Hakii G1-ის განხილვა: ყველაზე ხელმისაწვდომი უსადენო ყურსასმენები

დაბრუნება Posts

Hakii G1-ის განხილვა: ყველაზე ხელმისაწვდომი უსადენო ყურსასმენები


კომპანია Hakii-ს შესახებ დიდი ალბათობით აქამდე საერთოდ არაფერი გაგიგიათ. ეს იმიტომ, რომ ის ძირითადად შედგება დიზაინერებისა და პროგრამისტების ჯგუფისგან, რომლებსაც 2016 წლის დასაწყისში დაებადათ იდეა შეექმნათ თავიანთი პირველი პროდუქტი და გამოსულიყვნენ უსადენო ყურსასმენების საბაზრო ასპარესზე. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ დრო მთლიანად დახარჯა კვლევებსა, დეველოპმენტში და პროტოტიპების შექმნაში, 2018 წლის დასაწყისისთვის კი უკვე წარადგინა თავისი მზა პროდუქტი, რომელიც უკვე წარმატებით ჩაეშვა გაყიდვაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ Kickstarter-ზე სულ რაღაც რამოდენიმე დღეში მიაღწია $10,000 აგროვების მიზანს და მეტიც, 45 დღის განმავლობაში დაგეგმილ ასაგროვებელ თანხას გადააჭარბა და ჯამში $114,208 ააგროვა, რაც ფაქტობრივად რეკორდულია.

მართალია ყურსასმენები ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში ჩაეშვა გაყიდვაში, თუმცა მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველ ქვეყნებს შორის რუსეთი, უკრაინა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – საქართველოა!

Hakii G1 ყურსასმენებს უკვე დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია ვიყენებ და მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება მათთან ერთად.

ყურსასმენები ძირითადად Apple AirPods და Samsung Gear IconX კონკურენტად გვევლინება, ამას თავად კომპანიაც არ მალავს და თავის მარკეტინგულ მასალაშიც G1-ს სწორედ მათ ადარებს. კონკურენტებთან შედარებით ყველაზე დიდი უპირეტესობა ფასში მდგომარეობს და ყურსასმენებში კომპანია სულ რაღაც $69-ს, იგივე ₾180-ს ითხოვს, მაშინ, როდესაც AirPods $159 ღირს (საქართველოში ₾549), Gear IconX კი $199 (საქართველოში ₾649). სხვათაშორის მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ უკრაინაში ყურსასმენების ღირებულება 2,999грн (იგივე $114 შეადგენს)

დიზაინი: ინდუსტრიული, მინიმალისტური და გამორჩეული მაღალი ხარისხის ანაწყობით

ყურსასმენები მაქსიმალურად მინიმალისტური და ლამაზი ინდუსტრიული დიზაინით გამოირჩევა, ფაქტობრივად სტანდარტული ვიზუალური მექანიზმი ახასიათებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენ უსადენო ყურსასმენებს – რაც მოიაზრებს უშუალოდ ყურსასმენებს და მათ სატარებელ ქეისს, რომელშიც ბატარეაა ჩაშენებული და სწორედ საიდანაც ხდება ყურსასმენების დამუხტვა.

AirPods-თან შედარებით ქეისი ცოტათი უფრო დიდი ზომისაა არა სიმაღლეში, არამედ სისქეში, რაც ჯიბეში სატარებლად მას შეუძლებელს ხდის, თუმცა ჯიბეში არც AirPods ან Gear IconX-ის ქეისი იგრძნობა კომფორტულად. ცალკე ქეისში 720 მილიამპერიანი ბატარეაა ჩაშენებული და ყურსასმენების ხანგრძლივობაზე მოგვიანებით მოგიყვებით. ქეისის დამუხტვა ქვედა დამალული პორტიდან ხდება და ის MicroUSB კაბელის საშუალებით იტენება. თვითონ ყურსასმენები უფრო Gear-ის დიზაინთანაა მიახლოებული და არა AirPods-ივით ყურზე, გარედან, არამედ ყურში, შიგნით თავსდება. ყუთიდანვე ხელმისაწვდომია სამი ზომის რეზინის თავი და გარედა რეზინის გასაკეთებელი, რომლითაც დაარეგულირებთ ყურის გარე თავსებადობას, რათა ყურსასმენი ყურიდან არ გადმოვარდეს.

ჩემი გამოცდილებით, ყურსასმენები ყურიდან არანაირად ვარდებოდა, ტესტისთვის კი საკმაოდ აპრობირებული მეთოდი – ხტუნვა გამოვიყენე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სპორტისთვის და სირბილისთვის ისინი იდეალურია. თვითონ კომპანიაც კმათ რეკომენდაციას უწევს, როგორც სპორტული ყურსასმენები და არა სხვა რამ.

სპორტისთვის კიდევ ერთი ხელშესაწყობი ფაქტორი ისაა, რომ ყურსასმენები IP66 სერტიფიკაციით არის შხეფგამძლე და წყალგაუმტარი, ამიტომაც სირბილის ან ვარჯიშის დროს ოფლიანობაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. მწარმოებელი ასევე იუწყება, რომ სპორტული სესიის შემდეგ ყურსასმენები შეგიძლიათ გარეცხოთ, თუმცა მე პირადად ამას არ ვიზამდი.

კონტროლი: როგორ ხდება მუსიკის გადართვა?

ორივე ყურსასმენის გარე ნაწილზე (თავზე) უხილავი ფიზიკური ღილაკია განთავსებული, რომლის საშუალებითაც ხდება ტელეფონთან კომუნიკაცია და მუსიკის კონტროლი. ერთი მოკლე დაჭერა ნებისმიერ ყურსასმენზე მუსიკას რთავს ან აპაუზებს, ორმაგი დაჭერა ააქტიურებს სმარტფონის ასისტენტს და ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ iPhone-ზე ის Siri-ს, ხოლო Android-ზე Google Assistant-ს ან Amazon-ის Alexa-ს გამოიძახებს (იმ შემთხვევაში, ვინმეს მაინც თუ გიყენიათ Alexa). პირადი გამოცდილებიდიდან, Google Assistant-ის გამოძახება მარტივი იყო, თუმცა ორმაგი დაჭერის შემდეგ ცოტათი გრძელი შეყოვნებაა. სამაგიეროდ საკმაოდ კომფორტულია ტელეფონის ამოღების გარეშე ამინდის ან შეტყობინებების გაგება, თუნდაც მუსიკის კონტროლიც.

მუსიკის გადართვა-გადმორთვაც საკმაოდ ინტუიტიურად გამართულია. იმისათვის, რომ შემდეგ სიმღერაზე გადახვიდეთ, დიდხანს (2 წამის განმავლობაში) უნდა დააჭიროთ მარჯვენა ყურსასმენს, ხოლო წინა სიმღერაზე გადასვლისთვის პირიქით – მარცხენა ყურსასმენს უნდა დააჭიროთ.

ზარების შემოსვლისას ერთი დაჭერა ზარს პასუხობს, კიდევ ერთხელ დაჭერა კი თიშავს. ამ მხრივ საკმაოდ კომფორტულია ყურსასმენების გამოყენება, რადგან შეგიძლიათ მანქანაში ერთი ცალკეული ყურსასმენიც გამოიყენოთ.

კონტროლის ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ყურსასმენებიდან არანაირად არ ხდება ხმის აწევა ან დაწევა. ხმა უშუალოდ ტელეფონზეა დამოკიდებული და სწორედ იქიდან უნდა აკონტროლოთ. ალტერნატიული ხერხი – შეგიძლიათ Google Assistant-ს სთხოვოთ ხმა აუწიოს ან დაუწიოს, თუმცა ეს მეთოდი საკმაოდ გრძელ-ხნიანია.

ტექნიკური მახასიათებლები: რა საკვანძო თვისებები გააჩნია ყურსასმენებს?

ყურსასმენები და მათი სატარებელი ქეისი ABS და TPU მატერიებისგანაა დამზადებული, რაც მათ საკმაოდ მჩატეს ხდის. ცალკე ყურსასმენი სულ რაღაც 6 გრამიანია, ხოლო ქეისი 59 გრამიანი. ყურის დრაივერი 5.8 მილიმეტრიანია და ტიტანის დიაფრაგმა გააჩნია. ჟღერადობა 106±3 დეციბელს შეადგენს (1kHz/1mW), ხოლო სიხშირე 20 ჰერციდან მაქსიმუმ 20,000 ჰერცამდე.

მწარმოებლის თქმით, ყურსასმენებში “ძლიერი ჩიპსეტია” ჩაშენებული, რომელიც ტელეფონთან დაკავშირებას მაქსიმალურად სწრაფს და კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ ამ ჩიპსეტის ხარჯზე ყურსასმენებს Fast Pair ფუნქციონალი გააჩნიათ, რომლის შედეგად ქეისის გახსნისას ყურსასმენები ავტომატურად უკავშირდება სმარტფონს, დაახლოებით ისე, როგორც ამას Apple-ის AirPods-ები აკეთებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყურსასმენები Bluetooth 5.0 პროტოკოლით მუშაობენ და 360 გრადუსით 10 მეტრის მანძილზე შეუძლიათ კავშირზე ყოფნა.

ბატარეა: უსადენო ყურსასმენებს შორის ჩემპიონი ხანგრძლივობაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, ყურსასმენების ქეისს ცალკე 720 მილიამპერიანი ბატარეა აქვს ჩაშენებული. მწარმოებლის თქმით, ყურსასმენები ცალკე 3.5 საათამდე ძლებენ მაქსიმუმ და შეუძლიათ 5-ჯერ დაიტენონ ქეისიდან, რაც ჯამში დაახლოებით შეუჩერებლად მოსმენის 18 საათს შეადგენს.

ჩემი გამოცდილებით, ყურსასმენები ყუთიდან ამოღებისთანავე არ დამიტენია, უკვე 1 კვირაა რაც ვიყენებ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაინც არ ითიშება. ჩემი მუსიკის მოსმენის რუტინა დაახლოებით 2-3 საათს შეადგენს დღეში, აქტიური მსმენელი არ ვარ, სწორედ შეიძლება რატომაც მიძლებენ ყურსასმენები ამდენ ხანს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ცალკე, უქეისოდ გაძლების დატესტვისას ყურსასმენებში მუსიკა ჩავრთე და დაახლოებით 3 საათის შემდეგ ბატარეა 80%-ზე დაეცა. ქეისში ჩადებისას კი ყურსასმენები ავტომატურად იტენება და ყოველთვის 100%-ზე დაგხვდებათ ამოღებისას იქამდე, სანამ ქეისი ცოცხალია.

მთელი ამ ხნის განმავლობაში სიმართლე გითხრათ, დამუხტვა ერთხელაც არ დამჭირვებია, თუმცა მწარმოებელს თუ დავუჯერებთ, 20 წუთიანი დამუხტვა მუსიკის მოსმენის 1 საათს მოგვცემს, ხოლო ქეისის სრულ დამუხტვას 2 საათი სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგია და ვფიქრობ მათ დამუხტვას ყველაზე აქტიურ მსმენელსაც ძალიან იშვიათად დასჭირდება.

ხმა და ჟღერადობის ხარისხი: AirPods-ებთან შედარებით ბევრად უკეთესი!

როგორც იქნა, მოვედით ხმის ხარისხამდე! ყურსასმენებს ბოლო-ბოლო ხომ სწორედ ჟღერადობის გამო ვყიდულობთ, რათა მაღალ ხარისხში მოვუსმინოთ და დავტკბეთ მუსიკით.

ამ მხრივ საკმაოდ გაოცებული დავრჩი. იმის გამო, რომ მათი დიზაინი დახურულია და ყურში იზოლირებულად თავსდება, იქმნება საკმაოდ ძლიერი ხმის დახშობა, რომლის გამოც ჟღერადობა და რაც მთავარია ბასი ბევრად უფრო ძლიერია. სხვათაშორის ბევრად ძლიერი, ვიდრე ეს AirPods-ებზეა წარმოდგენილი, რადგან მათი დიზაინი პოლიკარბონატისაა და ყურში დახშულად არ თავსდება.

პირადად ალტერნატიული მუსიკის მოყვარული ვარ და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი ხმის მაღალი და დაბალი სიხშირეებით. ხმა შესაძლოა ეპიკური და ყბის “ჩამომგდები” არ არის, თუმცა თუკი კონკურენტებთან შედარებითაა უკეთესი, ეს უკვე საკმაოდ ბევრს ნიშნავს, თანაც ასეთი ფასის გათვალისწინებით.

შეჯამება: ღირს თუ არა არჩევანი სწორედ ამ უსადენო ყურსასმენებზე შევაჩეროთ?

ორი სიტყვით რომ შევაჯამო, ვფიქრობ ფასის გათვალისწინებით ეს ძალიან კარგი არჩევანი იქნბა ყველასთვის. მართალია მწარმოებელი მათ აპოზიციონირებს სპორტულ და აქტიურ სეგემნტზე, თუმცა მე თუ დავრჩი კმაყოფილი, დარწმუნებული ვარ თქვენც იქნებით!

ეს არის იდეალური შერწყმა ლამაზი დიზაინის, ფუნქციონალობის და ხმის მაღალი ჟღერადობის, რომელიც ამ ფასში საკმაოდ იშვიათია. პირადად ვფიქრობ რომ მათი შეძენა ყველანაირადაა გამართლებული და ღირს კიდეც!

ეს ფაქტობრივად ყველაზე იაფი “სრულად უსადენო” ყურსასმენებია. რა თქმა უნდა ბაზარზე ბევრი სხვა “უსადენო” ყურსასმენია, თუმცა მათი პრობლემა ისაა, რომ მაინც კაბელიანია, აქ კი მსგავსი რამ საერთოდ არ გვხვდება. ბაზარი ასევე სავსეა ჩინური AirPods-ების კლონებით, რომელთა ტელეფონთან დაკავშირება ერთი ძალიან დიდი თავის ტკივილია, რაც მთავარია, Hakii G1 ასეთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და პრემიუმ მწარმოებლებს უწევს ღირსეულ კონკურენციას!

ფასი და ხელმისაწვდომობა: როგორ და სად ვიყიდო?

ფერების მიხედვით ჯამში ხელმისაწვდომია სამი ფერი: მთლიანად მონაცისფრო, თეთრი და შავი წითელი შეფერილობებით, რომელიც დამაკავშირებელ კაბელზე და ყურის რეზინებზე ვრცელდება. Hakii G1-ის ყიდვისათვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რომლის შემდეგაც ოპერატორი პირადად დაგიკავშირდებათ და შეგითანხმებთ დეტალებს.

ფასი 180₾ შეადგენს, თუმცა თავისუფლად შესაძლებელია განვადების გაკეთებაც. შეკვეთის შემდეგ კურიერი სასურველ ადგილას მოგაწვდით ყურსასმენებს, სრულად უფასოდ.

ყურსასმენების ყიდვისთვის სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეგიძლიათ აქ. 


გააზიარე

დაბრუნება Posts