როგორია Huawei P20 ყოველდღიურ გამოყენებაში?

დაბრუნება Posts

როგორია Huawei P20 ყოველდღიურ გამოყენებაში?


Huawei P20, P სერიის ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიანი წარმომადგენელია, რომელიც კონკურენციას Galaxy S9, iPhone 8/8Plus/X-სა და სხვა ფლაგმანურ სმარტფონებს უწევს. საინტერესოა როგორი კონკურენტია იგი აღნიშნული ფლაგმანების, შეუძლია კი მას ჩაანაცვლოს Galaxy S9-ის კამერა ან iPhone X-ის დიზაინი? ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არის, დიახ, მაგრამ საინტერესოა თუ როგორ ახერხებს იგი ამ ყველაფერს.

Huawei P20-ის დიზაინი ძალზედ ერგონომიულია და მის ხელში დაკავებას ერთ სიამოვნებად აქცევს. სმარტფონის წინა მხარეს ვხვდებით ულტრაბგერით და არა ოპტიკურ თითის ანაბეჭდის სკანერს, რაც ამ უკანასკნელს სინათლის სისწრაფით მუშაობის საშუალებას აძლევს, ის ასევე სველი ხელითაც იხსნება.

აქ ასევე ვხვდებით 2018 წლის ტრენდს, ე.წ:”უნიწარბს”, მაგრამ iPhone X-თან შედარებით იგი 40%-ით პატარაა რაც ეკრანის უფრო მეტ ნაწილს უთმობს მომხმარებელს, გარდა ზომის სიმცირისა მისი გათიშვაც კი არის შესაძლებელი პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრებიდან.

დახვეწილ დიზაინს 5.8 ინჩიანი IPS LCD ეკრანი ამშვენებს, რომელიც თავისი ფერთა პროდუქციით ამოლედს სულ არ ჩამოუვარდება. გაფარათოება 2280×1080 პიქსელზეა (FHD+) რაც ერთ ინჩზე 429 პიქსელის სიმჭიდროვეს გვაძლევს, შესაბამისად გამოსახულება არის სუფთა და უწვრილესი ტექსტის წაკითხვასაც კი შესაძლებელს ხდის ზედმეტი წვალების გარეშე.

აღნიშნულ ეკრანზე კონტენტის წარმოჩენა, თამაშების გაშვება და 4K ვიდეოს ყურება შეუფერხებლად რომ წარიმართოს, სმარტფონს ამაში Kirin 970, 4GB RAM და Mali-G72 MP12 ვიდეო ამაჩქარებელი ეხმარება. პირადი ტესტირებისას სრული გულწრფელობით მინდა აღვნიშნო, რომ სმარტფონს არ ჰქონდა არანაირი შეფერხება აპლიკაციების გახსნასა და მათ შორის ლავირებისას. P20 წარმატებითა და სტაბილური 60 კადრი წამშით გაუმკლავდა ისეთ თამაშებს როგორებიცაა: PUBG, War Robots, World of Tanks, Marvel Future Fight და სხვა.

კარგი წარმადობისა და ეკრანის შემდეგ, ყურადღება Huawei P20-ის კამერებმა მიიპყრეს. სმარტფონს ორი უკანა და ერთი წინა კამერა გააჩნია. უკანა კამერები გერმანულ ბრენდ Leica-სთან თანამშრომლობითაა დამზადებული და ტრადიციულად წყვილიდან ერთი მონოქრომული (20 მეგაპიქსელი) ხოლო მეორე ფერადი (12 მეგაპიქსელი) სენსორია. წინა კამერას რაც შეეხება ის 24 მეგაპიქსელიანია, რომელსაც შეუძლია პორტრეტული რეჟიმის სურათების გადაღება. გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს, თუ როგორ შედეგს უნდა ელოდოთ ღამით აღნიშნული სმარტფონისგან. დღის განათებაში რომ საუკეთესო სურათებს იღებს ეს უდავოა.

მაღალი წარმადობა, უმაღლესი კლასის კამერები, დიდი-ნათელი მაღალი გარჩევადობის ეკრანი, მსგავსი მახასიათებლები ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონს მთლიან დღეს გაჭირვებით ან საერთოდ ვერ გააძლებინებდა, მაგრამ ეს არ ეხება Huawei P20-ს, ვინაიდან მისი სისტემური უზრუნველყოფა და Kirin 970 სრულ ჰარმონიაშია, ამ ჰარმონიას ელექტრო ენერგიით 3400 მილიამპერიანი ბატარია ამარაგებს, რომელიც სმარტფონს მძიმე დატვირთვისას სრულ 24 ხოლო საშუალო დატვირთვისას სრულ 48 საათს ამუშავებს. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი Youtube არხი მალე შემოგთავაზებთ Huawei P20/P20 Pro-ს ვიდეო მიმოხილვას, ასე რომ გამოიწერეთ არხი, გამოგვყევით ჩვენს Facebook გვერდზე და იყავით ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში.


Huawei P20 Lite-ის ვიდეო განხილვა


გააზიარე

დაბრუნება Posts