John Legend-ის ახალი მუსიკალური კლიპი Google Pixel 2-ით იყო გადაღებული

დაბრუნება Posts

John Legend-ის ახალი მუსიკალური კლიპი Google Pixel 2-ით იყო გადაღებული


მომენტი, როდესაც უბრალოდ უყურებ John Legend-ის ახალ მუსიკალურ კლიპს და შემთხვევით აღწერაში თვალს მოკრავ, რომ მთლიანი ვიდეო Google Pixel 2-ით იყო გადაღებული. 😱

როგორც ჩანს, John Legend-ი Google-ის ძალიან დიდი ფანია და მეგობრულად თანამშრომლობს კიდეც კომპანიასთან, ზუსტად ამიტომაც Google-მა მას მთლიანი მუსიკალური კლიპი Pixel 2-ით გადააღებინა.

Legend-ის თქმით, Pixel 2-ით გადაღების იდეა წამოვიდა “საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონის” ტიტულის გამო, მის გუნდს ასევე ძალიან მოეწონა მაღალ ბიუჯეტიანი ფილმის გადაღება სმარტფონით, ნივთით, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურობაში იყენებენ.

სიმღერა და ვიდეო ეხება მაგიურ ღამეს, როდესაც ვიღაცას შეხვდები და მომენტალურად დაკავშირებული ხდები, ისე, რომ მომავალსაც კი წარმოიდგენ მასთან ერთად.

ნახეთ ვიდეო რგოლი:

John Legend-მა ასევე ინტერვიუ ჩაწერა Google-თან:

“მე ძალიან დიდი ფანი ვარ Google-ის, ყოველდღიურობაში ვიყენებ Google Duo ვიდეო ჩეთის სერვისს, ასევე მომწონს ჩემ ტელეფონში ის, რომ Google-ის ყველა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს, როგორიცაა Google Photos, Google Drive, Google Docs და სხვა” – აღნიშნა John-მა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ კრეატიულობის გამოვლენას არ სჭირდება ზედმეტად ძვირი ტექნიკა, ამას ჩვენი ტელეფონებიც მშვენივრად უმკლავდებიან!

ნახეთ “კულისებს უკან” ინტერვიუ:


გააზიარე

დაბრუნება Posts