PUBG-ი საავტორო უფლებების დასაცავად Fortnite-ის წინააღმდეგ იბრძოლებს!

დაბრუნება Posts

PUBG-ი საავტორო უფლებების დასაცავად Fortnite-ის წინააღმდეგ იბრძოლებს!


PlayerUnknown’s Battlegrounds, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც PUBG, დაიპყრო 2017 წელს თამაშების ბაზარი და დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ მისი პოპულარობა მალევე გადაფარა Epic Games-ის უახლესმა და პოპულარულმა თამაშმა Fortnite-მა. კომპანია Epic Games-მა თავის თამაშში დაამატა ახალი Battle Royale მოდი,რომელიც დღემდე დომინირებს Twitch-ზეც და პოპულარობის ზენიტს აღწევს.

ორი დიდი კომპანია, რა კომპანიაა თუ ერთამენთს არ შეებრძოლა, ამიტომ PUBG-ის დეველოპერებმა აღმოაჩნეს რამდენიმე მსგავსება კონკურენტი კორეელების თამაშში და ისინი თავისი საავტორო ფაილებით უფლებების დაცვას აპირებენ.  როგორც აცხადებენ, კომპანიის უცნობი დეველოპერები, მათი ოფიციალური გვერდიდან, ისინი არ აპირებენ დათმობას და ბოლომდე დაიცავენ მათ საავტორო უფლებებს. ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალები და ის თუ რა გზით აპირებს Epic Games-ი პრობლემიდან თავის დაღწევას. გასაკვირია ისიც, რომ ორივე თამაში აგებულია Unreal Engine 4-ით, რომელიც კომპანია Epic Games-ის შექმნილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდულია PUBG-ის 40 მილიონი ეგზემპლარი, რომელსაც Xbox One-ზე უამრავი ექსკლუზივები აქვს. მადლობა ასევე Epic Games-სს რომ მისი თამაში უფასოა, რომელმაც $300 მილიონი ააგროვა წინა თვეში, რასაც ორივე თამაშის მობილური ვერსიებიც ემატება.


გააზიარე

დაბრუნება Posts