Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს პატენტების მოპარვისთვის

დაბრუნება Posts

Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს პატენტების მოპარვისთვის


Samsung-ისთვის დღევანდელი დღე ძალიან ცუდი აღმოჩნდა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატენტების დარღვევისთვის კომპანიამ Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს.

სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როდესაც Apple-მა თავის კონკურენტ Samsung-ს უჩივლა პატენტების დარღვევისთვის, კერძოდაც კი iPhone-ის დიზაინის და საკვანძო თვისებების არალეგალურად მოპარვისა და “გადმოკოპირებისთვის”.

Apple-ი უკვე 7 წელია ამტკიცებს, რომ Samsung-ი სმარტფონების გაყიდვების მსოფლიო ლიდერ პოზიციაზე ვერანაირად დადგებოდა, თუკი iPhone-ში გამოყენებულ ტექნოლოგიას, საინდუსტრიო დიზაინს არ გადაიღებდა.

ამ ყველაფრისთვის, 2012 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung-მა Apple-ს $1.05 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადა.

2014 წელს Samsung-ი კვლავ იყო გამოჭერილი Apple-ის პატენტების დარღვევისთვის, რის გამოც კომპანიამ კვლავ გადაუხადა Apple-ს $158,400, თუმცა როგორც ჩანს, ამით ყველაფერი არ დასრულებულა.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს.


ნახეთ Galaxy S9-ის ჩვენი ვიდეო განხილვა

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts