Xiaomi Black Shark – კომპანიის უახლესი სმარტფონი თამაშებისთვის

დაბრუნება Posts

Xiaomi Black Shark – კომპანიის უახლესი სმარტფონი თამაშებისთვის


რამდენად მიგაჩნიათ, რომ Gaming-ს სმარტფონებში დიდი მომავალი აქვს? ღირს კი ისეთი სმარტფონის შეძენა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ასპექტს?

როგორც იცით გასულ წელს ამ სფეროში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანია Razer-მა წარადგინა თავისი სმარტფონი, რომელიც ორიენტირებულია, რათა მაქსიმალურად კარგი სათამაშო გარემო შეგიქმნათ Dolby-ს სტერეო დინამიკებით, კომფორტული დიზაინითა და 120Hz-იანი ეკრანით.

დღეს კი პოპულარულმა ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ სპეციალურად Gaming-ისთვის ახალი სმარტფონი, Xiaomi black shark წარადგინა უახლესი გაგრილების სისტემით, Snapdragon 845-ითა და 4000mAh-იანი ბატარიით, რაც მაქსიმალურად კომფორტულ სათამაშო გარემოს შეგიქმნით.

Xiaomi Black Shark-ი წარმოდგენილი 5.99 ინჩიანი 18:9 ფორმატისა და Full HD+ რეზოლუციის IPS LCD ეკრანით. ასევე ვხვდებით Snapdragon 845 ჩიპსეტს, Kryo 385 ბირთვებითა და Adreno 630 გრაფიკული ამაჩქარებლით. როგორც ზემოთ ავღნიშნე აღნიშნული სმარტფონი სრულიად ახალ წყლის გაგრილების სისტემას იყენებს, რომელიც პროცესორს 8 გრადუსამდე სიგრილეს ანიჭებს, შესადარებლად სხვა სმარტფონებში ეს მაჩვენებელი 25-დან 35 გრადუსამდე მერყეობს.

სამწუხაროდ სმარტფონს არ აქვს მეხსიერების გაზრდის საშუალება MicroSD ბარათით, მაგრამ იგი წარმოდგენილია ორ ვერსიად: 6GB/64GB და 8GB ოპერატიული/128GB შიდა მეხსიერებით. ასევე აქ ვხვდებით სტერეო აუდიო სისტემას, მეორე დინამიკის ფუნქციას სალამაპარაკო სპიკერი ითვისებს.

უკანა პანელს X-ის ფორმა აქვს, სადაც ორმაგი კამერის მოდულისა და ფლეშის გარდა ანტენებიცაა განლაგებული. სმარტფონი წარმოდგენილია ორი მთავარი 12 MP f/1.75 + 20 MP f/1.75-იანი და 20MP-იანი სელფის კამერით.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ 50,000 მყიდველს საჩუქრად შეხვდება დამატებითი მოდი, კონტროლერის ფუნქციით, რომელსაც ცალკე ბატარია გააჩნია და Bluetooth-ით უკავშირდება სმარტფონს. Xiaomi Black Shark-ის ღირებულება მონაცემების შესაბამისად დაახლოებით $477/$557-ია.


გააზიარე

დაბრუნება Posts