Samsung Galaxy S10-ს ეკრანში ჩაშენებული თითის ბიომეტრიული სკანერი ექნება!

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy S10-ს ეკრანში ჩაშენებული თითის ბიომეტრიული სკანერი ექნება!


როგორც კორეული ბლოგი The Bell იუწყება Samsung-ი Galaxy S სერიის შემდეგ მოდელში 3D სახის ამომცნობი ტექნოლოგიასა და ეკრანში ჩაშენებულ თითის ბიომეტრიულ სკანერს გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კომპანია ჯერჯერობით აღარ აპირებს თვალის ბადურის სკანერის დამზადებასა და გამოყენებას. Samsung Galaxy S10-ში შევხვდებით სახის ამოცნობის ახალ ტექნოლოგიას და ამავდროულად ვიხილავთ ახალ, დახვეწილ ეკრანში ჩაშენებულ თითის ბიომეტრიულ სკანერს, რომელიც უფრო კომფორტული და დაცული იქნება. როგორც იცით, ახლანდელ მოდელებს ანაბეჭდის სკანერი უკან, ზოგიერთისთვის არაკომფორტულ ადგილას აქვს განთავსებული.

Samsung-ი პარტნიორობს კომპანია Mantis Vision-თან, რომელიც მუშაობს სახის 3D ამომცნობი ტექნოლოგიის ალგორითმებზე, შესაბამისად მალე ვიხილავთ დახვეწილ ARemoji-ს, რომელიც ამჯერად ნამდვილად გაუწევს კონკურენციას Apple-ის Animoji-სა და Memoji-ის.

The Bell ასევე იუწყება, რომ Samsung Galaxy S სერიის შემდეგი სმარტფონი წარმოდგენილი იქნება 3 ვერსიად: ორი სტანდარტული 5.8 ინჩიანი, ხოლო Plus ვერსია 6.2 ინჩიანი ეკრანით. ალბათ გაინტერესებთ რა განსხვავება იქნება ამ სამ მოდელში. ერთ-ერთი წარმოდგენილი იქნება ერთი მთავარი კამერით, მეორე ორმაგი, ხოლო მესამე სამმაგი კამერის მოდულით. დიახ, Galaxy S10 Plus-ს 3 მთავარი 12, 16 და 20 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება.

სხვა დეტალები ამჯერად უცნობია. არ დაგავიწყდეთ სულ რაღაც 2 თვეში Samsung-ი Note სერიის ახალ სმარტფონს წარადგენს.


გააზიარე

დაბრუნება Posts