Android 10.0 – საიუბილეო საოპერაციე სისტემა Google-ისგან

დაბრუნება Posts

Android 10.0 – საიუბილეო საოპერაციე სისტემა Google-ისგან


ერთ-ერთმა ჩვენმა ბლოგერმა Android P-ის პარამეტრების ქექვის დროს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ Android-ის შემდეგი ვერსია არა 9.0 არამედ 10.0 (10.10) იქნება. ვინც არ იცით, როდესაც სმარტფონში Demo მოდი აქტიურდება, საათზე Android-ის ვერსია გამოისახება. როგორც სურათიდან ხედავთ საათის ციფერბლატი 10.10-ს აჩვენებს, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ Google-ის შემდეგ საოპერაციო სისტემას დიდი ალბათობით Android 10.0 (10.10) ერქმევა.

რატომ ტოვებს Google-ი 9-ს? რადგან პირველი Android მოწყობილობა 10 წლის წინ, 2008 წლის 27 სექტემბერს გამოვიდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას.


გააზიარე

დაბრუნება Posts