Sony-მ შესაძლოა სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს!

დაბრუნება Posts

Sony-მ შესაძლოა სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს!


Sony-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ყავს, Kenichiro Yoshida-მ Kaz Hirai-ი ჩაანაცვლა და შესაბამისად შეიცვალა კომპანიის სამომავლო გეგმებიც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით Sony აპირებს დროებით შეწყვიტოს გაჯეტების, მათ შორის სმარტფონების, ფოტოაპარატებისა და სათამაშო მოწყობილობების, წარმოება. გასულ სამშაბათს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა 3 წლიანი გეგმა გაასაჯაროვა, სადაც ნათლადაა აღწერილი, რომ კომპანია მთლიანად აპირებს გადაერთოს სხვადასხვა სერვისებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიღო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, Sony აწარმოებს კამერის სენსორებს სმარტფონებისა და ფოტოაპარატებისთვის, ამ ბიზნესიდან კი მილიარდებსაც შოულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში გაყიდული სმარტფონების რაოდენობაც შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ Sony-ის საკმაოდ კარგი სახელი აქვს მომხმარებლებში, კომპანიის გაყიდვები ერთ წელიწადში 22.5 მილიონიდან 10-მდე დაეცა. გარდა ამისა PlayStation 4-ის გაყიდვებიც 18%-ით შემცირდა.

PS4 ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს საუკეთესო სათამაშო კონსოლის ტიტულს თავისი ექსკლუზივებითა და სტრიმებით, შესაბამისად კომპანიისთვის მნიშვნელოვან შემოსავალსაც წარმოადგენს, მაგრამ როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა PS5-ის გამოსვლა 3 წლით გადაიდო, რადგან ზემოთ აღნიშნულ გეგმაში მასზე არაფერი წერია. აღსანიშნავია ისიც, რომ PS4 ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას, მას მხოლოდ ისეთი ექსკლუზივები აცოცხლებს, როგორიცაა God Of War, Spider Man, The Last Of Us და სხვა.

Sony Xperia XZ2 და XZ2 Compact-ი კომპანიის უახლესი სმარტფონებია, რომლებიც აშკარად ამტკიცებენ, რომ Sony სმარტფონების ბაზარზე ვითარდება. მაგრამ არის რაღაც ასპექტებიც, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაწორებელია, მათ შორის უცნაური დიზაინიც. მიუხედავად ამისა, აუცილებელია Sony დარჩეს  ბაზარზე, რათა კონკურენცია გაუწიოს სმარტფონების სხვა წარმოებლებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts