Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 300 მილიონი დოლარი მოაგროვა!

დაბრუნება Posts

Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 300 მილიონი დოლარი მოაგროვა!


Epic Games-ის ერთ-ერთმა პოპულარულმა თამაშმა, Fortnite-მა მხოლოდ აპრილის თვეში 296 მილიონი დოლარი მოაგროვა PC, Console და მობილურ პლატფორმაზე, ამას კი SuperData იუწყება თავის კვლევებში. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე თამაშის მიერ თებერვლის თვეში გამომუშავებული თანხა. Fortnite ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა.

მაგრამ რა აქცევს ამ თამაშს განსაკუთრებულად? რა თქმა უნდა მისი უფასო მოდი, Battle Royale-ი, სადაც 100 რეალური მოთამაშე ერთმანეთს უპირისპირდება, აგროვებს რესურსებს და აშენებს თავდაცვის ობიექტებს, გამარჯვებული კი უკანასკნელი გადარჩენილი იქნება. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, საიდან შესდით დეველოპერებს თანხა, თუ თამაში უფასოა? Fortnite-ში არის სხვადასხვა კოსმეტიკური, ეგრეთწოდებული “სკინები”, გრაფიტები, ნივთები და ემოციები, რომლის გახსნაც ეტაპობრივად შეგიძლიათ, მაგრამ მათი  ერთიანად ყიდვა შესაძლებელია Battle Pass-ითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ Fortnite-ის თამაში შეგიძლიათ მეგობრებთან ერთადაც, რა თქმა უნდა სხვადასხვა მოდიფიკაციებით. კიდევ ერთი რამ, რაც აღნიშნულ თამაშს განსაკუთრებულს ხდის, არის სხვადასხვა დროებითი დამატებები. მაგალითად გასულ თვეს, The Avengers: Infinity war-ის პრემიერასთან დაკავშირებით თამაშში დაემატა ერთგვარი მოდი, სადაც ნებისმიერ მოთამაშეს “უსასრულობის ხელთათმანის” პოვნის შემთხვევაში შეეძლო გამხდარიყო ფილმის ბოროტმოქმედი პერსონაჟი “თანოსი” და ესარგებლა სხვადასხვა ძალებითა და პრივილეგიებით.

Fortnite-ის რელიზი iOS მოწყობილობებზე უკვე შედგა და როგორც დეველოპერები აღნიშნავენ, მობილურ პლატფორმაზე თამაში ყოველ დღე 1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ Epic Games-მა Fortnite-ი მულტიპლატფორმულ თამაშად აქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ სმარტფონით შეგიძლიათ ითამაშოთ პერსონალური კომპიუტერითა და კონსოლით მოთამაშეებთან ერთად. თამაში ამ ზაფხულს გაეშვება Android მოწყობილობებზეც, Epic Games-ი კი იმედოვნებს, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის შემოსავალს.

მინდა ავღნიშნო, რომ Fortnite-მა მოთამაშეების რაოდენობით რეკორდი მოხსნა და დღემდე ყველაზე ყურებად თამაშად ითვლება Youtube-სა და Twitch-ზე. კრიტიკოსები მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და შესაძლებელია 2018 წლის საუკეთესო Multiplayer ჟანრის თამაშადაც იქცეს. ეს ყველაფერი კი, მრავალფეროვანი, საინტერესო და გასართობი Gameplay-ის დამსახურებაა. თავიდან შესაძლოა თამაში ცოტა ბავშვური მოგეჩვენოთ, მაგრამ ცოტა ხანში გაანალიზებთ, რომ ასეთი გრაფიკა მხოლოდ გარკვეულ სტილს აძლევს მას, ხოლო თამაშის მიმდინარეობა საკმაოდ დაძაბული და რთულია.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts