სამომხმარებლო დრონებს ყველაფერი ნორმის ფარგლებში აქვთ, გარდა ერთისა – ისინი ძალიან დიდებია. სასწაული ზომები არ აქვთ, მაგრამ ლაშქრობებში სატარებლად გარკვეულ პრობლემებს ქმნიან. მთასა ან ტყეში “კლასიკური” კვადროკოპტერის წაღება არც თუ ისე კარგი იდეაა.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა კომპაქტური Sprite. უპილოტოს აქვს ცილინდრის ფორმა და მარტივად ეტევა ზურგჩანთაში. როცა ხრახნები არ გვჭირდება, ნიჩბები ეკეცება 35 სმ-იანი კორპუსის გარშემო – ასეთი კონსტრუქცია იძლევა მისი ტრანსპორტირების საშუალებას დაზიანებების გარეშე.
მოწყობილობას არ ეშინია ექსტრემალური პირობების. ის წყალგაუმტარია. დრონს შეუძლია დამოუკიდებელი მოქმედება, მაგალითად გაყვეს მფლობელს ან დაბრუნდეს “ბაზაზე” დასატვირთად. ნავიგაცია ხორციელდება GPS მოდულით. მაქსიმალური სიჩქარე – 10 მ/წმ, აკუმულატორის რესურსი – 12 წთ, ვიდეოს ჩაწერის ხარისხი – FullHD, წონა – 1,2 კგ. ღია გაყიდვაში დრონი წლის ბოლოს გამოვა. ახლა დეველოპერები აგროვებენ რესურსებს სერიული წარმოებისთვის. წინასწარი შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია Kickstarter-ზე, ფასი – $799+.