Google I/O-ზე Android P ოფიციალურად დაანონსდა

დაბრუნება Posts

Google I/O-ზე Android P ოფიციალურად დაანონსდა


Android P უკვე აქაა! გუშინ Google-მა ოფიციალურად დაანონსა Android 9.0, განახლებული ინტერფეისით, უამრავი ახალი ფუნქციითა და უფრო მეტად დაჭკვიენებული ხელოვნური ინტელექტით. კომპანია მაქსიმალურად ორიენტირდა სიმარტივესა და ფუნქციონალზე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ნავიგაციის ღილაკები საბოლოოდ შეიცვალა და სხვადასხვა ჟესტური ფუნქციონალიც მიიღო. ახლა კი ვნახოთ რა არის ახალი Android P-ის ბეტა ანაწყობში.

ჟესტური ნავიგაცია

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე წლებია, რაც სისტემაში ნავიგაციისთვის სტანდარტული სახლის, უკან გამოსვლის და ტასკის ღილაკები გამოიყენებოდა. დღეიდან კი ყველაფერი შეიცვლება, ჟესტური ნავიგაცია ბევრად ამარტივებს სმარტფონის მოხმარებას, ამას დამატებული განახლებული ანიმაციები და თქვენ სიამოვნებასაც კი მიიღებთ მისგან.

ადაპტირებადი ბატარია

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თქვენი სმარტფონი დააკვირდება თქვენს მიერ გამოყენებულ აპლიკაციებს, დააჯგუფებს მათ ფუნქციონალის მიხედვით და უფრო ენერგოეფექტურს გახდის, რაც სმარტფონის გამოყენებას მაქსიმალურად გაახანგრძლივებს და ბატარიის სიცოცლისუნარიანობასაც გაზრდის. როგორ? ეს ფუნქცია ნაკლებ ენერგიას მიაწოდებს ისეთ აპლიკაცებს, რომლებსაც არასისტემატიურად იყენებთ. ამ ყველაფერს კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაადგენს.

App Actions

განახლებული აპლიკაციების სარჩევი ახლა უფრო ჭკვიანია. თუ ადრე ის მხოლოდ სავარაუდოდ საჭირო აპლიკაციებს ყველაზე მაღლა აჩვენებდა, ახლა აქ შევხვდებით სხვადასხვა აქტივობას. მაგალითად თუ თქვენ ხშირად რეკავთ ვინმე კონკრეტულ ადამიანთან, სისტემა აპლიკაციების სარჩევში შემოგთავაზებთ აიქონს, რომელზე დაჭერითაც პირდაპირ განახორციელებთ ზარს.

ეკრანის ადაპტირებადი სინათლე

ისევ ხელოვნური ინტელქტის დახმარებით თქვენი ტელეფონი შეძლებს დააკვირდეს თქვენს აქტივობას და ეკრანის ნათება შესაბამისად მოარგოს მას. ამ ფუნქციას Adaptive brightness ქვია, ის იმახსოვრებს დროის რა მომენტში როგორ განათებას იყენებდით და განმეორებად პირობებში ამის მიხედვით აყენებს ეკრანის პარამეტრებს.

კიდევ ერთ ახალ ფუნქციას წარმოადგენს Dashboard-ი, რომელიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი აქტივობა და გიჩვენებთ რამდენი ხანი იყენებდით ამა თუ იმ აპლიკაციას. Android P-ში ასევე შევხვდებით Wind Down ფუნქციასაც. მისი საშუალებით ტელეფონის ეკრანი გახდება შავ-თეთრი ღამის პერიოდში (დაძინებიდან გაღვიძებამდე), რათა სმარტფონი უფრო ენერგოეფექტური გახდეს და დაზოგოს ბატარია. Shush ფუნქცია კი ავტომატურად გააქტიურებს Do Not Disturb რეჟიმს, როცა სმარტფონს ეკრანით დავდებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Android 9.0-ში საკმაოდ დიდი კოსმეტიკური ცვლილებებია, ახლა ყველაფერი უფრო მომრგვალებული და ანიმაციურია, მათ შორის გამარტივებულია შეტყობინებების პანელიც. ბოლო წლებში Android-ი, როგორც საოპერაციე სისტემა საკმაოდ დაიხვეწა, ამას კი მაშინვე მიხვდებით, როდესაც “სუფთა Android-ზე” მომუშავე სმარტფონს დაიჭერთ ხელში.

მართალია ეს უკვე მეორე ანაწყობია, მაგრამ ასევე შეგიძლიათ იხილოთ Android 9.0-ის პირველი ანაწყობის ჩვენი განხილვა, რითაც წარმოდგენა შეგექმნებათ ზემოთ აღნიშნულ კოსმეტიკურ ცვლილებებზე.

ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ როდის განახლდება თქვენი სმარტფონი უახლეს საოპერაციე სისტემაზე. სამწუხაროდ ეს იმ კომპანიის გადასაწყვეტია, რომლის სმარტფონსაც იყენებთ, მაგრამ “სუფთა Android-ზე” მომუშავე სმარტფონები განახლებას აგვისტოდან მიიღებენ. იქამდე კი ზოგიერთი ბრენდის მომხმარებელს შეუძლია Beta ანაწყობით დატკბეს. Google-მა პრეზენტაციაზე რამდენიმე სმარტფონი დაასახელა, რომლებიც ამ დღეებში მიიღებენ Android 9.0-ს. ესენია: Google Pixel, Pixel XL, Pixel 2, Pixel 2 XL, Essential PH-1, Xiaomi Mi Mix 2S, OnePlus 6, Sony Xperia XZ2,Oppo R15 Pro, Nokia 7 Plus, , Vivo X21.  აღსანიშნავია ის, რომ Android-ზე ფრაგმენტაციის პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც Qualcomm-ს, ასევე Project Treble-ს, შესაბამისად ძალიან მალე დამთავრება განახლების თვეობით ლოდინი და მომხმარებელი მომენტალურად შეძლებს ახალი საოპერაციე სისტემით სარგებლობას.

Beta პროგრამაში გაწევრიანება შესაძლებელია ამ ბმულზე.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts