Huawei P20 Lite-ის განხილვა: ბიუჯეტური კლასის ახალი ლიდერი

დაბრუნება Posts

Huawei P20 Lite-ის განხილვა: ბიუჯეტური კლასის ახალი ლიდერი


სულ რამოდენიმე საათის წინ, პარიზში გამართულ ღონისძიებაზე სმარტფონის მწარმოებელმა ჩინურმა ბრენდმა Huawei-მ, საზოგადოებას ახალი P სერიის სმარტფონები წარუდგინა, სახელწოდებით: Huawei P20, P20 Pro, P20 lite. თითოეული მათგანი განკუთვნილია კონკრეტული მიზენბისთვისა და მომხმარებლისთვის. საინტერესოა თუ რას სთავაზობს Huawei 2018 წელს, საკუთარ მომხმარებელს და არა მარტო მათ.მაშ ასე, დავიწყოთ Huawei P20  Lite სმარტფონის მიმოხილვა. აღნიშნული სმარტფონი წარმოადგენს, საშუალო-ბიუჯეტიან სმარტფონთა კლასს, რომელიც მთლიანად ეხმაურება 2018 წლის მოთხოვნებს, როგორებიცაა 18:9 ეკრანი, ორმაგი მაღალი ხარისხის კამერა და სხვა. სმარტფონის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კი ასე გამოიყურება:

  • 5.8 ინჩიანი 18:9 ფორმატის ეკრანი, გაფართოებით 2280×1080 IPS LCD ეკრანი
  • 2.3 და 1.8 გიგაჰერციანი HiSilicon Kirin 659 პროცესორი, Mali-T830MP2 ვიდეო ამაჩქარებელი
  • 64GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერატიული მეხსიერება
  • 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი სივრცის აღმქმელი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
  • EMUI 8.0 სამომხმარებლო ინტერფეისი, ანდროიდ 8.0ზე დაფუძნებული.

სმარტფონის ეკრანი გამოირჩევა სიკაშკაშითა და ფერების რეალური გადმოცემის უნარით. მისი პიქსელების სიმჭიდროვე მაღალია, მიუხედავად ეკრანის ზომისა, რაც უწვრილესი ნაწერის წაკითხვასაც შესაძლებელს ხდის, ხელის ზედმეტი გინასტიკის გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სამარტფონს ე.წ ნახევარკუნძული აქვს, რომელიც მის წინა პანელს შუაზე ყოფს, მაგრამ მისი თავიდან არიდება შესაძლებელია, Huawei-მ, პრეტენზიული მომხმარებლისათვის სპეციალური პროგრამული ხრიკი ჩააშენა, რომელიც ნახევარკუნძულამდე ზღუდავს ეკრანის სიმაღლეს და დარჩენილ ადგილს აშავებს. მაღალი გაფართოების ეკრანს კარგი ვიდეო ამაჩქარებელი სჭირდება რომელიც მასზე გამოსახულებებს გაჭედვებისა და ე.წ ჩავარდნილი კადრების გარეშე გადმოიტანს. Huawei P20 Lite აღჭურივილია Mali-T830MP2 ვიდეო ამაჩქარებლითა და Kirin 659 პროცესორით, რომელიც ამ უკანასკნელს ყოველდღიური პროცესების შესრულებისას შესაშურ სისწრაფეს ანიჭებს, მაგრამ ბიუჯეტურობა თავს თამაშებისას იჩენს, სმარტფონი ვერ უმაკლევდება გრაფიკულად ინტენსიურ თამაშებს და მას საკმაოდ ბევრი გაჭედვით გადმოგვცემს. რასაც კარგად უმკლავდება ეს მრავალ აპლიკაციასთან ინტერაქტივაა, ვინაიდან 4GB ოპერატიული მეხსიერება საშუალებას გვაძლევს თავისუფლად და შეუფერხებლად ვილავიროთ სამომხმარებლო ინტერფეისში.სმარტფონი აღჭურვილის 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის აღქმის სენსორით, რომელთა ტანდემიც საფასო კატეგორიაში საუკეთესო შედეგს იძლევა. სმარტფონით გადაღებული სურათები გამოირჩევა ფერთა სიკაშკაშით, მაღალი დეტალიზაციითა და კარგი ხარისხის პროტრეტული რეჟიმის სურათებით. შეიძლება ითქვას რომ ის მეტ-ნაკლებად კარგად უმკლავდება დაბალი განათების პირობებში ფოტოს გადაღებას, მაგრამ თუ კი ავტომატური რეჟიმის მიერ გადაღებული სურათები არ მოგწონთ, თქვენს გვერდით პროფესიონალური რეჟიმია, რომლის გამოყენებისაც სურათის ყველა პარამეტრზე ზემოქმედებაა შესაძლებელი. გაინტერესებთ, სმარტფონის კამერის შესაძლებლობები? მაშინ ეწვიეთ ამ ლინკს.

მაღალი ხარისხის ვიდეოები და სურათები დიდ ადგილს იკავებს და ამიტომ სმარტფონის მეხსიერება ხშირად იტვირთება, ეს განსაკუთრებით ვაშლის მომხმარებლებს აწუხებთ, მაგრამ ამ სმარტფონის შემთხვევაში ეს პრობლემა არ შეგექმნებათ ვინაიდან 64GB შიდა მეხსიერება სრულიად საკმარისია ხანგრძლივი მოხმარებისათვის. სმარტფონის პროგრამულ უზრუნველყოფას Android 8.0 Oreo ბაზაზე დაშენებული EMUI 8.0-ი წარმოადგენს, რომელიც ვიზუალურად არაფრით განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან, მაგრამ შიდა სისტემური ოპტიმიზაციები მას თითქმის სრულყოფილსა და ე.წ ბაგებისაგან თავისუფალს ხდის.

და მაინც ვისთვისაა Huawei P20 Lite? ეს სმარტფონი არის მათთვის ვისაც სურს 2018 წლის თანამედროვე დიზაინი, კარგი კამერა, სწრაფი ლავირების შესაძლებლობა და ამასთანავე არ სურს გადაიხადოს ასტრონომიული თანხები. ეს სმარტფონი პრაქტიკოსებისთვისაა, მათთვის ვინც ცხოვრების წვრილმანებიდან სიამოვნების მიღებას ცდილობს.

Huawei P20 Lite-ის ჩვენი ვიდეო მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

სმარტფონის ყიდვა შესაძლებელია აქ!


გააზიარე

დაბრუნება Posts