Samsung-მა ახალ რეკლამაში Apple-ს დასცინა და iPhone-ს ბოლო მოუღო!

დაბრუნება Posts

Samsung-მა ახალ რეკლამაში Apple-ს დასცინა და iPhone-ს ბოლო მოუღო!


Samsung-ისა და Apple-ის დაუსრულებელი საკომერციო ვიდეორგოლების ომი კვლავ გრძელდება, ამჯერად Samsung-ი Apple-ის ძველი ტელეფონების, კერძოდ კი iPhone 6-ის მფლობელებს დასცინის, რომლებიც დღეს-დღეობით ძალიან წვალობენ დეგრადირებული ბატარეის და Apple-ის კონტროვერსალური შენელების პოლიტიკის გამო, რაზეც რიგი სკანდალები მოყვა 2018 წლის დასაწყისში.

თუკი არ იცით, Apple-ი რამოდენიმე თვის წინ გამოჭერილი იყო ფაქტზე, რომ მომხმარებლის iPhone-ებს დაუკითხავად ანელებდა დროთა განმავლობაში, ვინაიდან ბატარეა დეგრადირდება, პიკი წარმადობის შემთხვევაში კი ტელეფონი ითიშება 50%-ს ქვემოთ. მართალია კომპანია მალევე გამოძვრა სკანდალიდან და iOS 11.3 განახლებაში დაამატა რეჟიმის გადართვის ფუნქციონალი, თუმცა ამ შემთხვევაში მომხმარებელმა მაინც უნდა აირჩიოს ნელ, მაგრამ სტაბილურ ტელეფონს შორის და სწრაფ, არასტაბილურს.

Samsung-მა არ დააყოვნა და ყველანაირი მორცხვობის გარეშე ახალი საკომერციო ვიდეო რგოლი დაამზადა, სადაც iPhone-ის სწორედ ამ სკანდალს დასცინის. ასევე კვლავ უსვამს ხაზს iPhone X-ის ნახევარკუნძულს მამა-შვილის თმის სტილის მიხედვით.

ნახეთ ვიდეო რგოლი:

რას იტყვით?

დააფიქსირეთ თქვენი აზრი Facebook კომენატრებში, ერთად ვიხალისოთ! 🤭


ნახეთ Galaxy S9-ის ჩვენი ვიდეო განხილვა

 


გააზიარე

დაბრუნება Posts