Apple iPad 2018 განახლებული დიზაინითა და FaceID-ით!

დაბრუნება Posts

Apple iPad 2018 განახლებული დიზაინითა და FaceID-ით!


როგორც იცით, კომპანია Apple-მა რამდენიმე დღის წინ თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 12 წარადგინა და სპეციალურად დეველოპერებისთვის პირველი ანაწყობი ბეტა ტესტირებაში ჩაუშვა. iOS 12-ი კიდევ უფრო დახვეწილი და სწრაფი გახდა. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შუაშია ის კომპანიის შემდეგ iPad-თან.

უახლესი საოპერაციო სისტემის პირველი ანაწყობის გატესტვა რა თქმა უნდა iPad-ებზეც შესაძლებელია. მინდა ავღნიშნო, რომ ახალ საოპერაციო სისტემაში მაშტაბურ რედიზაინს ვერ შეხვდებით, რადგან ადგილი ქონდა მცირე კოსმეტიკურ ცვლილებებს, რამაც გარკვეული ნამიოკები წარმოშვა iPad 2018-ის დიზაინთან დაკავშირებით. მათ შორის ის, რომ საათმა ახლა უკვე მარცხნივ გადაინაცვლა და შუაში საკმაოდ დიდი ადგილი დატოვა, შესაბამისად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ iPad-ის უახლეს მოდელში შესაძლოა ეკრანში შეჭრილი ნახევარკუნძული ვიხილოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ შეიცვალა ანიმაციები და ნავიგაციის საშუალებები. ახლა აპლიკაციების გამოყენება ისეთივე ჟესტებით შეგიძლიათ, როგორიც iPhone X-ში ვიხილეთ. რაც მეტყველებს იმაზე, რომ შემდეგ iPad-ში ვეღარ შევხვდებით თითის ბიომეტრიულ სკანერს და პირადი ონფორმაციის დასაცავად Apple უახლეს FaceID-ის გამოიყენებს.

 

როგორც ხედავთ, შეცვლილი სამომხმარებლო ინტერფეისი, ნათლად მეტყველებს მომავალ ცვლილებებზე. კომპანია არ აკეთებს კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ძალიან მალე გავიგებთ აპირებს თუ არა Apple-ი iPad-ების სერიის მაშტაბურ რედიზაინს. SRender-მა სპეციალურად Review.ge-ისთვის დაამზადა ფოტორენდერი, რომელიც უფრო თვალსაჩინოდ დაგანახებთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ სერიის შემდეგი წარმომადგენელი.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts