საქართველოს ბანკის განვადება

გმადლობთ, რომ აირჩიეთ საქართველოს ბანკის განვადება!

ბანკში განვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია, უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას

განვადების პირობები და მინიმალური მოთხოვნები:

  • თანამონაწილეობა – 0%-დან
  • სესხის მოცულობა – 150-დან 3,000 ლარის ჩათვლით
  • განვადების ვადა – 3-დან 24 თვემდე
  • მსესხებლის ასაკი – 20-დან 65 წლამდე
  • მინიმალური ანაზღაურება – 200 ლარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განვადებისას მოქმედებს რიგი საკომისიოები!

განვადების გაფორმების პროცესი:

  • ჩვენ ონლაინ მაღაზიაში შეარჩიეთ პროდუქტი და გაიარეთ რეგისტრაცია
  • რეგისტრაციის დროს მიუთითეთ თქვენი მისამართი, თუ სად გსურთ მიიღოთ პროდუქტი, ასევე ელ.ფოსტა, მობილური და სხვა რეკვიზიტები
  • განვადების გასაფორმებლად აუცილებელი წინა პირობაა „ანგარიშსწორების“ გვერდზე მონიშნოთ განვადებით ყიდვის მოსანიშნი და დააჭიროთ ღილაკს „განათავსე შეკვეთა“.

  • საიტი ავტომატურად გამოიტანს ოპერაციის დასრულების ფორმას და ასევე გიჩვენებთ იმ ბანკების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია განვადებით სარგებლობა.
  • თქვენთვის სასურველი ბანკის ღილაკზე დაჭერისას გადამისამართდებით განვადების ვებ აპლიკაციაზე.

ბანკის არჩევა:

შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა აირჩიოთ ბანკი, ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკი:

პირველ რიგში აუცილებლად ვუთითებ რამდენ თვიანი განვადების შევსება გსურთ
და შემდეგ გამოჩნდება რამდენი უწევს ყოველთვიური შესატანი თქვენს პროდუქტს:

იმ შემთხვევაში თუ უკვე ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, შედიხართ თქვენს “ექაუნთში”.

ახალი კლიენტებისთვის გამოჩნდება რეგისტრაციის ველი, რომელიც სრულყოფილად უნდა შეავსოთ.

P.S. გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის სერიის ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი ფოტოს ქვემოთ
ციფრებს შორის მოთავსებული ასოები.

მეორე ნაბიჯი

პირველი ნაბიჯის მსგავსად მეორე ნაბიჯიც აუცილებლად სრულყოფილად უნდა შეავსოთ:

მესამე ნაბიჯი

აქ უკვე უნდა შეიყვანოთ თქვენი სამსახურის და ხელფასის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომლის
შევსებაც ასევე აუცილებელია. იმ შეთხვევაში თუ, ხელფასის გარდა დამატებითი შემოსავალიც გაქვთ,
მაშინ აუცილებლად შეავსეთ “დამატებითი შემოსავლის” ველი:

აუცილებლად მიუთითეთ ყოველთვიური კომუნალური ხარჯი, მონიშნეთ “ვეთანხმები განაცხადით
განსაზღვრულ პირობებს” და შეიყვანეთ დამცავი კოდი:

განაცხადის გაგზავნის შემდეგ თქვენ გამოგიჩნდებათ წარწერა, რომ თქვენი განაცხადი გაგზავნილია
და პასუხს მიიღებთ რამდენიმე წუთში.

* გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რევიუ-ს არ აქვს არანაირი უფლება და ბერკეტი ბანკის გადაწყვეტილების
შესაცვლელად და ეს უკანასკნელი მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის პრეროგატივაა.

შერჩეული ნივთის მიღება:

თქვენს განაცხადზე ბანკის დადებითი პასუხის შემდეგ მაღაზიის მენეჯერი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებათ
და შეგითანხმებთ ნივთის გამოგზავნის პირობებს.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით!

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე