როგორ შევარჩიოთ მიკროტალღური ღუმელი

დაბრუნება Posts

როგორ შევარჩიოთ მიკროტალღური ღუმელი


მიკროტალღური ღუმელი ზოგიერთ მწარმოებელს წარმოდგენილი აქვს როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა საჭმლის მოსამზადებლად. იდეაში მას უფრო საჭმლის გასაცხელებლად, შესათბობადა და გასალღობად იყენებენ. მაგრამ, როგორც გვაჩვენებს პრაქტიკა, მიკროტალღურ ღუმელში თავისუფლად შეგვიძლია როგორც საჭმლის გაკეთება, ისე რაიმე გემრიელის გამოცხობაც. ცნობისთვის, პირველი მიკროტალღური ღუმელის გამოშვება დაკავშირებულია სწორედაც საჭმლის გაცხელებასთან. ახალ ტექნიკას აშშ-ის არმიაში იყენებდნენ, იწონიდა 300 კილოგრამზე მეტს და ჰქონდა 3000 ვატი სიმძლავრე. ორწლიანი გამოცდების შემდეგ მიკროტალღული ღუმელების სერიული წარმოება დაიწყო.

00f9a3293ef5

როგორც იცით ბოლო ათწლეულებში ტექნოლოგიები ელვისებური სიჩქარით განვითარდა, შესაბამისად გიგანტური მოწყობილობების ერაც დავიწყებას მიეცა. ახლა ტექნიკის მაღაზიებში ვხედავთ მისაღები ზომის საყოფაცხოვრებო საშუალებებს, რომლებიც სახლში არც თუ ისე ბევრ ადგილს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიკროტალღური ღუმელი ერთმანეთს წააგავს, მათ შორის მაინც არის განსხვავებები. სანამ არჩევამდე მივალთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რისთვის გვჭირდება მიკროტალღური ღუმელი. გსურთ საჭმლის მომზადება თუ მხოლოდ გაცხელება და პროდუქტების გალღობა.

შესაბამის ტექნიკას მრავალი კომპანია აწარმოებს, მაგალითად: LG, DAEWOO, SAMSUNG, PANASONIC, MYSTERY, ELENBERG, SUPRA, CANDY და GORENJE.

მუშაობის პრინციპი

მიკროტალღური ღუმელის მუშაობის პრინციპი ერთდროულად მარტივიც და რთულიც არის. მომხმარებლებმა ხშირად არ იციან თუ რისი წყალობით ცხელდება საჭმელი. ზოგს რაღაც გამოსხივებაზე სმენია და ამიტომაც მიკროტალღური ღუმელებს გვერდს უვლიან, რათა ჯამრთელობა არ დაიზიანონ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ზემაღალი სიხშირის გამოსხივება არანაირად არ მოქმედებს ადამიანზე. მიკროტალღებს სიხშირეების მიხვედით რადიოტალღებისა და ინფრაწითელი გამოსხივებების შუაში უკავია ადგილი. აქვს ერთისა და მეორეს თვისებებიც. ცნობილია, რომ არც სითბო, და არც რადიოტალღები არ ვნებენ ჩვენს ჯამრთელობას, შესაბამისად, ამისი ძალა არც მიკროტალღებს აქვთ.

როგორ აცხელებს საჭმელს მიკროტალღური ღუმელი? მიკროტალღებს მოძრაობაში მოყავს წყლის მოლეკულები, რომლებსაც საჭმელი შეიცავს. ისინი ქაოსურად მოძრაობენ და გამოიმუშავებენ ენერგიას, შესაბამისად სითბოს.

მიკროტალღური ღუმელების  ტიპები (სახეობები)

მიუხედავად მიკროტალღური ღუმელების მრავალფეროვნებისა, მათი დაყოფა 4 ძირითად ტიპად შეიძელბა:

  • სოლო (მხოლოდ მიკროტალღები);
  • გრილით (მიკროთალღები + გრილი);
  • გრილითა და კონვექციით (მიკროტალღები + გრილი + კონვექცია);
  • გრილით, კონვექციითა და ორთქლის გენერატორით (მიკროტალღები + გრილი + კონვექცია + ორთქლი).

მიკროტალღური ღუმელის არჩევისას, ჩამოყალიბდით, თუ რისთვის გჭირდებათ ის. თუ მხოლოდ საჭმლის გაცხელება და გალღობა გსურთ, მაშინ ყურადღების გამახვილება “სოლო-ღუმელზე” ღირს.

კარგად შემწვარი ხორცეულის მოყვარულებს გრილიანი მიკროტალღური ღუმელი გამოადგებათ. ჩაშენებული გრილი მეტალის მილს წააგავს, სპირალი, რომელიც შიგ გამაცხელებელ ელემენტებს შეიცავს. ასევე მათზე ყენდება კვარცის გრილები, რომელიც წარმოადგენს მავთულებს, რომელიც ლოგიკურად უძლებს მაღალ ტემპერატურას, ის მოთავსებულია კვარცის შუშისგან დამზადებულ მილში. ზოგ მოდელში გრილი მოხსნადია და სხვადასხვა პოზიციაზე შეგვიძლია დამაგრება, ასეთი გზით თანაბრად შემწვარი ხორცის მომზადება პრობლემა არ იქნება. კიდევ არსებობს განსხვავებული განლაგებისა და ტიპის გრილები…

печи с грилем

კვარცის გრილი – უმოძრაო, განლაგებულია სამუშაო კამერის ზედა ნაწილში. ასეთი გრილი სწრაფად ცხელდება, უფრო ეკონომიურია, მარტივია გასაწმენდად.

თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკას, კულინარიით გატაცებული ადამიანები, რომლებსაც უკვე ათვისებული აქვთ გრილიანი მიკროტალღური ღუმელები, ვერ უძლებენ ცდუნებას და გადადიან ახალ მიკროტალღურ ღუმელებზე გრილისა და კონვექციის ფუნქციებით.

печи с конвекцией

კონვექციის მუშაობის პრინციპი მარტივია. იდეაში, ეს არის ღუმელში ჩაშენებული ვენტილატორი, რომელიც ატრიალებს ცხელ ჰაერს სამუშაო კამერაში. ამის წყალობით საჭმელი თანაბრად ცხვება/მზადდება. მომზადების პროცესის ასაჩქარებლად გამოიყენება მიკროტალღების ფუნქცია. საბოლოო ეტაპზე ერთვება გრილი, რომ “შეაწითლოს” საჭმელი. შედეგად, ასეთ ღუმელში მომზადების დრო საკმაოდ მცირდება, ამასთან ერთად მომზადების ხარისხი არა თუ უარესდება, არამედ ბევრად უმჯობესდება.

ორთქლის ფუნქციის მქონე ღუმელებს რაც შეეხება, ეს უფრო ჯამრთელი ცხოვრების წესით მცხოვრები პირებისთვის გამოდგება, აქ ხორცს ცოტა უკან გადაწევა მოუწევს. სწორედ ეს იწვევს არაერთგვაროვან აზრს ადამიანებში.

რაც შეეხება საჭმლის მომზადებას, ეს პრობლემა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არსებობდა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მათზე მხოლოდ ერთი ზემაღალი სიხშირის დამასხივებელი ყენდებოდა, შესაბამისად, მიკროტალღები სამუშაო კამერაში არათანაბრად ნაწილდებოდა და საჭმელი ნაწილობრივ უმი რჩებოდა. ამან მომხმარებლების ნდობაზე მიკროტალღური ღუმელების მიმართ ცუდად იმოქმედა. სწორედ ამიტომ ყიდულობდნენ მათ მხოლოდ საჭმლის გასაცხელებლად. გარკვეული დროის შემდეგ ეს პრობლემა გადაწყდა. თანამედროვე ღუმელებში მწარმოებლები აყენებენ ორ, ზოგჯერ კი სამ გამომასხივებელსაც კი. ისინი ტალღებს სხვადასხვა მიმართულებით ასხივებენ, კედლები ირეკლავენ და სამუშაო კამერაში თანაბრად ნაწილდება.

princip_raboty_mikrovolnovoj_pechi

მოცულობა

შეძენის წინ ასევე უნდა ვიცოდეთ თუ რა ზომებისა და მოცულობის ღუმელი გვსურს. ძირითადი მოცულობის მაჩვენებლებია – 13-42 ლ. 20 ლიტრამდე ღუმელი გამოდგება საჭმლის გასაცხელებლადა და ქათმის გრილის მოსამზადებლად. პატარა ოჯახისთვის სრულიად საკმარისია. თუ შედარებით დიდი ოჯახი გაქვთ, მაშინ 23-32 ლ მოცულობის ღუმელებს გირჩევთ. თუ უფრო მეტის მომზადება გიწევთ – ინდაურის ან სხვა საჭმლის მომზადება მთელი ოჯახისთვის – მაშინ დაახლოებით 40 ლ მოცულობის ღუმელები ეძებეთ.

სიმძლავრე

სიმძლავრე, როგორც ყველგან, ერთერთი მთავარი მახასიათებელია. მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მომზადდება, გაცხელდება თუ გალღვება საჭმელი. როგორც წესი, რაც უფრო დიდია ღუმელი, მით უფრო ძლიერია ის. თითქმის ყველა ღუმელში გათვალისწინებულია სიმძლავრის რეგულატორი.

მიკროტალღური ღუმელების უმრავლესობის სიმძლავრე – 700-1000 ვატია. ეს მხოლოდ მიკროტალღებს შეეხებათ. თუ თქვენ საჭმელების მომზადებას გრილითა და კონვექციით გეგმავთ, მაშინ დარწმუნდით, რომ თქვენს სახლში კარგი ელექტროგაყვანილობაა. საქმე იმაშია, რომ თუ ყველა ფუნქცია მუშაობს, მაშინ მათი სიმძლავრეები ჯამდება, ანუ თუ მიკროტალღები მოიხმარს 900 ვატს, გრილი – 1200-ს, ხოლო კონვექცია – 1350-ს, მაშინ თქვენი ღუმელის საერთო სიმძლავრე 3450 ვატი იქნება. ეს კი სერიოზული დატვირთვაა.

ადრე მიკროტალღების დამასხივებელი ითიშებოდა და შემდეგ ისევ ირთვებოდა ხოლმე, რათა არ გადახურებულიყო. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია, დამასხივებელი ზოგჯერ მძლავრად, ზოგჯერ კი სუსტად მუშაობს, შესაბამისად საჭმელს უწყვეტლივ მიეწოდება ის “ენერგია”, რომელიც მის მომზადებას უწყობს ხელს.

ფუნქციები

სამზარეულოში თანამედროვე მიკროტალღური ღუმელის გამოყენებით თქვენ იღებთ ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა: შეწვა, მოხარშვა, ადუღება და ა.შ. ხაზგასმით, გაქვთ შესაძლებლობა. ვინაიდან ღუმელებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ფუნქციები, რომლებიც თქვენ საჭმელების მომზადებაში გეხმარებიან.

მაგალითად, ავტომატური მომზადება – ეს არის ღუმელის მეხსიერებაში შეტანილი საჭმლის მომზადების რეცეპტები. როგორც მიხვდით, საუბარია მხოლოდ ღუმელის მუშაობის ალგორითმზე. ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ღუმელის რაღაც სასწაულ პარამეტრებში “ძრომიალი”. რათ გვინდა წვალება, როცა გვაქვს შაბლონები? ავტომატურ რეჟიმზე არ გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ რა ტემპერატურაზე და თუ რა დროით უნდა ჩავრთოთ ღუმელი. 4-8 რეცეპტია შეტანილი როგორც წესი. ასევე გვაქვს ავტომატური გალღობის 7-მდე რეჟიმი.

პროგრამა “ღუმელის გასუფთავება ორთქლით” აქვს მხოლოდ ორთქლის გენერატორის მქონე ღუმელებს. ორთქლი აქრობს ცხიმსა და ჭუჭყს, რომელიც საჭმლის მომზადების შემდეგ რჩება. მომხმარებელი წყალს ასხავს სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ღუმელშია ჩაშენებული, ამატებს სარეცხ ნივთიერებას და ააქტიურებს პროგრამას, 10-15 წუთში ღუმელი სუფთა დაგხვდებათ.

გარკვეულ მოდელებში დამატებულია სუნის განადგურების ფუნქცია. ამისთვის ღუმელში ვენტილატორი ყენდება.

მიკროტალღურ ღუმელებს როგორც წესი კომპლექტში მოსდევს დამატებითი აქსესუარები: ჭურჭელი, კონტეინერი, საბავშვო ბოთლები და სხვა. თუ კომპლექტში არ არის ის, რაც გსურთ თქვენ, მაშინ მოგიწევთ ამ ნივთის სხვაგან ყიდვა. ნივთი აუცილებლად უნდა იყოს განკუთვნილი მიკროტალღურ ღუმელში სამუშაოდ. და დაიმახსოვრეთ მთავარი წესი! – არანაირი მეტალი

შიდა საფარი

საუკეთესო ვარიანტი – კერამიკა და ბიოკერამიკა. ის უფრო გამძლე და გლუვია, ადვილად იწმინდება, რთულია დაკაწვრა და არ ჩნდება ნამწვავები. რეიტინგის მეორე ხაზს იკავებს უჟანგავი რკინა. მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალ ტემპარატურებს უძლებს, მაინც რთულად იწმინდება. მესამე ადგილს ემალის საფარი იკავებს. ეს ყველაზე იაფი ვარიანტია, ადვილად იწმინდება, მაგრამ არამდგრადია მაღალი ტემპერატურებისას. ამან კი ერთ დღესაც შეიძლება ღუმელის გაფუჭებამდე მიგვიყვანოს.

მართვის სისტემა

  • ელექტრომექანიკური;
  • ღილაკური;
  • სენსორული;

მექანიკური მართვა – ყველაზე მარტივი, როგორც წესი, რეალიზებულია ორ სატრიალებელ გადამრთველში, ერთერთი სიმძლავრესა და მუშაობის რეჟიმს უთითებს, ხოლო დარჩენილი მუშაობის დროს. გამოიყენება სოლო და გრილიან ღუმელებში.

печи с механическим управлением

ღილაკური ელექტრონული მართვა იძლევა ღუმელის ზუსტი დაკონფიგურირების საშუალებას. ერთი მინუსი აქვს – ჭუჭყი გროვდება ღილაკებთან და რთულად რიდდება.

печи с электронным управлением

სენსორული მართვა – ყველაზე კომფორტული. ეს იგივე ღილაკებია, მაგრამ დამცავი ცელოფნის ქვეშ.

печи с сенсорным управлением

ყველა თანამედროვე ღუმელი. აღჭურვილია ე.წ. დიალოგის რეჟიმით, როცა დისპლეიზე გამოდის რჩევები მომხმარებლისთვის. ეს კარგია, რადგანაც ინსტრუქციას იშვიათი ადამიანი თუ წაიკითხავს, არადა ჭკვიანი მოწყობილობის შესწავლა რაღაცნაირად კი მოგვიწევს.

დასასრული

ვიმედოვნებთ ჩვენი სტატია დაგეხმარებათ მრავალფეროვან მიკროტალღურ ღუმელებში გარკვევას. თუ რა ტიპის, რა ფუნქციების ღუმელები არსებობს, თუ რითი გამოირჩევიან და ა.შ.


გააზიარე

დაბრუნება Posts