Huawei Y3 2018 (Go Edition) – კომპანიის პირველი სმარტფონი Android Go სისტემაზე!

დაბრუნება Posts

Huawei Y3 2018 (Go Edition) – კომპანიის პირველი სმარტფონი Android Go სისტემაზე!


როგორც იცით, Google-მა დიდი ხანი არაა, რაც Android Go გამოუშვა. ამ პროექტის მიზანი გახლავთ ის, რომ იაფ-ფასიანი სმარტფონები გახდეს უფრო გამოყენებადი, მუშაობდეს სუფთა Android-ზე და ვისაც არ ყოფნის თანხა ძვირადღირებულ სმარტფონზე, მასაც ჰქონდეს საშუალება ახალი ფუნქციებითა და განახლებებით დატკბეს.

როგორც ხმები გავრცელდა, Huawei თავისი ბიუჯეტური სმარტფონის Huawei Y3-ის 2018 წლის მოდელის გამოშვებას Android Go-ს სისტემური უზრუნველყოფით აპირებდე და ეს სწორედ ასეც მოხდა. აღსანიშნავია ის, რომ Huawei Y3 2017 კომპანიისთვის მომგებიანი აღმოჩნდა წინა წელს და თავის ფასში კონკურენტები ჩამოტოვა. როგორც ჩანს, ამ წელსაც იგივე მიზნის მიღწევა სურს Huawei-ს, ამიტომაც Google-თან შეთანხმებაზე წავიდა.

რა ვიცით ახალ სმარტფონზე?

სმარტფონს IPS LCD 5 ინჩიანი ეკრანი აქვს 854 x 480 რეზელუციით, რომლის შეფარდებაც 16:9 არის ნაცვლად ტრენდული 18:9-ისა (რაც პრინციპში გასაგებია ბიუჯეტურობის გამო). ის მუშაიბს Mediatek MT6737M- პროცესორზე და ვიხილავთ 1გბ ოპერატიული და 8გბ შიდა მეხსიერებით, რომლის გაზრდაც Micro SD ბარათით 128გბ-მდე იქნება შესაძლებელი .

გადავინაცვლოთ კამერაზე. მას 8MP-იანი მთავარი კამერა ექნება ავტო ფოკუსითა და გვერდზე Flash განათებით. ამ კამერას f/2.0 დიაფრაგმით ვიხილავთ, რაც ამ ფასის სმარტფონისთვის ცუდი არაა. ვიდეოგადაღება 720p/30 fps-ით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სელფის კამერას, ის 2MP-იანი იქნება და წინამორბედისგან განსხვავებით გამოსწორებული ფოკუსი ექნება. რაც შეეხება უსადენო კავშირებს,მას ექნება Bluetooth 4.0-ის და  LTE-ის მხარდაჭერა. სმარტფონი 2,280 mAh ბატარიით მოგვევლინება და მისი დამუხტვა ჩვეულებრივი USB Type B კაბელით შეიძლება.

დიზაინი და ხელმისაწვდომობა

ახალი სმარტფონის მასა 180 გრამს შეადგენს, აღჭურვილია პლასტმასის კორპუსით, რომელიც ბოლოებში მომრგვალებულია და სმარტფონს ხელში ადვილად და კომფორტულად დაჭერადს ხდის.  იგი ხელმისაწვდომი იქნება თეთრ, ოქროსფერ და ნაცრისფერ ფერებში. ახალი სმარტფონის გამოშვებას Huawei, როგორც ხმები გავარდა მაისის თვეში აპირებს, მაგრამ ზუსტი თარირი ჯერ დადგენილი არაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ სმარტფონს ყუთიდანვე ექნება Android 8.0 Oreo და იგი Google-ისგან დროულად მიიღებს ყოველთვიურ და მთავარ განახლებებს. მისი ფასი როგორც იუწყებიან $100-ზე მეტი უნდა იყოს, მაგრამ დიდად არ გაცდება კონკურენტი Nokia 1-ის ფასს, რომლის ფასი $99-ს შეადგენს.


გააზიარე

დაბრუნება Posts