Huawei P20 Lite ბიუჯეტური კლასის სუპერ კამერაფონი

დაბრუნება Posts

Huawei P20 Lite ბიუჯეტური კლასის სუპერ კამერაფონი


რამოდენიმე დღის წინ სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდმა Huawei-მ მსოფლიოს საკუთარი P სერიის სმარტფონების ახალი სერია P20; P20 Pro და P20 Lite წარუდგინა. თქვენი ყურადღება, სერიის ბიუჯეტურ მოდელ Huawei P20 Lite-ზე მინდა შევაჩერო. აღნიშნული სმარტფონი გამოირჩევა რა ტექნიკური მახასიათებლებითა და შესაშური წარმადობით ბიუჯეტურ კლასში, იგი აღჭურვილია ორმაგი კამერით, რომლებიც იმედებს არც-ერთი კატეგორიის მომხამრებელს არ გაუცრებს. კამერის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგია: 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, დიაფრაგმით 2.2, მისი დამხმარე კამერა კი 2 მეგაპიქსელიანია რომელიც ფაზური ფოკოსურებისათვისა და პორტრეტული რეჟიმების სურათების გადასაღებად გამოიყენება. რაც შეეხება წინა კამერას ის 16 მეგაპიქსელიანია დიაფრაგმით 2.0. მსგავსი ფართე დიაფრაგმა კამერას ღამის განათებაშიც კი სახის ამოცნობის შესაძლებლობას ანიჭებს, რაც საშუალებას გვაძლევს სახით განბლოკვის ფუნქცია დაბალი განათების დროსაც გამოვიყენოთ.

როგორ გამოიყურება და რა შესაძლებლობეი აქვს Huawei P20 Lite-ის კამერა? თუ თქვენ აქამდე გქონიათ Huawei-ს ბრენდის სმარტფონი, სამომხმარებლო ინტერფეისი ნაცნობი იქნება თქვენთვის, ის ისევ მარტივი და ადვილი აღსაქმელია.                                                  ვიდეოს გადაღების რეჟიმი           ფოტო გადაღების რეჟიმი

გარდა ამ მარტივი ფოტო თუ ვიდეო გადაღების რეჟიმისა, Huawei უკვე წლებია გვანებივრებს თავისი უბადლო პროფესიონალური რეჟიმით, რომელიც სურათის გადაღებისას თითქმის ყველა პარამეტრის ცვლილების საშუალებას გვაძლევს. დაბალი განათების პირობებში უბრალოდ განათავსეთ თქვენი სმარტფონი მყარად ზედაპირზე და 8 წამიანი დაყოვნებით გადაიღებ საუცხოო ღამის სურათები. თუ როგორ უნდა გააქტიუროთ ეს და სხვა მრავალი საინტერესო ფუნქცია, ჩვენს მოკლე ვიდეო გაკვეთილებში იხილავთ ძალიან მალე.                                                                                პროფესიონალური რეჟიმი

2018 წელი, გარდა სმარტფონის ნახევარკუნძულებისა ასევე AR ტექნოლოგიის წელიცაა, რომელის ბევრ გართობას გვთავაზობს. საუბედუროდ ბიუჯეტური კლასის სმარტფონის შეძენისას, გართობის ამ ფორმას ვემშვიდობებოდით მაგრამ არა Huawei P20 Lite-ის შემთხვევაში. კამერაში ჩაშენებულია ე.წ AR რეჟიმი რომელიც ბევრი სახალისო ფოტოს თუ ვიდეოს გადაღების საშუალებას გვაძლევს. თქვენ მხოლოდ აირჩიეთ სასურველი გმირი და იგი თქვენს სახეს გამოყვება, სახალისო სელფების გადაღება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. სმარტფონი ასევე უამრავ სხვა რეჟიმსაც გვთავაზობს.                                                                                                                           AR ეფექტები

ბიუჯეტურ კლასში ხშირად შეზღუდულები ვართ, კამერის პარამეტრების ცვლილებაში, მხოლოდ ფიქსირებული პარამეტრებითაა შესაძლებელი კამერის გამოყენება, მაგრამ Huawei-ის შემთხვევაში ეს არაა. შეგვიძლია შევცვალოთ როგორც ფოტო ასევე ვიდეო პარამეტრები. (გაფართოება, ფერების სიკაშკაშე და სხვა)

                                                        ვიდეო პარამეტრები                 ფოტო პარამეტრები

დამეთანხმებით აზრი არ აქვს ამდენ შესაძლებლობას თუ სმარტფონი ყოველდღიურად არ იღებს კარგ სურათებს, რომელიც თქვენს მოგონებებს სულს შთაბერავს. სჯობს თქვენი თვალით იხილოთ Huawei P20 Lite-ის კამერის შესაძლებლობები.

მოკლე ტესტირების შედეგები ასე გამოიყურება, ის ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. მეტი ფოტოსათვის ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს თვალი და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი


გააზიარე

დაბრუნება Posts