Huawei-ს სმარტფონებს მეგრული ენა დაემატა!

დაბრუნება Posts

Huawei-ს სმარტფონებს მეგრული ენა დაემატა!


ახლახანს ჩვენს ოფიციალურ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტო, რომ Huawei-ს 2018 წლის P სერიის სმარტფონებს მეგრული ენა დაემატა.

ფოტო ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა მომხმარებელმა – სოფი ლემონჟავამ გაავრცელა, საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ სმარტფონის ენათა ჩამონათვალში Mingrelian, იგივე მეგრულია დამატებული.

როგორც გავარკვიეთ, სინამდვილეში მეგრული ენა არა Huawei-ს სისტემაში, არამედ SwiftKey კლავიატურაში დაემატა და ასევე გააქტიურდა მეგრული ავტო-კორექციის ფუნქციაც, რომელიც სიტყვებს გამართული მეგრული ენით გაგისწორებთ.

შეგახსენებთ, რომ მეგრული SwiftKey-ზე ადრე Google-ის Gboard კლავიატურამაც დაამატა, აღსანიშნავია, რომ მეგრული ენის გარდა Gboard-ს ასევე აფხაზური ენაც აქვს გამოყოფილი.


ნახეთ Huawei P20 Lite-ის ჩვენი ვიდეო მიმოხილვა

 


გააზიარე

დაბრუნება Posts