Huawei-ს ეს სმარტფონი $2599 ღირს!

დაბრუნება Posts

Huawei-ს ეს სმარტფონი $2599 ღირს!


27 მარტს, PORSCHE DESIGN-მა და Huawei-მ პარიზში გამართულ პრეზენტაციაზე ერთიბლივი პროექტით შექმნილი Huawei Mate RS წარადგინეს. კომპანია თავის ახალ სმარტფონს გვიხასიათებს, როგორც დიდ გადადგმულ ნაბიჯს მობილური ტექნოლოგიების სამომავლო დიზაინში. პირველად მსოფლიოში, Mate RS-ზე გვხვდება ორმაგი თითის ანაბეჭდიზ სენსორიანი სისტემა და Huawei P20 Pro-ს მსგავსი სამი კამერა, რომელიც გაძლიერებულია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და აქვს Leica-ს უნიკალური ლინზები. 40MP-იანი კამერა კი საოცარ შედეგს იძლევა როგორც დღისით, ასევე ღამე გადაღების პირობებში, რადგან როგორც ვიცით, ის P20 Pro შეფასებულია 108 ქულით და საუკეთესო კამერაფონადაა ამჯერად ცნობილი, იგივეა Mate RS-ის შემთხვევაშიც, ვინაიდან ის ზუსტად იმავე კამერის სენსორებს იყენებს.

Huawei-მ და PORSCHE DESIGN-მა შექმნეს ახალი სტანდარტი მობილური ტექნოლოგიების საინდუსტრიო დიზაინში. Mate RS ისევე როგორც თავისი გამორჩეული დიზაინით მოგხვდებათ თვალში, ისევე მოგხიბლავთ თავისი შესაძლებლობებით: მას გააჩნია 6 ინჩიანი 2K OLED ეკრანი, სიმეტრიული რვა შრიანი დრეკადი 3D შუშის დიზაინი თავისი უნიკალური კორპუსით, რომელიც იდეალურად და ყველანაირი სიმეტრიის დაცვით ერწყმება შუშას.

რა ხდის Mate RS-ს განსაკუთრებულს?

ყველაზე მთავარი გამორჩეული თვისებაა ორმაგი თითის სკანერის სისტემა – სმარტფონს გააჩნია როგორც უკან მდებარე თითის ანაბეჭდის ასევე ეკრანში ჩაშენებული სკანერები, რომლითაც სმარტფონი უფრო დაცული გვევლინება. მისი 40MP-იანი კამერა და მაღალი სტაბილიზაცია, რომელიც მიღწეულია ხელოვნური ინტელექტით გამორჩეულია და მას აქვს 5X ჰიბრიდული ზუმი (Hybrid Zoom). ასევე არის პირველი Huawei-ს სმარტფონი, რომელსაც გააჩნია სწრაფი უსადენო დამუხტვა.

მისი ხელოვნური ინტელექტი სწავლობს იმას, თუ როგორ მოიხმარს სმარტფონს პატრონი და ის მისთვის მორგებულს ხდის მას. აქვს 256 გიგაბაიტიანი შიდა (არის 512GB-იანიც) მეხსიერება და გააჩნია უნიკალური Dolby Atmos- ხმის სისტემა რომელიც Dual SLS სისტემითაა მოღწეული .

სმარტფონს ასევე აქვს წყალგამძლეობა 1 მეტრზე 30 წუთის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა იდარდოთ თუ შემთხვევით სმარტფონი წყალში ჩაგივარდათ.

Huawei Mate RS-ის შეძენის შემთხვევაში სმარტფონს ასევე მოყვება PORSCHE DESIGN-ის შექმნილი ტყავის უნიკალური ქეისი, რომელიც დაიცავს თქვენს სმარტფონს. გაყიდვები 2018 წლის აპრილიდანაა დაწყებული და სმარტფონი ხელმისაწვდომია გლობალურად შავი,ხოლო სპეციალური გამოშვებით წითელ ფერებში.

ფასების მხრივ 256GB მეხსიერების ვერსია აშშ-ში $2199, ხოლო 512GB ვერსია $2599 ღირს, გაყიდვები კი ძალიან მალე დაიწყება გლობალური მასშტაბით ევროპის უმრავლესობა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც.


გააზიარე

დაბრუნება Posts