Fortnite-ის Android-ზე გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა

დაბრუნება Posts

Fortnite-ის Android-ზე გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა


თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ერთ-ერთი ცნობილი თამაში, Fortnite, iOS მოწყობილობებზე ხელმისაწვდომი გახდა. მაგრამ დღემდე არაფერი ისმოდა იმის შესახებ თუ როდის შეეძლებოდათ Android-ის მომხმარებლებს ამ თამაშით გართობა.

როგორც თამაშის დეველოპერები ამბობენ, Android სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებზე Fortnite-ის რელიზი ამ ზაფხულს შედგება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ რა არის ამის მიზეზი. რა თქმა უნდა ფრაგმენტაცია. როგორც იცით iOS სისტემაზე არც თუ ისე ბევრი მოწყობილობა მუშაობს, განსხვავებით Android-ისა. შესაბამისად დეველოპერებს უწევთ უამრავ სხვადასხვა მოწყობილობასა და რეზოლუციაზე თამაშის ოპტიმიზირება, რაც გარვკვეულ დროს მოითხოვს.

Epic Games-ი ასევე გეგმავს გარკვეულ გაუმჯობესებებს, როგორიცაა სამომხმარებლო ინტერფეისის დახვეწვა, ავტომატური სირბილის, სროლის გაუმჯობესება, ასევე საინსტალაციო დროისა და თვითონ თამაშის მოცულობის შემცირება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ზაფხულს თამაშს დაემატება Voice Chat-იც, რომელსაც მიუხედავად მულტიპლატფორმისა მობილურ ვერსიაში ვერ შეხვდებოდით. საუბარი იყო ახალ Battery Saver ფუნქციაზეც, რომელიც შეამცირებს გრაფიკულ დატვირთვას, რათა თამაში უფრო მეტად ენერგოეფექტური გახდეს, რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში.

როგორც იქნა Epic Games აქტიურად მუშაობს თამაშის დახვეწასა და ბაგების აღმოფხვრაზე. ზემოთ ჩამოთვლილი გაუმჯობესები ეტაპობრივად გახდება ხელმისაწდომი iOS მოწყობილობებზე, ხოლო Android-ის მომხმარებლებმა ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts