Honor 10 – უფრო ხელმისაწვდომი, რეინკარნირებული Huawei P20 Pro

დაბრუნება Posts

Honor 10 – უფრო ხელმისაწვდომი, რეინკარნირებული Huawei P20 Pro


Huawei-ის ქვებრენდმა honor-მა დღეს ახალი სმარტფონი honor 10 წარადგინა, რომელიც რეინკარნირებული, ხელმისაწვდომი Huawei P20 pro არის. ახალი სმარტფონი იმეორებს იმავე დიზაინერულ ხედვას, როგორიც Huawei-ის უახლეს სმარტფონებში გვხვდება.

honor 10-ში ვხვდებით ეკრანში შეჭრილ კუნძულს, რომელზეც განთავსებულია სალაპარაკო დინამიკი, სელფის კამერა და სენსორები. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დიზაინი საკმაოდ კომფორტულია, ორივე მხარეს გადაგრეხილი უკანა შუშა სმარტფონის ხელში ჭერას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე აღნიშნულ მოდელში ვხვდებით ცისფერიდან იისფერში გარდამავალ ფერს, ჰორიზონტალურ ორ კამერასა და წინა პანელზე განთავსებულ შუშაში ინტეგრირებულ თითის ბიომეტრიულ სკანერს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ის ანალოგიურია Huawei P20 Pro-სი, მაგრამ ფასის დასაწევად honor 10-ში ვხვდებით 19:9 ფორმატის LCD ეკრანს, 2280 x 1080 რეზოლუციით. სმარტფონი მუშაობს Huawei-ის Kirin 970 პროცესორზე, შესაბამისად გააჩნია ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტიც. აღსანიშნავია ისიც, რომ honor 10-ის შიდა მეხსიერება 64/128Gb-ია, ხოლო ოპერატიული 4/6Gb. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სმარტფონში შენარჩუნებულია 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების პორტიც.

.

უფრო კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები:

  • ეკრანი – 5.84 ინჩიანი 1080 x 2280 რეზოლუციის 19:9 ფორმატის IPS LCD
  • ოპერატიული მხესიერება – 4/6GB
  • შიდა მეხსიერება – 128GB
  • პროცესორი – Kirin 970
  • გრაფიკული ამაჩქარებელი – Mali-G72 MP12
  • კამერა – 16 MP (f/1.8) + 24 MP-იანი ორმაგი და 24 MP, f/2.0-იანი სელფის, ვიდეო გადაღება 4K 30FPS-ით.
  • ბატარია – Li-Po 3400 mAh

Honor 10-ის ღირებულება შეადგენს $540-ს.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts