დღეს OnePlus-ი თავის უახლეს სმარტფონს წარადგენს

დაბრუნება Posts

დღეს OnePlus-ი თავის უახლეს სმარტფონს წარადგენს


“ფლაგმანების მკვლელი” – სწორედ ასე მოიხსენიებენ OnePlus-ის 2017 წლის ყველაზე პოპულარულ სმარტფონს, OnePlus 5T-ს, რომელმაც თავისი ოპტიმიზაციის დონით, ანაწყობის ხარისხითა და პროგრამული უზრუნველყოფით ფლაგმანურ სმარტფონებსაც აჯობა, ამავდროულად კი საკმაოდ მისაღები ფასიც შეინარჩუნა.

უკვე თვებია რაც ვრცელდება ინფორმაცია კომპანიის შემდეგ სმარტფონზე, მისი ვიზუალური მხარე და დიზაინი უკვე ცნობილია, რადგან რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში ოფიციალური ფოტორენდერებიც გამოჩნდა.

OnePlus 6-ს კომპანია ოფიციალურად ზუსტად 1 საათში, საღამოს 8 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგენს. ღონისძიებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ OnePlus-ის ოფიციალურ Youtube არხზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts