5 საუკეთესო პორტატული დამტენი, რომლის შეძენა შეგიძლიათ

დაბრუნება Posts

5 საუკეთესო პორტატული დამტენი, რომლის შეძენა შეგიძლიათ


ალბათ, ცხოვრებაში ყველას გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც მობილური ტელეფონის ბატარეა ჯდება, ეს კი მაინც და მაინც ის მომენტია, როცა სმარტფონის გამოყენება ყველაზე მეტად გსურთ და გჭირდებათ. ასეთი მომენტების დროს ზოგჯერ დენცქვიტასთან ახლოს არ ხართ, ამ დროს კი საუკეთესო საშუალება პორტატული დამტენია, რომელიც მარტივი მოწყობილობაა, თუმცა მისი შერჩევა დამეთანხმებით, ძალიან რთულია. წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო პორტატული დამტენის სიას, რომელიც დიდხანს უზრუნველყოფს ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას და მისი ხარისხიც არ გიღალატებთ.

Anker PowerCore+

 

კომპანია Anker გვთავაზობს PowerCore+ ის ორ მოდელს. ამ პორტატული დამტენის მოცულობა 26,800Mah-ია, რაც თქვენი სმარტფონის ბატარეას მინიმუმ 7-8 ჯერ დამუხტავს სრულად, რაც ძალიან კომფორტულია. მოწყობილობა აღჭურვილია კომპანია Qualcomm-ის სწრაფი დამუხტვის 3.0 სისტემით და მისი ზომები თქვენს ჯიბეზეა მორგებული. მისი სრული დამუხთვისათვის 6.5 საათია საჭირო და მისი ფასი $70-$110-მდე მერყეობს სპეციფიკაციების მიხედვით. ნახეთ აქ 

RAVPower USB Type C

გადავიდეთ კომპანია RAVPower-ის პორტატულ დამტენზე, მას აქვს 26,800Mah ბატარეა და ორი ჩვეულებრივი (Type-A) USB შესაერთებელი, დამატებით კი USB Type C პორტები. იგი აღჭურვილია iSmart ტექნოლოგიით, რაც ენერგიის ზუსტად გადანაწილებას გულისხმობს, რაც იმას ნიშავს, რომ თუკი ჩვენ გვინდა მაგალითისთვის ლეპტოპი დავტენოთ და პარალელურად სმარტფონიც, ეს სავსებით შესაძლებელი იქნება და მათ ჩვეულ დროში დამუხტავთ. მისი ფასი $80-ს შეადგენს. იხილეთ აქ

Mophie powerstation Boost XL

გადავინაცვლეთ კომპანია mophie-ზე. mophie, როგორც იცით, ცნობილი კომპნიაა და ის გამორჩეულია სმარტფონების დამტენი ქეისების წარმოებაში და როგორც ვხედავთ არც პორტატულს დამტენებში მოიკოჭლებს. ამ კონკრეტულ პორტატულ დამტენს გააჩნია 10,400Mah ბატარეა, რომელიც სამმაგ ტესტს გადის დაცვის უზრუნველსაყოფად. ის თქვენს სმარტფონს მინიმუმ 2-3 ჯერ დამუხტავს (გააჩნია ელემენტის მოცულობას). მისი ფასი $79.99-ია და მისი შეძენა შეგიძლიათ აქ.

HUAWEI 10000mAh QuickCharge™ Power Bank

კომპნია Huawei-მ დიდი ხანი არაა, რაც ახალი პორტატული დამტენები გამოუშვა. მათგან აღსანიშნავია 10,000mAh-იანი ელემენტის მქონე პორტატული დამტენი, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქცია გააჩნია. მას აქვს ერთი ჩვეულებრივი USB და ერთი USB Type-C პორტი, რომლითაც როგორც ენერგიის მიღება ისევე პორტატული დამტენის დამუხტვაა შესაძლებელი. მისი დიზაინი 3D ტექსტურებითაა გალამაზებული და ზომები მორგებულია ჯიბეში მოსათავსებლად. იხილეთ აქ.

Xiaomi Power Bank 20000 mAh

Xiaomi-მ ბოლო წლებში ფეხი მოიგდო პორტატული დამტენების ბიზნესშიც და ეს ყველაფერი კარგადაც გამოსდის. მისი ახალი პორტატული დამტენი 20000mAh-იანია და აქვს ორი გამავალი პორტი რასაც ცალკე მისი დასამუხტი პორტი ემატება. მას გააჩნია 9 შრიანი დაცვა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებში. იხილეთ აქ


გააზიარე

დაბრუნება Posts