Huawei-ს ახალი ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია !

დაბრუნება Posts

Huawei-ს ახალი ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია !


კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ლეპტოპი, რომელმაც ყველა გააოცა თავისი ელეგანტურობითა და ეკრანის კანტების სიმცირით. ალბათ ფიქრობთ, სად წავიდა წინა კამერა? ამაზეც იფიქრა კომპანიამ და ის F6-სა და F7-ს შორის საწკაპუნო ღილაკშია მოთავსებული, რომელიც კორპუსში ჩადის და ამოდის.

იდეალურ ფასში კომპანია გვთავაზობს ახალი ლეპტოპის ორ მოდელს თავის ფასთან შესაბამისი ძლიერი მონაცემებით. ახალი ლეპტოპის ორივე მოდელი 13.9 ინჩიანი სენსორული ეკრანითაა წამროდგენილი. კომპანიის თქმით მისი ჩარჩოებთან პროცენტულობა 91-ია რაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ლეპტოპს გააჩნია ყურსასმენების შესაერთებელი ჯეკი, 1 USB-A შესაერთებელი და ორი USB Type C სლოტი.

საწყისი მონაცემები მერვე გენერაციის Intel Core i5-8250U processor-ს მოიცავს ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებლით. მას აქვს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 256GB შიდა მეხსიერება. ამ მოდელის ფასი $1199-ია მისი უფროსი მოდელი კი $1499 ღირს, მერვე გენერაციის Intel Core i7-8550U processor-ით და გაორმაგებული შიდა და ოპერატიული მეხსიერებით, რომელსაც NVIDIA GeForce MX150 ემატება.

Matebook X Pro დღეიდან ხელმისაწვდომია ორ ფერში და მისი ყიდვა შეგეძლებათ Amazon და Microsoft-ის ვებსაიტებზე, რომელსაც 10 იცნისამდე $300-იანი სასაჩუქრე ვაუჩერი მოყვება. იხილეთ ლეპტოპის ოფიციალური რეკლამა.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts