Huawei P20-ის პირველი შთაბეჭდილებები

დაბრუნება Posts

Huawei P20-ის პირველი შთაბეჭდილებები


სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდმა Huawei-მ საზოგადოებას სამი სმარტფონი Huawei P20 Lite, Huawei P20 და Huawei P20 Pro წარუდგინა. ჩვენი ბლოგიდან თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ბიუჯეტური კლასის Huawei P20 Lite-ს, მაგრამ დღეს მის უფროს ძმაზე -Huawei P20-ზე გიამბობთ.

Huawei P20-ის მთავარი ღირსება მისი კამერაა, 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული და 12 მეგაპიქსელიანი ფერადი სენსორი, რომლებიც დაბალი განათების დროს ერთიანდებიან და პიქსელის ძალიან დიდ 1.55 მიკრონს გვაძლევენ. რა მოხდება თუ ასეთ დიდ სენსორსა და ჭკვიან პროგრამულ უზრუნველყოფას ერთმანეთთან დავასინქრონებთ? შედეგად მივიღებთ საუკეთესო ღამის ფოტოგრაფიის სმარტფონს და დიახ, Huawei P20 არის საუკეთესო დღის და ღამის კამერაფონი, რომელსაც კონკურენციას კვლავ ჰუავეის წარმოების Huawei P20 Pro უწევს. მოკლე ტესტირების შედეგად დავრწმუნდით, რომ მარკეტინგი არ იტყუება და სმარტფონი უკონკურენტოა კამერის სეგმენტში.

ნახეთ P20-ით გადაღებული რამოდენიმე ფოტო-მაგალითი:

გარდა საუკეთესო კამერისა, Huawei P20 აღჭურვილია Kirin 970 პროცესორით, რომელიც სმარტფონს არ აძლევს გაჭედვებითა და ე.წ ჩაგდებული კადრებით მუშაობის საშუალებას. დარწმუნებით ვამბობ, რომ ყველაფერი 60 კადრი/წამში მუშაობს. მოკლე ვადიანმა ტესტირებებმა მხოლოდ ამის თქმის საშუალება მოგვცა ამ მომენტისთვის, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რათა არ გამოგრჩეთ Huawei P20-ის განხილვა. გაგვიზიარეთ თქვენი ხედვები ჩვენს Facebook გვერდზე. დიდ მადლობას ვუხდით “Huawei Georgia-ს” თანამშრომლობისათვის.


გააზიარე

დაბრუნება Posts