Apple-მა წითელი ფერის iPhone 8 და 8 Plus წარადგინა

დაბრუნება Posts

Apple-მა წითელი ფერის iPhone 8 და 8 Plus წარადგინა


კომპანია Apple-მა დღეს სპეციალური გამოშვების წითელი ფერის Product (RED) iPhone 8 და 8 Plus წარადგინა. ისევე როგორც გასული წლის წითელი iPhone 7 და 7 Plus, კომპანია წელსაც თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაცია (RED)-თან, რომელიც აქტიურად ებრძვის შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომს – შიდსს. სხვადასხვა პარტნიორები ამ ორგანიზაციისთვის უშვებენ წითელი შეფერილობის მქონე პროდუქტებს, რომლის ღირებულებიდანაც გარკვეული პროცენტი ირიცხება ქველმოქმედებაში, სწორედ ასეა წითელი iPhone-ების შემთხვევაშიც.

წინა წლის წითელი ფერის iPhone-ებთან შედარებით დიდი ცვლილებაა. წითელ iPhone 7-ში წინა პანელი თეთრი იყო, რაც მომხმარებელმა დიდი სიხარულით არ მიუღია, პირიქით ძალიან დიდი კრიტიკა იყო ამის თაობაზე, თუმცა როგორც ჩანს კომპანიამ წელს ხალხის აზრი გაითვალისწინა და წინა პანელი შავი გახადა, რაც წითელს ნამდვილად უფრო კარგად ერწყმის.

Product (RED) iPhone 8 და 8 Plus შეუერთდება სმარტფონის ფერების სტანდარტულ: კოსმოსური რუხი, ნაცრისფერი და ოქროსფერი ფერების არჩევანს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ გასულ წელს კომპანიამ სპეციალური გამოშვების ფერის iPhone-ის წარმოება 6 თვეში შეწყვიტა და ეს შესაძლოა წელსაც ასე იყოს.

წინასწარი შეკვეთები ხვალიდან, 10 აპრილიდან დაიწყება, მომხმარებლის კარზე კი პარასკევიდან დააკაკუნებს. ფასს რაც შეეხება, ის ზუსტად იგივეა – $699 64GB-იან iPhone 8-ში და $799 64GB-იან iPhone 8 Plus-ში. iPhone X-მა ახალი ფერი სამწუხაროდ არ მიიღო.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts