Google-მა “ბანძი ხუმრობების დეტექტორი” წარადგინა!

დაბრუნება Posts

Google-მა “ბანძი ხუმრობების დეტექტორი” წარადგინა!


Google Files Go აპლიკაცია დღითი-დღე ეხმარება მომხმარებლებს ტელეფონზე ადგილის გათავისუფლებაში. ის შლის უაზროდ ქეშირებულ ფაილებს, მესენჯერების დაგროვილ ნაგავს, გამოუყენებელ აპლიკაციებსა და რაც მთავარია ტრენდიდან გამოსულ მიმებს, თუმცა Google-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაასკვნა, რომ ხალხი აგრეთვე ძალიან ბევრ ცუდ ხუმრობებს იღებს მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე დღესასწაულია და Facebook-ი ბრჭყვიალა მისალოცი ბარათებით ივსება!

დღეს Google-ი სიამაყით წარმოგვიდგენს Files Go-ს სრულად ახალ ფუნქციას, რომელსაც “ბანძი ხუმრობების დეტექტორი” ეწოდება. ის იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ნეირული ქსელების ღრმა შესწავლას, რომლის მეშვეობით ასკანირებს თქვენს სმარტფონსა და შეტყობინებებს (თქვენივე ნების დართვით), ახდენს ბანძი ხუმრობების იდენტიფიცირებას მხოლოდ ერთი შეხებით შეგიძლიათ წაშალოთ ყველაფერი და გაანთავისუფლოთ მეხსიერება უფრო ხარისხიანი, კარგი ხუმრობა/მიმებისთვის!

რაც არ უნდა იყოს მეგობრებო გვახსოვდეს, რომ დღეს პირველი აპრილია და მოტყუება ადვილია! 😂

 


გააზიარე

დაბრუნება Posts