Samsung Galaxy S Light Luxury – Galaxy S8-ის ბიუჯეტური ვერსია

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy S Light Luxury – Galaxy S8-ის ბიუჯეტური ვერსია


რამდენიმე კვირაა, რაც ინფორმაცია ვრცელდება Samsung Galaxy S8-ის Lite ვერსიაზე, რომელსაც S8 Mini-თაც მოიხსენიებდნენ. როგორც აღმოჩნდა ჭორები ამ ყველაფრის შესახებ მართალი აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოდელის სახელი Samsung Galaxy S Light Luxury არის.  ის Samsung-მა დღეს ოფიციალურად წარადგინა ჩინეთის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შემცირებულია S8-სთან შედარებით, შენარჩუნებულია მისი დიზაინი, Bixby-ის ღილაკი და უცნაურად განთავსებული თითის ბიომეტრიული სკანერი.

ახლა კი გადავიდეთ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. სმარტფონი წარმოდგენილია 5.8 ინჩიანი 18.5:9 ფორმატის FullHD+ რეზოლუციის “უსაზღვრო ეკრანით”. იგი მუშაობს Snapdragon 660 პროცესორზე და აღჭურვილია 4Gb ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერებით. რაც შეეხება მთავარ კამერას, იგი 16Mp-იანია, ხოლო წინა – 8Mp. აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან IP68 სერტიფიკატით, გააჩნია უკაბელო დამუხტვის შესაძლებლობა, სახისა და თვალის ბადურის სკანირების ტექნოლოგია და ბატარიის მოცულობაც 3000mAh-ია. S Light Luxury ყუთიდანვე წარმოდგენილი იქნება Android Oreo საოპერაციე სისტემით, რა თქმა უნდა Samsung Experience სამომხმარებლო ინტერფეისით.

ზემოთ აღნიშნული სმარტფონის გაყიდვები უკვე დაიწყო ჩინეთში, მისი ღირებულება დაახლოებით $600-ია და წარმოდგენილია ორ, შავ და წითელ ფერში. სამწუხაროდ ჯერ უცნობია Samsung Galaxy S Light Luxury როდის ჩაეშვება გლობალურ ბაზარზე.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts