მთლიანი ოთახის გაგრილებას საათები სჭირდება და ვღელავთ იმაზე, ამ უაზროდ გაფლანგული ენერგიის გამო თვის ბოლოს რამდენი გვექნება ელექტროენერგიის დამატებითი საფასური გადასახდელი. ნაცნობი სიტუაციაა ბევრისთვის, თუმცა Samsung-ის ახალი [...]

მეტის ნახვა...

აღმოაჩინე ფეხბურთი თავიდან

ზაფხულის საფეხბურთო ციებ-ცხელებას სამსუნგ ჯორჯია არასტანდარტული გადაწყვეტილებით ხვდება. კომპანია მსოფლიო ფეხბურთის, გერმანული ლუდის და რაც მთავარია 4K ეკრანზე სპორტული ღონისძიებების ყურების ფანებს QLED ტელევიზორებზე სუპერ აქციას და რაც მთავარია ბრენდირებულ სივრცეს ვარშტაინერის პაბთან კოლაბორაციით შესთავაზებს. რა ხდება Samsung-ში? კორეული გიგანტის უახლეს QLED ტელევიზორებზე 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე ახალი აქცია მოქმედებს. აღნიშნულ [...]

მეტის ნახვა...

Apple iPad 2018 განახლებული დიზაინითა და FaceID-ით!

როგორც იცით, კომპანია Apple-მა რამდენიმე დღის წინ თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 12 წარადგინა და სპეციალურად დეველოპერებისთვის პირველი ანაწყობი ბეტა ტესტირებაში ჩაუშვა. iOS 12-ი კიდევ უფრო დახვეწილი და სწრაფი გახდა. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შუაშია ის კომპანიის შემდეგ iPad-თან. უახლესი საოპერაციო სისტემის პირველი ანაწყობის გატესტვა რა თქმა უნდა [...]

მეტის ნახვა...

ინტერნეტ სივრცეში Galaxy Note9-ის პირველი რენდერი გავრცელდა!

სულ რამოდენიმე წუთის წინ მობილური სამყაროს ერთ-ერთმა უდიდესმა ინფორმაციის გამავრცელებელმა გამოაქვეყნა Samsung-ის ჯერ კიდევ არ-გამოსული Galaxy Note9-ის რენდერები. მასზე დაყრდნობით, კორეული გიგანტის ახალი ფლაგმანი სწორედ ასეთი იქნება! წყარო და მეტი ფოტო: OnLeaks x 91Mobiles ნახეთ ჩვენი Galaxy S9+ ვიდეო განხილვა! 

მეტის ნახვა...

iOS 12 უკვე ხელმისაწვდომია – ღირს თუ არა დაყენება?!

ტრადიციულად, კომპანია Apple-მ(ა) WWDC (2018) ღონისძიებაზე, 4 ივნისს – მსოფლიოს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. ამჟამად, ხელმისაწვდომია პირველი “დეველოპერული ანაწყობი” (iOS 12 Developer Beta), რომელიც იდეაში საერთოდ არც არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლისთვის, თუმცა სულსწრაფ და უნებისყოფო ფანებს მისი ინსტალაცია და გამოყენება უკვე შეუძლიათ. iOS 12-ის სრული ვერსია შემოდგომაზე ყველა მომხმარებლისთვის [...]

მეტის ნახვა...

[ვიდეო] Huawei P20 და P20 Pro-ს განხილვა

27 მარტს Huawei-მ თავისი ახალი P სერია წარუდგინა მსოფლიოს, ჩვენ უკვე მოგიყევით აღნიშნული სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი წარმომადგენლის – P20 Lite-ის შესახებ, ახლა კი როგორც იქნა ფლაგმანების ჯერიც დადგა. ძალიან დიდი მადლობა Huawei Georgia-ს სმარტფონების მოწოდებისთვის!

მეტის ნახვა...

PUBG-ი საავტორო უფლებების დასაცავად Fortnite-ის წინააღმდეგ იბრძოლებს!

PlayerUnknown’s Battlegrounds, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც PUBG, დაიპყრო 2017 წელს თამაშების ბაზარი და დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ მისი პოპულარობა მალევე გადაფარა Epic Games-ის უახლესმა და პოპულარულმა თამაშმა Fortnite-მა. კომპანია Epic Games-მა თავის თამაშში დაამატა ახალი Battle Royale მოდი,რომელიც დღემდე დომინირებს Twitch-ზეც და პოპულარობის ზენიტს აღწევს. ორი დიდი კომპანია, რა კომპანიაა [...]

მეტის ნახვა...

Huawei-ს ახალი ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია !

კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ლეპტოპი, რომელმაც ყველა გააოცა თავისი ელეგანტურობითა და ეკრანის კანტების სიმცირით. ალბათ ფიქრობთ, სად წავიდა წინა კამერა? ამაზეც იფიქრა კომპანიამ და ის F6-სა და F7-ს შორის საწკაპუნო ღილაკშია მოთავსებული, რომელიც კორპუსში ჩადის და ამოდის. იდეალურ ფასში კომპანია გვთავაზობს ახალი ლეპტოპის ორ მოდელს თავის ფასთან შესაბამისი [...]

მეტის ნახვა...

Samsung Galaxy Note 9-ში შესაძლოა მომხმარებელმა 8/512GB ვერსია იხილოს

ახალ “ჭორებზე” დაყრდნობით, შესაძლოა სამსუნგმა მომხმარებელს გაზრდილი შიდა და ოპერატიული მეხსიერებები შესთავაზოს, რაც შიდა მეხსიერების შემთხვევაში პირველად მოხდება. აქამდე 512GB-ს იდეა არცერთ მწარმოებელს არ მოსვლია აზრად, ან შეიძლება მოუვიდათ კიდეც, თუმცა ახალ სიტყვას ყოველთვის “ტექ გიგანტები” ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ (ასე) ამხელა ზომის შიდა მეხსიერება მომხმარებელთა უმრავლესობისთვის სრულიად არასაჭირო [...]

მეტის ნახვა...

Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 300 მილიონი დოლარი მოაგროვა!

Epic Games-ის ერთ-ერთმა პოპულარულმა თამაშმა, Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 296 მილიონი დოლარი მოაგროვა PC, Console და მობილურ პლატფორმაზე, ამას კი SuperData იუწყება თავის კვლევებში. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე თამაშის მიერ თებერვლის თვეში გამომუშავებული თანხა. Fortnite ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა. მაგრამ რა აქცევს ამ თამაშს განსაკუთრებულად? რა თქმა უნდა [...]

მეტის ნახვა...

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს!

დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის ამა დღეს აღინიშნება ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. (წყარო) Google-ის ძებნის მთავარ ვებ-გვერდზე საქართველოს დროშა აფრიალდა და კომპანია სრულიად საქართველოს გვილოცავს დღევანდელ დღეს! აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ჩვენთვის მიძღვნილი Google Doodle-ი არა მხოლოდ ვებ-გვერდზე, არამედ Google Now-შიც არის! Google-თან ერთად, ჩვენი [...]

მეტის ნახვა...