სიახლეები

Samsung-ის ახალი 8 პოლუსიანი S-Inverter ტექნოლოგიის კონდიციონერი სწრაფად გააგრილებს თქვენს სახლს და დაზოგავს ელექტროენერგიას!

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა პიკს აღწევს, სულ უფრო ცხელა, გვეკარგება ყველაფრის მოტივაცია და საერთოდ აღარ ვართ პროდუქტიულები. ამ დროს ვრთავთ კონდიციონერს, მაგრამ მთლიანი ოთახის გაგრილებას საათები სჭირდება და ვღელავთ იმაზე, ამ უაზროდ გაფლანგული ენერგიის გამო თვის ბოლოს რამდენი გვექნება ელექტროენერგიის დამატებითი საფასური გადასახდელი. ნაცნობი სიტუაციაა ბევრისთვის, თუმცა Samsung-ის ახალი [...]

მეტის ნახვა...

აღმოაჩინე ფეხბურთი თავიდან

ზაფხულის საფეხბურთო ციებ-ცხელებას სამსუნგ ჯორჯია არასტანდარტული გადაწყვეტილებით ხვდება. კომპანია მსოფლიო ფეხბურთის, გერმანული ლუდის და რაც მთავარია 4K ეკრანზე სპორტული ღონისძიებების ყურების ფანებს QLED ტელევიზორებზე სუპერ აქციას და რაც მთავარია ბრენდირებულ სივრცეს ვარშტაინერის პაბთან კოლაბორაციით შესთავაზებს. რა ხდება Samsung-ში? კორეული გიგანტის უახლეს QLED ტელევიზორებზე 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე ახალი აქცია მოქმედებს. აღნიშნულ [...]

მეტის ნახვა...

Apple iPad 2018 განახლებული დიზაინითა და FaceID-ით!

როგორც იცით, კომპანია Apple-მა რამდენიმე დღის წინ თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 12 წარადგინა და სპეციალურად დეველოპერებისთვის პირველი ანაწყობი ბეტა ტესტირებაში ჩაუშვა. iOS 12-ი კიდევ უფრო დახვეწილი და სწრაფი გახდა. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შუაშია ის კომპანიის შემდეგ iPad-თან. უახლესი საოპერაციო სისტემის პირველი ანაწყობის გატესტვა რა თქმა უნდა [...]

მეტის ნახვა...

ინტერნეტ სივრცეში Galaxy Note9-ის პირველი რენდერი გავრცელდა!

სულ რამოდენიმე წუთის წინ მობილური სამყაროს ერთ-ერთმა უდიდესმა ინფორმაციის გამავრცელებელმა გამოაქვეყნა Samsung-ის ჯერ კიდევ არ-გამოსული Galaxy Note9-ის რენდერები. მასზე დაყრდნობით, კორეული გიგანტის ახალი ფლაგმანი სწორედ ასეთი იქნება! წყარო და მეტი ფოტო: OnLeaks x 91Mobiles ნახეთ ჩვენი Galaxy S9+ ვიდეო განხილვა! 

მეტის ნახვა...

iOS 12 უკვე ხელმისაწვდომია – ღირს თუ არა დაყენება?!

ტრადიციულად, კომპანია Apple-მ(ა) WWDC (2018) ღონისძიებაზე, 4 ივნისს – მსოფლიოს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. ამჟამად, ხელმისაწვდომია პირველი “დეველოპერული ანაწყობი” (iOS 12 Developer Beta), რომელიც იდეაში საერთოდ არც არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლისთვის, თუმცა სულსწრაფ და უნებისყოფო ფანებს მისი ინსტალაცია და გამოყენება უკვე შეუძლიათ. iOS 12-ის სრული ვერსია შემოდგომაზე ყველა მომხმარებლისთვის [...]

მეტის ნახვა...

[ვიდეო] Huawei P20 და P20 Pro-ს განხილვა

27 მარტს Huawei-მ თავისი ახალი P სერია წარუდგინა მსოფლიოს, ჩვენ უკვე მოგიყევით აღნიშნული სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი წარმომადგენლის – P20 Lite-ის შესახებ, ახლა კი როგორც იქნა ფლაგმანების ჯერიც დადგა. ძალიან დიდი მადლობა Huawei Georgia-ს სმარტფონების მოწოდებისთვის!

მეტის ნახვა...

PUBG-ი საავტორო უფლებების დასაცავად Fortnite-ის წინააღმდეგ იბრძოლებს!

PlayerUnknown’s Battlegrounds, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც PUBG, დაიპყრო 2017 წელს თამაშების ბაზარი და დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ მისი პოპულარობა მალევე გადაფარა Epic Games-ის უახლესმა და პოპულარულმა თამაშმა Fortnite-მა. კომპანია Epic Games-მა თავის თამაშში დაამატა ახალი Battle Royale მოდი,რომელიც დღემდე დომინირებს Twitch-ზეც და პოპულარობის ზენიტს აღწევს. ორი დიდი კომპანია, რა კომპანიაა [...]

მეტის ნახვა...

Huawei-ს ახალი ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია !

კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ლეპტოპი, რომელმაც ყველა გააოცა თავისი ელეგანტურობითა და ეკრანის კანტების სიმცირით. ალბათ ფიქრობთ, სად წავიდა წინა კამერა? ამაზეც იფიქრა კომპანიამ და ის F6-სა და F7-ს შორის საწკაპუნო ღილაკშია მოთავსებული, რომელიც კორპუსში ჩადის და ამოდის. იდეალურ ფასში კომპანია გვთავაზობს ახალი ლეპტოპის ორ მოდელს თავის ფასთან შესაბამისი [...]

მეტის ნახვა...

Samsung Galaxy Note 9-ში შესაძლოა მომხმარებელმა 8/512GB ვერსია იხილოს

ახალ “ჭორებზე” დაყრდნობით, შესაძლოა სამსუნგმა მომხმარებელს გაზრდილი შიდა და ოპერატიული მეხსიერებები შესთავაზოს, რაც შიდა მეხსიერების შემთხვევაში პირველად მოხდება. აქამდე 512GB-ს იდეა არცერთ მწარმოებელს არ მოსვლია აზრად, ან შეიძლება მოუვიდათ კიდეც, თუმცა ახალ სიტყვას ყოველთვის “ტექ გიგანტები” ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ (ასე) ამხელა ზომის შიდა მეხსიერება მომხმარებელთა უმრავლესობისთვის სრულიად არასაჭირო [...]

მეტის ნახვა...

Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 300 მილიონი დოლარი მოაგროვა!

Epic Games-ის ერთ-ერთმა პოპულარულმა თამაშმა, Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 296 მილიონი დოლარი მოაგროვა PC, Console და მობილურ პლატფორმაზე, ამას კი SuperData იუწყება თავის კვლევებში. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე თამაშის მიერ თებერვლის თვეში გამომუშავებული თანხა. Fortnite ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა. მაგრამ რა აქცევს ამ თამაშს განსაკუთრებულად? რა თქმა უნდა [...]

მეტის ნახვა...

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს!

დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის ამა დღეს აღინიშნება ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. (წყარო) Google-ის ძებნის მთავარ ვებ-გვერდზე საქართველოს დროშა აფრიალდა და კომპანია სრულიად საქართველოს გვილოცავს დღევანდელ დღეს! აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ჩვენთვის მიძღვნილი Google Doodle-ი არა მხოლოდ ვებ-გვერდზე, არამედ Google Now-შიც არის! Google-თან ერთად, ჩვენი [...]

მეტის ნახვა...

Sony-მ შესაძლოა სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს!

Sony-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ყავს, Kenichiro Yoshida-მ Kaz Hirai-ი ჩაანაცვლა და შესაბამისად შეიცვალა კომპანიის სამომავლო გეგმებიც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით Sony აპირებს დროებით შეწყვიტოს გაჯეტების, მათ შორის სმარტფონების, ფოტოაპარატებისა და სათამაშო მოწყობილობების, წარმოება. გასულ სამშაბათს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა 3 წლიანი გეგმა გაასაჯაროვა, სადაც ნათლადაა აღწერილი, რომ კომპანია მთლიანად აპირებს გადაერთოს სხვადასხვა სერვისებისა [...]

მეტის ნახვა...

Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს პატენტების მოპარვისთვის

Samsung-ისთვის დღევანდელი დღე ძალიან ცუდი აღმოჩნდა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატენტების დარღვევისთვის კომპანიამ Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს. სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როდესაც Apple-მა თავის კონკურენტ Samsung-ს უჩივლა პატენტების დარღვევისთვის, კერძოდაც კი iPhone-ის დიზაინის და საკვანძო თვისებების არალეგალურად მოპარვისა და “გადმოკოპირებისთვის”. Apple-ი უკვე 7 წელია ამტკიცებს, რომ Samsung-ი სმარტფონების [...]

მეტის ნახვა...

Huawei-ს სმარტფონებს მეგრული ენა დაემატა!

ახლახანს ჩვენს ოფიციალურ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტო, რომ Huawei-ს 2018 წლის P სერიის სმარტფონებს მეგრული ენა დაემატა. ფოტო ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა მომხმარებელმა – სოფი ლემონჟავამ გაავრცელა, საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ სმარტფონის ენათა ჩამონათვალში Mingrelian, იგივე მეგრულია დამატებული. როგორც გავარკვიეთ, სინამდვილეში მეგრული ენა არა Huawei-ს სისტემაში, არამედ SwiftKey კლავიატურაში დაემატა და [...]

მეტის ნახვა...

HTC-მ შემთხვევით პრეზენტაციამდე 1 დღით ადრე “U12+”-ის ფოტოები გამოაქვეყნა!

ტრენდულად ქცეული შეცდომების ავტორების სიას, დღეს HTC-ც მიეწერა. კომპანიამ პრეზენტაციამდე 1 დღით ადრე, მისი ახალი მოდელის, “HTC U12+”-ის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცაღა, ფოტოები ყველაფერი არ არის, ასევე ცნობილი ხდება ახალი მოწყობილობის თითქმის ყველა სპეციფიკაცია. • ეკრანი: 18:9 ფორმატი, 6 ინჩი + SUPER LCD. • პროცესორი: SNAPDRAGON 845 • ელემენტი: 3500 მილიამპერი • მთავარი [...]

მეტის ნახვა...