OnLeaks-მა Google Pixel 3-ის დიზაინი გაავრცელა!

დაბრუნება Posts

OnLeaks-მა Google Pixel 3-ის დიზაინი გაავრცელა!


Google-ის 2017 წლის ფლაგმანური სმარტფონების Android ბაზარზე უპირატესობა თითქმის მთელმა მსოფლიომ აღიარა. შეგახსენებთ, რომ ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული კამერის ალგორითმებით, სწრაფი განახლებებითა და სუფთა, უსწრაფესი სისტემით. თითქმის 1 წელი გავიდა Pixel 2-ისა და 2 XL-ის გამოსვლის შემდეგ და უკვე ახლოვდება დღე, როდესაც კომპანია 2018 წლის ახალ ფლაგმანებს წარადგენს.

შესაბამისად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია დიზაინისა და სხვა ელემენტების დეტალების შესახებ. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ Pixel 3 XL-ის ერთ-ერთი პროტოტიპის რეალური სურათებიც ვიხილეთ. დღეს კი OnLeaks-მა, რომლის ინფორმაცია ყოველთვის დაახლოებით 95%-ით ზუსტია, გაავრცელა Pixel 3-ისა და 3 XL-ის CAD რენდერები.

როგორც ხედავთ, ორივე მოდელს 1 მთავარი კამერა აქვს, რომელიც ალბათ ისევ ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს სხვა ბრენდის სმარტფონებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად Pixel 3 წარმოდგენილი იქნება შუშის უკანა პანელით, რომლის გარკვეული ნაწილი პრიალაა, ხოლო მეორე ნაწილი დაბურული. პატარა მოდელი თითქოს წინა წლის Pixel 2 XL-ის შემცირებულ ვერსიას მოგაგონებთ, ხოლო Pixel 3 XL-ს ტრენდული “ნახევარკუნძული” ექნება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რენდერების მიხედვით ორივე სმარტფონს ორმაგი წინა კამერა აქვს, რომელიც ალბათ კიდევ უფრო გააუმჯობესებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიას.

ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები ჯერ კიდევ უცნობია. Google Pixel 3-ს სექტემბერში წარადგენს, ხოლო სმარტფონები გაყიდვაში ოქტომბრიდან ჩაეშვება.

Google Pixel 3 XL

Google Pixel 3

 


გააზიარე

დაბრუნება Posts